დამატება

დევ პატელი / Dev Patel

09.07.2016 - 09:07
ბიოგაფია: დევ პატელი / Dev Patel

დაბადების სახელი: დევ პატელი
დაბადების თარიღი: 1990 წლის 23 აპრილი
დაბადების ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2007 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 187 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: დევ პატელი, ინდური წარმოშობის ბრიტანელი მსახიობია, რომელიც 1990 წლის 23 აპრილს დაიბადა ჰაროუში, ლონდონში. დედამისი, ანიტა აღმზრდელად მუშაობს. მამამისი რაჯი კი - IT კონსულტანტია. მსახიობის მშობლები გუჯარათები არიან, ინდოსტანის ინდუსები. ორთავე ნაირობში, კენიაში დაიბადა, სადაც მნიშვნელოვან წილად ბინადრობს ინდოელთა საზოგადოება. ისინი ახალგაზრდობის ასაკში ბრიტანეთში წავიდნენ ემიგრაციაში, მაგრამ პირველად ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ. პატარა პატელი ინდუსური რწმენით გაიზარდა.

მან საზოგადოების ცნობადობა მოიპოვა ფილმებში: „Skins“ და „Slumdog millionare“ შესრულებული როლებით. 2008 წელს ნომინირებული იყო პრემიაზე „BAFTA“ მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის“ ჯამალ მალიკის როლით ფილმში „Slumdog millionare“. ამ ფილმით მან ბევრი ჯილდო და კრიტიკოსთა სიმპათიები და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დაიმსახურა. დევ პატელმა, თავისი სამსახიობო კარიერა მაშინ დაიწყო, როცა ის ტელესერიალ Е4 -ის მოზარდთა დრამის ქასთინგზე წარსდგა. პატელის დედამ ქასთინგის შესახებ ინფორმაცია გაზეთში იპოვა და შვილი აიძულა მოსმენაზე წასულიყო, მაშინ როცა მეორე დღეს მას, სამეცნიერო გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი. ორი მოსმენის შემდეგ, იგი ანვარ კჰარალის როლზე დაამტკიცეს. ეს მოხდა 2007 წელს. ასევე დენი ბოილის ფილმზე „Slumdog millionare“ მუშაობისას, მსახიობმა განსაკუთრებული უნარები გამოავლინა. როგორც რეჟისორი ამბობს: „ბოლივუდში ამ როლისთვის ათასობით მსახიობი შემოწმდა, მაგრამ რატომღაც ქასთინგის ხელმძღვანელობა, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, ყურადღებას შეცდომით მსახიობთა ვიზუალზე და ტიპიურ სილამაზეზე ამახვილებდა, პიროვნებას კი უარყოფდა“. 

რეჟისორს, თავისმა 17 წლის ქალიშვილმა Skins -ზე მიუთითა. ამ როლზე მსახიობს უკვე ხუთი მოსმენა ჰქონდა გავლილი. ფილმის პროდიუსერებმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს და მთავარ როლზე რუსლან მუმთაზი წარადგინეს იმ მოტივით, რომ ის როლისთვის კარგად გამოიყურებაო. მაგრამ, ბოილმა განაცხადა: „მე მინდოდა, ბიჭი, რომელიც არ ჰგავს პოტენციური გმირს და რომელიც გამოიყურება ისეთად, როგორიც ის არის სინამდვილეში“. (იგულისხმება არა სცენარში მოცემული გმირის სახე, არამედ თავად მსახიობის მიერ შექმნილი და დამუშავებული), ე.ი. მსახიობმა თავად უნდა მოამზადოს, შექმნას გმირის სახეო. ამისთვის დევ პატელი აირჩიეს, რომელიც როლის მოსამზადებლად, ბოილთან და სკაუტებთან ერთად გაემგზავრა ფილმის გადასაღებ ადგილების შესასწავლად. იგი, ასევე დღის ბოლომდე ,სატელეფონო ცენტრში და სასტუმროში მუშაობდა, სადაც სასადილოში თეფშებს რეცხდა, რომ ღრმად გაეთავისებინა შესასრულებელი როლი. 2008 წელს ფილმი გამოვიდა და მსახიობის კარიერაში მიღწეულმა წარმატებებმა მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა: ბრიტანეთის დამოუკიდებელი ფილმის პრემია, კინოკრიტიკოსთა ნაციონალური საბჭოს (NBR)-ის პრემია, ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრემია და ორი Black Reel Awards ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 2009 წელს მსახიობი ნომინირებული იყო მსახიობთა გილდიის მიერ (SAG) Awards-ზე მამაკაცის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, BAFTA-ს პრემიაზე წამყვანი მამაკაცის როლისთვის, ევროპული კინოაკადემიის პრემიაზე „საუკეთესო მსახიობი.“ თავად ფილმმა 4 ოქროს გლობუსი მიიღო.

მსახიობმა ფილმში „The Last Airbender“, რომელიც 2010 წლის 1 ივლისს გამოვიდა და მულტისერიალ „Avatar“-ის ადაპტაცია იყო, პრინც ზუკოს როლი შეასრულა. ფილმმა კრახი განიცადა და ნეგატიურად შეაფასეს. მსახიობმა კი წლის მეორე ხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდად შესრულებისთვის პრემია „ოქროს ჟოლო“ მიიღო. შემდეგ მსახიობი რამდენიმე მოკლემეტრაჟიან სურათში გამოჩნდა. 20012-2014 წწ-ში ის HBO ტელესერიალში „The Newsroom“ ნილ სამპატის როლში მიიწვიეს. 2012 წელს ის ასევე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯეომს ფრანკოსა და ჰიზემ გრემისთან ერთად გამოჩნდა ფილმში „About Cherry“. 2015 წელს ის გადაიღეს ფილმებში: „The Second Best Exotic Marigold Hotel“ (სონი კაპურის როლი), „The Man Who Knew Infinity“ (სრინივასა რამანუიანას როლი), „Lion“ (სარუ ბრაიერლის) და „Chappie“ (დეონ უილსონის, პოლიციელი რობოტი დრუიდების შემმქმნელი პროგრამისტის როლი. დეონმა საოცრად ჭკვიანი და საყვარელი რობოტი სახელად „ჩაპი“ შექმნა, რომელსაც სხვა რობოტებისგან განსხვავებით დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნება და სიყვარულის გრძნობა გააჩნია. ის აბსოლუტურია და რობოტთა ისტორიაში მოვლენაა. ამ ფილმში მსახიობმა თავისი გმირის როლის შესრულებას, ბრწყინვალედ გაართვა თავი. გმირისა, რომელსაც თავის მიერ შექმნილმა აბსოლუტურმა ქმნილებამ, ადამიანის დროებითი სხეულიდან რობოტის ფორმაში გარდასახვისა და საკუთარი ცნობიერების შენარჩუნებით, ჭეშმარიტებისა და სიკეთის, ბოროტებაზე გამარჯვების საიმედო ასპექტი შესძინა.

პ ი რ ა დ ი: მსახიობი ჰაროუს Longfield-ის საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც სკოლის სპექტაკლში „Twelfth Night“ სერ ენდრიუ აგუჩეკის როლი შეასრულა და განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭი გამოავლინა. ამ დადგმაში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მან სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა. მოგვიანებით, მან მონაწილეობა მიიღო ვაითმორის High School-ის A * გამოსაშვები საღამოს სპექტაკლში, GCSE დრამაში ბესლანელი ბავშვის პორტრეტის შექმნით. ამასთან დაკავშირებით, მისმა დრამის მასწავლებელმა, ნივ პაიტმა განაცხადა: „დევი ნიჭიერი სტუდენტი იყო, რომელმაც სწრაფად მოახდინა თავისი თვითნაბადი შესაძლებლობებით ჩემზე შთაბეჭდილება, მას ახასიათებს ფართო სპექტრის პერსონაჟებთან კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი. მან განაცვიფრა და შეძრა თავისი გულწრფელი თამაშით, ჩამობრძანებული გამომცდელები“. 2007 წელს მსახიობმა ვაითმორის დრამის, ბიოლოგისაა და ისტორიის კურსები AS Levels in PE დაასრულა და აქვე განაგრძო მუშაობა. როგორც პატელმა განაცხადა, იგი ბავშვობაში ზედმეტად ჭარბი ფიზიკური ძალის პატრონი და ენერგიით აღსავსე ყოფილა, რის გამოც სკოლაში ბევრი უსიამოვნებანი შეემთხვა. ამიტომ დედამ ის საბრძოლო ხელოვნების სკოლაში შეიყვანა, რომ მისი ენერგია მშვიდობიანად წარმართულიყო და ნორმაში ჩამდგარიყო. დევი პროფესიონალი ორთაბრძოლების სპორტსმენია. მან მრავალ სპორტულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო შეჯიბრებში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დაიკავა. ტაიკვანდოში ფლობს შავ ქამარს.

 ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2007 - 2008 - Slumdog Millionaire
2010 - The Last Airbender
2011 - The Best Exotic Marigold Hotel
2012 - About Cherry 
2014 - The Road Within
2015 - The Second Best Exotic Marigold Hotel
2015 - Chappie
2015 - The Man Who Knew Infinity

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2007 - 2008 - Skins
2009 - Mister Eleven

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.