დამატება

ალესანდრო პრეციოზი / Alessandro Preziosi

22.07.2016 - 07:11
ბიოგაფია: ალესანდრო პრეციოზი / Alessandro Preziosi

დაბადების სახელი: ალესანდრო პრეციოზი
დაბადების თარიღი: 1973 წელის 19 აპრილი
დაბადების ადგილი: ნეაპოლი, იტალია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1999 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 187 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ორი ადვოკატის ვაჟი, ალესანდრო პრეციოზი თავადაც იურდიულ განათლებას ღებულობს სალერნოს უნივერსიტეტში. მაგრამ მოულოდნელად მშობლებისგან განსხვავებით, თავის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა: ნეაპოლში ოჯახი მიატოვა. არ გაუწია ანგარიში მშობლების აზრს და მილანში გადავიდა, რომ სასცენო ხელოვნება შეესწავლა. მან განაცხადა: „ მე მსურდა შევცვლილიყავი და ვიღაცისთვის სამაგალითო გავმხდარიყავი. რთულია შეეგუო იმ უზრუნველ ცხოვრებას, რომელსაც მე ახლა მივაღწიე, იმ პირობებში, რაშიც მე ვიყავი და რაც თქვენ მხოლოდ რომანებში წაგიკითხავთ: მე დღეში ერთხელ ვჭამდი და ღამით მანზონის თეატრის წინ მდგარ სკამზეც კი მეძინა. ამ პერიოდში მე ბარში ვმუშაობდი და დღეში ამაში 50 ფუნტს მიხდიდნენ. შემდეგ, რამდენიმე რეკლამაში გადამიღეს, მას მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც მოჰყვა. ბოლოს თეატრში მოვხვდი და ჩემი დებიუტი სპექტაკლში „ჰამლეტი“ შედგა.“ ამ დროს ალესანდროსთვის თეატრი იყო ყველაფერი და მალე გამოჩნდა, რომ იგი მშვენიერი და საკმაოდ სერიოზული მსახიობი გახლდათ. მშობლებს უკვე შეეძლოთ მისით ეამაყათ.

თეატრში პრეციოზმა ითამაშა შექსპირის, ესქილეს და როსტანის გმირები. ამჟამად, ალესანდრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრის მსახიობია იტალიაში. ასევე დიდ წარმატებებს მიაღწია ტელესერიალებში გადაღებებისას, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცხოვრება“, „მეგობარი გოგონა 2“. ნათელი, ლამაზი გარეგნობის და მამაკაცური ქარიზმის მქონე პრეციოზი, იტალიური ტელესერიალების ვარსკვლავთა შემადგენლობაშია. 

მხატვრულ ფილმში მისი დებიუტი 2001 წელს შედგა. ეს იყო რეჟისორ ჯულიო რეალის ფილმი "A Lele". 2007 წელს ყველაზე საუკეთესო როლი შეასრულა ძმებ ტავიანების ფილმში „ტოროლას ბუდე“ და 2010 წელს რეჟისორ ანტონი კანტონეს დრამაში „უსახლკაროთა სამყარო“.

პ ი რ ა დ ი: ამჟამად, ჰყავს მეუღლე ვიტორია პუჩინი. ოჯახში ალესანდრო გიჟი მამაა. მას ძალიან უყვარს თავისი გოგონა ელენა, რომელიც ვიტორიასგან ჰყავს. მაგრამ, არც თავის უფროს ვაჟს ივიწყებს, რომელიც პირველმა ცოლმა უშვა. ის გამოსასვლელ დღეებში სტუმრობს მამას სახლში და დროს მასთან ერთად ატარებს.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
The Tourist(2015) 
La musica provata (2014) 
Il Ritorno (tv, 2014) 
Passione sinistra (2013) 
Il volto di un'altra (2012) 
Edda Ciano e il comunista (tv, 2011) 
Femmine contro maschi (2011) 
Maschi contro femmin (2010) 
Mine vaganti (2010) 
Sant'Agostino (tv, 2010) 
Il sangue dei vinti (2008) 
L'alchimia del gusto (2008) 
I vicerè (2007) 
La masseria delle allodole (2007) 
L'uomo che rubò la Gioconda (tv, 2006) 
Vaniglia e cioccolato (2004) 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
Beauty and the Beast (2014) 
Gli anni spezzati (2014) 
Un amore e una vendetta (2011) 
Il commissario De Luca (2008) 
Il capitano (2005 – 2007) 
Elisa di Rivombrosa (2003 – 2005) 
Vivere (1999 – 2008) 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.