ბიოგრაფია

გალ გადოტი / Gal Gadot (მსახიობი) ბიოგრაფია

29.05.2017 სხვა ქვეყნების მსახიობები 1742 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:  გალ გადოტი / Gal Gadot       
დაბადების თარიღი:
30 აპრილი, 1985 წელი
დაბადების ადგილი: როშ-ჰა აინი, იზრაელი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2003 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 178 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: გალ გადოტი 1985 წლის 30 აპრილს დაიბადა როშ-ჰა-აინში, იზრაელში. 2004 წელს, 18 წლის ასაკში მან კონკურსში "მის იზრაელი" გაიმარჯვა, რის შემდეგაც თავისი ქვეყანა "მის სამყაროზე" წარადგინა ეკვადორში. 

მსახიობმა კონკურსის შემდეგ ბევრი კინოკომპანიისგან მიიღო ფილმების გადაღებებზე მიწვევები. მათ შორის სარეკლამო კომპანიებიდან: იზრაელში (Elite, Super-farm) და ევროპაში (La Perla Lingerie, Arena, Danza, Esprit). ის მალე გამოჩნდა მოდის ჟურნალებსა და მის პრიალა ყდებზე.

2007 წელს გალი მონაწილეობას ღებულობს Maxim - ის ფოტოსესიებში, რომლის გადაღებებიც იმ ებრაელი მოდელებისთვის იყო გამიზნული, რომლებიც ქვეყნის არმიაში მსახურობდნენ. მსახიობის ფოტო გამოქვეყნებული იყო New York Post - ის პირველ გვერდზე. 

მსახიობმა თავისი პირველი როლი სერიალში "თოჯინები" შეასრულა. 2008 წელს ფილმში "ფორსაჟი 4" მიიღო როლი. ასევე მონაწილეობა მიიღო მის სამ გაგრძელებაში.

2013 წელს მსახიობი ზაკ სნაიდერის ფილმში "საოცრება-ქალი" დაამტკიცეს ერთ-ერთ  როლზე. 2016 წელს მან ფილმში "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ ითამაშა". 2014 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს იგივე როლის შესრულებაზე კიდევ ორ ფილმში: "სამართლიანობის ლიგა 2" და "საოცარება-ქალი" - 2017.

პ ი რ ა დ ი:  "ფორსაჟი 4" - ის გადაღების დროს, მსახიობი დანიშნული იყო ებრაელ ბიზნესმენზე იარონ ვერსანოზე. 2009 წლის 28 სექტემბერს წყვილი დაქორწინდა. 2011 წლის ნოემბერში მათ პირველი შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც ალმა დაარქვეს. 2017 წლის 20 მარტს კი მეორე ქალიშვილი, მაია შეემატათ. 
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2009 - Fast & Furious    
2010 - Date Night    
2011 - Fast Five    
2013 - Fast & Furious 6    
2014 - Kicking Out Shoshana    Mirit Ben Harush    
2015 - Furious 7    
2016 - Triple 9
2017 - Wonder Woman    

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2007 - Bubot    
2009 - Entourage    
2009 - The Beautiful Life    
2011 - Asfur    
2012 - Kathmandu  
 

ბიოგრაფია, gal, გადოტი, მსახიობი, Gadot, გალ
სულ კომენტარი: 0
avatar