დამატება

ანა ბრენდა კონტრერასი / Ana Brenda Contreras

20.03.2016 - 21:17
ბიოგაფია: ანა ბრენდა კონტრერასი / Ana Brenda Contreras

დაბადების სახელი: ანა ბრენდა კონტრერას სერბია
დაბადების თარიღი: 1986 წლის 24 დეკემბერი
დაბადების ადგილი: რიო ბრავო, ტამაულიპასი, მექსიკა
პროფესია: მსახიობი, მომღერალი
კარიერა: 2005 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 160 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:
2003 წელს მსახიობი ხელოვნების საგანმანათლებლო ცენტრ Televisa - ს შეუერთდა სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. 2005 წელს, ის ერნესტო ალონსოს სატელევიზიო პროექტში «ბარიერი სიყვარულის გზაზე» - გამოჩნდა, ხუანიტას როლით.
2006 წელს „Grease“ - ს შემოქმედებით ჯგუფს შეუერთდა და რეჟისორ ხუან ოსორიოს სერიალში - «ვნებათა დუელი», სონიას როლი ითამაშა. 2008 წელს მსახიობი მხატვრულ ფილმში «ღვთაებრივი მორცხვობა» - ბიბის როლით გამოჩნდა, რომელიც რეჟისორმა სალვადორ გარცინიმ გადაიღო. იმავე წელსვე, ვიოლეტა მადრიგალის მთავარი როლი ითამაშა სტუდია MaPat -ის მიერ დადგმულ ტელენოველაში - «ვფიცავ, მე შენ მიყვარხარ».
2009 წელს, რეჟისორმა კარლა ესტრადამ, ანას ანტაგონისტის როლი შესთავაზა ტელენოველაში „Sortilegio“ – „წყევლა“ , სადაც იგი მორა ალბარანს განასახიერებს, ცნობილი მსახიობ ალეხანდრო ლომბარდოსთან ერთად. იმავე წელსვე, მსახიობს მექსიკურ სერიალში, «მკვლელი ქალები» - მარკელა კარიდოს როლი შესთავაზეს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სერიალში - „უკანასკნელად“ – „Final Tiempo“.
2010 წელს ანამ სერიალში «ტერეზა» / «Teresa» , მთავარი გმირის საუკეთესო მეგობრის - ავრორას როლი შეასრულა. იმავე წელსვე, მუსიკალურ Timbiriche -ში ქეროლის გმირი განასახიერა.
20011 წლის აგვისტოში მსახიობი ტელენოველაში - «ის, ვისაც სიყვარული არ შეუძლია» / «La que no podía amar», ანა პაულას წამყვანი როლით გამოჩნდა.
2013 წელს ანა Nathalie Lartrilleaux -ის ტელენოველაში - «უცნაური ქორწინება» / «Corazón Indomable», რომელიც 161 ეპიზოდისგან შედგება, ღარიბი გოგონას, მარიკრუზ ოლივარესის როლში გადაიღეს.
2015 წელს მსახიობი ივან სანჩესთან ერთად მთავარ - ვერონიკას როლს თამაშობს სალვადორე მეხია ალეხანდრეს ტელენოველაში - «მიუტევებელი» / «Lo Imperdonable».

პ ი რ ა დ ი: 2013 წლის 4 აპრილს ანა ბრენდა კონტრერასი მსახიობ ალეხანდრო ამაიაზე დაქორწინდა ლას-ვეგასში. 2014 წლის 14 მაისს მსახიობმა პრეს - რელიზი გაგზავნა, სადაც იტყობინებოდა, რომ ქმარს საბოლოოდ გაეყარა. წყვილის უთანხმოების მიზეზები უცნობია.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2014 - „დაბლა ფრენა“ / „Volando bajo“ - მარიანა არედონდო 2009 - «ბუდას უფროსი» / «Cabeza de buda»
2008 - «ღვთაებრივი მორცხვობა» / «Divina confusión» - ბიბი

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2015 - «მიუტევებელი» / «Lo Imperdonable» - ვერონიკა
2013 - «უცნაური ქორწინება» / «Corazón Indomable» - მარიკრუზი
2011 - 2012 - «ის, ვისაც სიყვარული არ შეუძლია» / «La que no podía amar» — ანა-პაულა
2010 - «ტერეზა» / «Teresa» — ავრორა
2009 - 2010 «მოჯადოება» / «Sortilegio» - მაურა
2009 - «მკვლელი ქალები» / «Mujeres asesinas» - მარკელა
2008 - «ვფიცავ, მე შენ მიყვარხარ» / «Juro que te amo» - ვიოლეტა
2006 - «ვნებათა დუელი» / «Duelo de pasiones» - სონია
2005 - «ბარიერი სიყვარულის გზაზე» / «Barrera de amor» — ხუანიტა 2005

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.