დამატება

გაბრიელ გარკო / Gabriel Garko

05.06.2016 - 10:12
ბიოგაფია: გაბრიელ გარკო / Gabriel Garko

დაბადების სახელი: დარიო ოლივიერო
დაბადების თარიღი: 12 ივლისი 1974 წელი
დაბადების ადგილი: ტურინი, იტალია
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1993 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 190 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: გაბრიელ გარკო იტალიელი მსახიობი და მოდელია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია დარიო ოლივიერო. თავის მრავალრიცხოვან ზოგიერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ფსევდონიმად, დედის ბერძნული გვარი - Garchio - აიღო, მაგრამ ყოველთვის დარიო ოლივიერო იყო. მამა ვენეციელია, დედა კი - სიცილიელი. სამი და ჰყავს: ნადია, სონია და ლაურა. თავად Settimo Torinese - ში გაიზარდა. ბავშვობაში ვეტერინერობაზე ოცნებობდა და გიჟდებოდა მხატვრულ ფილმზე „კინგ კონგი“. უპირატესობას ანიჭებს: ბოდ-ბილდინგს, ცურვას, სათხილამურო სპორტს, ცხენოსნობას. არის საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ ქომაგი. სამხედრო სავალდებულო სამსახურს იტალიის პოლიციაში გადიოდა. 2002 წელს ჟურნალ „Max"-ის იტალიური ვერსიის გარეკანზე და კალენდარზე გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც 1991 წელს, დარიო ოლივეროს სახელით, მას ტიტული -„მისტერ იტალია“ მიანიჭეს, გაბრიელის კარიერა წარმატებული გახდა. ფილმში «Senso '45» იგი არაპროფესიონალად მიიჩნიეს და გახმოვანებაზეც სხვა მსახიობი მიიწვიეს, მაგრამ ასეთი მოვლენა შემდეგში არ განმეორებულა. მოგვიანებით მსახიობი საკუთარ დიქციასა და ინტონაციაზე მუშაობდა და თვლის, რომ ეს ორი რამ - უმთავრესია მსახიობის პროფესიაში. ცხოვრობდა მსახიობ ევა გრიმალდთან. მისი ბოლო რომანი ინჟინერ სარასთან იყო. ინტერვიუში პირადზე ბევრს არ საუბრობს, მაგრამ გამოტყდა, რომ დიდი ხანია ოცნებობს და ძალიან სურს, რომ საკუთარი შვილები ჰყავდეს. მსახიობი სამ ენას ფლობს: იტალიურს, ფრანგულსა და ინგლისურს. ასევე ცნობილი მარკების სათვალეების მდიდარი კოლექციის მფლობელიცაა. გახმაურებულ სერიალში - "L'onore e il respetto", რთული სახასიათო როლის შესრულების შემდეგ, მსახიობმა მაყურებელთა დიდი ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა. ის დრამატული როლის საუკეთესოდ შემსრულებელ მსახიობად აღიარეს. ცხოვრობს რომის შვიდ კონცხთაგან, დოგა ვასოს კომპანიის სამიდან ერთ-ერთ ვილაში. «ROMA FECTION FEST» -ის სატელევიზიო ფესტივალში, მან ორჯერ აიღო პრემია : 2009-2011 წელს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სერიალში «L'onore e il rispetto 2» და 2009 წელს, წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდა - სერიალ «Il sangue e la rosa» -ში მონაწილეობისთვის. 
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
Le memorie di Adriano (2013) 
Rudy Valentino, la leggenda (2013)
Io ti assolvo 2… Francesco (2013)
Caldo criminale … Valerio (2010)
Io ti assolvo … Francesco (2008)
Aspettando il sole … Samuel (2008)
Una moglie bellissima …Andrea (2007)
I colori della vita … Luca (2005)
Senso '45 … Helmut Schultz (2002)
Callas forever … Marco / Don Jose (2002)
Occhi verde veleno … Carlo Roversi (2001)
Le fate ignoranti … Ernesto (2001)
Il morso del serpente … Angelo Berti (1999)
Villa Ada (1999)
Angelo nero … Jack Altieri (1998)
Paparazzi (1998)
Mashamal - ritorno al deserto (1998)
La signora della città (1996)
Una donna in fuga (1996)
ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
Il peccato e la vergogna 2 … Nito Valdi (2013)
Viso d'angelo … Roberto Parise (2011)
Sangue caldo … Arturo "Mister" La Paglia (2011)
Il peccato e la vergogna … Nito Valdi (2010)
Il sangue e la rosa … Rocco Riboni (2008)
L'onore e il rispetto … Tonio Fortebracci (2006 - 2012)
Il bello delle donne … Roberto 'Bobo' De Contris (2001–2003)
Tre stelle (1999)

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.