დამატება

ალისია დებნემ-ქერი / Alycia Debnam-Carey

24.07.2016 - 14:02
ბიოგაფია: ალისია დებნემ-ქერი / Alycia Debnam-Carey

დაბადების სახელი: ალისია ჟასმინ დებნემ-ქერი
დაბადების თარიღი: 20 ივლისს, 1993 წელი
დაბადების ადგილი: ავსტრალია, სიდნეი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2003 წლიდან
სიმაღლე: 165 სმ
ზოდიაქო: კირჩხიბი

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა : ალისია დებნემ-ქერი დაიბადა 20 ივლისს, 1993 წელს სიდნეიში, სატელევიზიო სცენარისტის ლეონი ქერის ოჯახში.
2011 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა “Newtown High School of the Performing Arts” დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით. ასევე გადიოდა სწავლებას 2010 წლის ნოემბერში როგორც დრამერი. ალისიამ მონაწილეობდა ორმოცი სხვა სამუსიკო სკოლების კონცერტებზე, რომელიც ბერლინის ფილარმონიის მუსიკოსების მიერ სიდნეის ოპერის სცენაზე გაიმართა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი გადავიდა ლოს ანჯელესში, აშშ -ში. კინოში მისი დებიუტი 8 წლის ასაკში შედგა, გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში ავსტრალიელი მსახიობ რეიჩელ უორდთან ერთად «Martha’s New Coat» (ფილმი გაქირავებაში გამოვიდა 2003 წლის ივნისში).
შემდეგ, მცირე როლები ითამაშა სერიალებში: «მაკლეოდის ქალიშვილები» და «ცეკვის აკადემია», ასევე რამდენიმე როლი შეასრულა დამოუკიდებელ მოკლემეტრაჟიან ფილმებში. 2012 წელს ჰიტა ლეჯერის სახელობის სამსახიობო სტიპენდიის ფინალისტი გახდა. მან მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში «შემდეგი გაჩერება — ჰოლივუდი». ეს შოუ მოგვითხრობს ექვს ავსტრალიელ მსახიობებზე, რომლებიც ცდილობენ ჰოლივუდში მოხვედრას. ამავე წელს, მან მიიღო პირველი მთავარი როლი ამერიკულ ფილმში «The Occult», რომელიც გაქირავებაში გამოვიდა 2014 წელს სახელწოდებით «ეშმაკის ხელი».
2014 წელს გამოვიდა ფილმი «შტორმი», რომელმაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა. გადასაღებ მოედანზე, ალისიას კოლეგები იყვნენ მსახიობები: რიჩარდ არმიტიჯი და სარა უეინ კელისი.
2014 წლის შემოდგომაზე მსახიობი შეუერთდა მეორე სეზონში სერიალს - «ასი», რომელიც ტელეარხ CW-ს ეთერში გავიდა, სადაც ითამაშა მიწიერი კლანების კავშირის ლიდერის, ლეკსას როლი.
მეორე სეზონის ფინალის წინა ინტერვიუში, როტენბერგმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს АМС ტელეარხთან, რათა „მოსიარულე მკვდრებისა“ და „ასის“ მსახიობთა დასი გააერთიანოს. 2015 წლის 10 ივლისს Comic-Con-ის ფესტივალზე სანდიეგოში, სერიალის პანელში - ოფიციალურად დამტკიცდა, რომ დებნემ ქერი, მესამე სეზონშიც დაუბრუნდებოდა ლექსას როლს.

ვაჟა ჩომახიძე

ფილმები სა სერიალები:

2003 - Martha’s New Coat    2006 - McLeod’s Daughters
2008 - Jigsaw Girl    2010 - Resistance
2008 - Dream Life    2010 - Dance Academy
2010 - At the Tattooist    2013 - Next Stop Hollywood
2011 - The Branch    2014 - Galyntine
2014 - Into the Storm    2014 - Made in Hollywood
2014 - The Devil’s Hand    2014 — 2016 - The 100
2016 - Friend Request    2015 - გადაღებ. Fear the Walking Dead

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.