დამატება

ანა საფრონჩიკი / Anna Safroncik

22.07.2016 - 08:25
ბიოგაფია: ანა საფრონჩიკი / Anna Safroncik

დაბადების სახელი: ანა საფრონჩიკი
დაბადების თარიღი: 1981 წელის 4 იანვარი
დაბადების ადგილი: კიევი, უკრაინა
პროფესია: მსახიობი, ბალერინა, ფოტომოდელი
კარიერა: 2000 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 175 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ანა 1981 წელს დაიბადა კიევში. ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ვარსკვლავების ოჯახში. დედამისი, ლილია ჩაპკისი, პროფესიონალური საბალეტო ცეკვების მასწავლებელია, ხოლო, ბაბუამისი გრიგორი ჩაპკისი ცნობილი უკრაინელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი იყო. გოგონამ ბავშვობა, როგორც იტყვიან, კულისებში გაატარა. მსახიობის რანგში მან დებიუტი 4 წლის ასაკში გაიარა, პუშკინის ერთ-ერთ ნაწარმოებში შესრულებული როლით. პატარა ანას თეატრისადმი სიყვარული თანდათან გაუმძაფრდა და 7 წლის ასაკში, კიევის ხელოვნების აკადემიაში შეიყვანეს, სადაც სწავლობდა: მუსიკას, სიმღერას, ცეკვასა და გამომსახველობით ხელოვნებას. როცა 12 წლის შესრულდა, დედასთან ერთად იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1998 წელს გოგონამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში „მის იტალია“ და იგი „მის ტოსკანა“ გახდა. 

2000 წელს, ანა რეჟისორ ფაბრიციო მარიო კორტეზეს ფილმში „მოგესალმები ალბანეთო“ გამოჩნდა, რომელიც მისი დებიუტი გახლდათ. შემდეგში, მსახიობი პატარ-პატარა როლებით გვევლინება ისეთ ცნობილ და წარმატებულ სერიალებში, როგორებიცაა: „კარაბინერები“, „დონ მატეო“, „დასავლეთის ქარი“ და სხვა. მსახიობის მხრიდან, თეატრისადმი ინტერესი არ ნელდება და იგი კლეოპატრას როლით გვევლინება, იგივე სახელწოდების მიუზიკლში. ამის შემდეგ, ანას ყურადღება მიაქცია ისეთმა ცნობილმა მოდების სახლებმა, როგორიცაა: „კოტონ კლუბი“, „ტესტა ნერა“ და „დიბი გენტერი“, ხოლო, საპნის ოპერაში შესრულებულმა ანა ბალდის როლმა, მას სახელი და დიდება მოუტანა. 

2008 წელს მსახიობი თამაშობს სერიალში „ელიზას გოგონა“. 2009 წელს უბრუნდება დიდ ეკრანს ფილმებით: „La bella società“ და „La Matassa“. იმავე წელს, სერიალში „ქორი და მტრედი“ გოგონა ლიზეტის როლი ითამაშა. ამას შემდეგ მოჰყვა - „ცხოვრების რიტმი“, სადაც საფრონჩიკმა ყველას კარგად დაანახა, რომ ის მსახიობობასთან ერთად, ჩინებული პროფესიონალი მოცეკვავეც არის. 

2009 წელს ანა, სატელევიზიო სერიალებიდან კვლავ დიდ ეკრანზე დაუბრუნდა მხატვრულ ფილმებში: „La matassa“, „La bella società“ და „Nine“. იმავე წლის 22 აპრილს, მეხუთე არხის ტელეეკრანზეც იხილეს რეჟისორ სტეფან რეალის სატელევიზიო ფილმში „di là del lago“. 2010 წელს კი, ჯუდის როლი ითამაშა მხატვრულ ფილმში „Coincidenze“. შემდეგ ისევ მე-5 არხზე დაუძახეს და რეჟისორ ჯორჯო სერაფინის სერიალში „Il falco e la colomba“ ლისეტას როლი შეასრულა და ასევე ითამაშა როზელა იზოს სატელევიზიო ფილმში „ritmo della vita“. მოგვიანებით კი, პატარა ეკრანზე გამოჩნდა ფილმში „ommissario Manara 2“. 

2012 წელს ანამ ქალის მთავარი როლი შეასრულა სერიალში „Le tre rose di Eva“ და მე-5 არხზე, ცნობილი იტალიელი ვარსკვლავების, ასიზისა და სურინას გვერდით თამაშობს სერიალში „Rai 1“. 2013 წელს „Le tre rose di Eva“-ის მეორე სეზონში განაგრძობს გადაღებებს, ხოლო 2014 წელს კვლავ ბრუნდება სერიალში „Rai 1“. 2015 წელიდან „Le tre rose di Eva“ მესამე სეზონს უბრუნდება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2013 წლის მარტის თვეში მსახიობი ჟურნალ „Maxim“-ის სახე გახდა.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
Welcome Albania - 2000 
C'era un cinese in coma - 2000 
 Metronotte - 2000 
La matassa – 2009 
La bella società - 2009 
Nine - 2009 
Coincidenze – 2010 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
Angelo il custode - 2001 
Carabinieri - 2002 
Don Matteo - 2002 
Vento di ponente - 2003 - 2004 
CentoVetrine - 2004 – 2007 
La figlia di Elisa - Ritorno a Rivombrosa - 2007 
Al di là del lago - 2009 

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.