დამატება

ანჟელიკა ბოიერი / Angelique Boyer

23.11.2016 - 11:00
ბიოგაფია: ანჟელიკა ბოიერი / Angelique Boyer

დაბადების სახელი:  ანჟელიკა მონიკ-პოლეტბოიერ რუსი / Angelique Monique-Paulette Boyer Rousseau      
დაბადების თარიღი: 4 ივლისი, 1988 წელი
დაბადების ადგილი: სენ კლოდი, იურა, საგრანგეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა:  2004 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 166 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  ფრანგული წარმოშობის მექსიკელი მსახიობი - ანჟელიკა ბოიერი 1988 წლის 4 ივლისს დაიბადა საფრანგეთში. მან თავისი კარიერა ტელენოველებში მეორე ხარისხოვანი როლების შესრულებით დაიწყო. ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როცა გოგონა, მუსიკალური ჯგუფის  "Rabanitos Verdes"  წევრი გახდა. მსახიობობა მას მოგვიანებით მოუნდა. ანჟელიკა შვიდი წლის იყო, როდესაც  ხელოვნების სასწავლებელში Centro de Educacion Artistica შევიდა და 12 წლის ასაკში დაასრულა სწავლის კურსი.

პირველი როლი მან 2004 წელს შეასრულა სერიალში  - "მეამბოხე / Rebelde, რომელშიც მისი გმირი ოჯახური პრობლემებით დატვირთული ახალგაზრდა გოგონაა.

2008 წელს, ანჟელიკამ სასტიკი მკვლელის როლი ითამაშა, კრიმინალურ-დრამატულ სერიალში "მკვლელი ქალები / Mujeres asesinas". 2010 წელს მთავარი როლით მოგვევლინა სერიალში "ტერეზა / Teresa" და აქაც ბოროტმოქმედის სახე შექმნა. ამ საკამათო როლებმა, მსახიობის პროფესიონალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია და მალე იგი სექსუალურ როლებში გამოჩნდა ტელე-ეკრანებზე.

პ ი რ ა დ ი: 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, ანჟელიკა ბოიერი სასიყვარულო რომანით იყო დაკავებული, თავის პროდიუსერ, ალბერტო კასტროსთან. როცა წყვილს ერთმანეთი მობეზრდა დაშორდნენ. შემდეგ გოგონამ ვნებიანი ურთიერთობა თავის პარტნიორთან, სებასტიან რულისთან გააგრძელა -სერიალიდან - "ის, რაც ცხოვრებამ მომპარა / Lo que la vida me robó". 2016 წელს წყვილი კვლავ ერთად გადაიღეს ახალ მელოდრამაში "სამი ანა".

ვაჟა ჩომახიძე

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
Tres Veces Ana - (2016)

Lo que la vida me robo - (2013)

Abismo de pasion - (2012)

Teresa - (2010)

Corazon salvaje - (2009)

Mujeres asesinas - (2008)

Alma de hierro- (2008-2009)

Muchachitas como tu -  (2007)

Objetos perdidos  (2007)

J-ok'el - (2007)

Rebelde - (2004-2006)

Corazones al límite - (2004)

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.