დამატება

ემი როსამი / emi rosami / Emmy Rossum მსახიობის ბიოგრაფია

20.05.2016 - 12:55
ბიოგაფია: ემი როსამი / emi rosami / Emmy Rossum მსახიობის ბიოგრაფია

დაბადების სახელი: ემანუელა გრეი როსამი / (Emmanuelle Grey Rossum)
დაბადების თარიღი: 12 სექტემბერი 1986
დაბადების ადგილი: ნიუ იორკი, აშშ
პროფესია: მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, კომპოზიტორი, რეჟისორი
სიმაღლე: 173 სმ.
პირველი ფილმი: 1990
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ემი როსამი 12 სექტემბერს 1986 წელს ნიუ–იორკ–სიტიში(ნიუ–იორკი, აშშ) დაიბადა. ამერიკელი მსახიობი, მომღერალი. ნამდვილი სახელია – ემანუელ გრეი. ემი  დედამ აღზარდა, მამა ქალიშვილს მხოლოდ რამოდენიმეჯერ შეხვდა. დედამ გოგონას ადრეულ ასასკში შესანიშნავი ვოკალური მონაცემები აღმოუჩინა და მან მალე საბავშვო მეტროპოლიტენ–ოპერის გუნდში, ნიუ–იორკში, ელენ დორიას ხელმძღვანელობით სიმღერა დაიწყო. 
პატარა ემი გუნდში 20 ოპერაში სხვადასხვა ენებზე მღეროდა, ერთ სცენაზე პლასიდო დომინგოსთან, ლუჩანო პავაროტისთან, ფრანკო ძეფირელის და სხვა გამოჩენილი დირეჟორების ხელმძღვანელობით. 1998 წელს, მოზარდ ემის საბავშვო გუნდის მიტოვება მოუხდა თუმცა, ეს ადრინდელი მუსიკალური გამოცდილება მას მომავალ კარიერაში გამოადგა. 
მანჰეტენზე (1996) ელიტური - სპენსის სკოლა დაასრულა.  სწავლობდა სტენფორდის უნივერსიტეტში და შემდეგ სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო. 
ემი როსამის დებიუტი 1997 წელს შედგა ტელესერიალებში 'წესრიგი და კანონი' და 'პრაქტიკა'. 1999 წელს კლერ ედისონის როლს ასრულებდა ტელეფილმში 'გენიოსი'(ნომინავია ახალგაზრდა მსახიობების პრემიაზე). 
მსახიობის შესამჩნევ ნამუშევრებად გახდა როლები: ნოლას როლი 2003 წლის ერთსახელოვან ფილმში და კეტი მარკუმი, როლი კლინტ ისტვუდის 'საიდუმლო მდინარეში'(2003). ცნობადობა ემის კრისტინა დაეს როლმა მოუტანა ფილმში 'ოპერის მოჩვენება'(2004, უამრავი პრემია, მათ რიცხვში 'სატურნი',NBR, ამერიკელი კინოკრიტიკოსების ასოციაციის პრემია, 'ოქროს გლობუსი' და სხვები). 
'ოპერის მოჩვენების' წარმატების შემდეგ ემი როსამი მუშაობდა, როგორც თანამედროვე სიმღერის რეპერტუარის შემსრულებელი, კლასიკის, საშობაო სიმღერების... ჩაწერა რამოდენიმე წარმატებული მუსიკალური ალბომი.
აქტიურადაა დაკავებული საზოგადო მოღვაწეობით, არის კომპანია 'Pinkitude' - ის ელჩი. 

ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.