დამატება

ამაია სალამანკა / Amaia Salamanca

09.06.2016 - 11:32
ბიოგაფია: ამაია სალამანკა / Amaia Salamanca

დაბადების სახელი: ამაია სალამანკა ურიზარი
დაბადების თარიღი: 1986 წლის 8 მარტს
დაბადების ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2005 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 167 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ესპანელი მსახიობი ამაია სალამანკა ფართო მაყურებლისთვის ცნობილია სერიალებით: „Sin tetas no hay paraíso“ – „მკერდის გარეშე სამოთხე არ არის“ და „Gran Hotel“ – „გრანდ სასტუმრო“. ამაიამ პირველი როლი სარეკლამო რგოლში კომპანია „Telecable“ - სგან მიიღო. იმავე პერიოდში, ასევე მონაწილეობდა Marco Aldany მარკო ალდანის გამოფენაზე „Blue Image“.

2006 წელს ამაია სალამანკა ტელევიზიაში მიიწვიეს სერიალში „SMS: Sin Miedo a Soñar“ - „შეტყობინება: შიშის გარეშე ოცნება.“ ეს სერიალი საკმაოდ პოპულარული იყო ესპანეთში და მისი გადაღებების დასრულების შემდეგ, მსახიობმა თავის კოლეგებთან, პაულ პენასა და მარია კასტროსთან ერთად, იგივე სახელწოდების საუნდთრეკი გამოსცა. 2008 წელს დაიწყეს ამაიას გადაღება ესპანური ადაპტაციის ტელესერიალში „მკერდის გარეშე არ არის სამოთხე“, სადაც მან კატალინას როლი შეასრულა.

2009 წელს იძულებული გახდა პროექტი დაეტოვებინა, რადგან თეატრალურ დადგმაში «მარკიზა დ’ო» მიიწვიეს. იმავე წელს გამოდის ფილმი „Fuga de cerebros“ –„ტვინის გადინება“, რომელიც ესპანეთში 2009 წლის ყველაზე პოპულარულ ფილმად აღიარეს. აქ მსახიობმა ნატალიას როლი ითამაშა ცნობილ ესპანელ მსახიობ მარიო კასასთან ერთად. წყვილმა როლები ბრწყინვალედ შეასრულა, რისთვისაც კინოკრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურეს. ამასთან ერთად, ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან არა მარტო პროფესიული, არამედ რომანტიული ურთიერთობებიც აკავშირებდათ. გარკვეული დროის მანძილზე, ისინი ესპანეთის ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებოდნენ.

2010 წელს მსახიობი დიდ ეკრანზე დაბრუნდა ფილმში „Tensión sexual no resuelta“ – „გაურკვეველი სექსუალური დაძაბულობა“, სადაც მან რებეკას როლი შეასრულა. 2011 წელს ამაია სალამანკა, 3D ფორმატით გადაიღეს პირველ ესპანურ საშინელებათა ფილმში „aranormal Xperience 3D“. ამავე წელსვე მსახიობი გადაიღეს ტელესერიალში „გრანდ სასტუმრო“, სადაც მან ალისია ალარკონის როლი შეასრულა. 
 ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
¡Atraco! (2012) ... Teresa
Webcam (2012) 
Paranormal Xperience 3D (2011) ... Ángela
No estás sola, Sara (2010) ... Sara
Tensión sexual no resuelta (2010) ... Rebeca / Carmen
¡Qué más quisiera yo! (2009) ... Policía
Fuga de cerebros (2009) ... Natalia

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა: 
Gran Hotel (2011) ... Alicia Alarcón
Frágiles (2011) 
Felipe y Letizia (2010) ... Letizia Ortiz
Sin tetas no hay paraíso (2008 -2009) ... Catalina
SMS, sin miedo a soñar (2006-2007) ... Paula
Los hombres de Paco (2005-2010) ... Cristina

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.