დამატება

ჰიუ ლორი / Hugh Laurie (მსახიობის ბიოგრაფია)

10.02.2017 - 12:03
ბიოგაფია: ჰიუ ლორი / Hugh Laurie (მსახიობის ბიოგრაფია)

დაბადების სახელი:    ჯეიმს ჰიუ კელამ ლორი / James Hugh Calum Laurie        
დაბადების თარიღი: 11 ივნის 1959 წელი
დაბადების ადგილი: ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი
კარიერა: 1975 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 189 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ჰიუ ლორი, ყველაზე უმცროსი ბავშვი იყო დოქტორ უილიამ ჯორჯ რენალდ მანდელას ოჯახში, ოთხ შვილს შორის. დედამისი - პატრისია - დიასახლისი გახლდათ და შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ჰიუ პრესტიჟულ კერძო სკოლებში სწავლობდა. ისეთებში, როგორიც იყო - ოქსფორდის Dragon School და Eton. დადიოდა შოტლანდიურ პრესვიტერიანულ ეკლესიაში.

1981 წელს მსახიობმა კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა მესამე კლასის ბაკალავრის ხარისხით ანტროპოლოგიისა და არქეოლოგიის განხრით. უნივერსიტეტში სწავლისას, იგი აქტიურად მონაწილეობდა სამოყვარულო თაეტრში «Footlights Dramatic Club». მასთან ერთად დადგმებში მონაწილეობდნენ მსახიობი-სტუდენტები: ემა ტომპსონი და სტივენ ფრაი, რომლებთანაც ერთად ჰიუ, წლები იმუშავებს თეატრსა და ტელევიზიაში.

1981 წელს ის აღნიშნული თაეტრის  პრეზიდენტად აირჩიეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,  ლორი, ფრაი და ტომპსონი ერთად წერენ და დგამენ კომედიას «The Cellar Tapes», რის წყალობითაც კოლეგებმა პირველი თეატრალური ჯილდო მოიპოვეს და ასევე, საკონტრაქტო ხელშეკრულება გააფორმეს "ვესთ-ენდის" თეატრთან, სადაც სპექტაკლების ტელე-ტრასნსლაციები მიჰყავდათ 1982 წლის ჩათვლით.

წარმატებები და აღიარება მსახიობს, ტელეკრანებზე კომედიური სერიალის "Blackadder" გამოჩენის შემდეგ ხვდა წილად, რომლის ტრანსლაციაც 1985-1999 წლებში მიმდინარეობდა. სერიალში ლორი სხვადასხვა როლებს განასახიერებდა.აღნიშნულ პროექტში, მასთან ერთად, სტივენ ფრაი და როუენ ატკინსონი მონაწილეობდა.

ფრაისთან ერთად, ლორი აგრეთვე სატელევიზიო კომედიაში "ფრაისა და ლორის შოუ" იღებდა მონაწილეობას, რომელიც 1989- 1995 წლებში გადიოდა. პარალელურად ისინი 1990-1993 წლებში იუმორისტული მოთხრობების ბაზაზე შექმნილ ტელესერიალში "ჯივსი და ვუსტერი" იღებდნენ მონაწილეობას. ამ სერიალში ჰიუ, ქარაფშუტა არისტოკრატის ბერტ ვუსტერის როლს ასრულებდა, რის წყალობითაც, მსახიობმა უკეთ შეძლო თავისი სამსახიობო ნიჭისა და მანერების ტექნიკის გახსნა. სერიალში მუდმივად ჟღერდებოდა რეგტაიმის მუსიკა, რომელსაც თავად ჰიუ ლორი ასრულებდა. 

90 - იანი წლების შუა პერიოდიდან მსახიობმა კინოფილმებშიც დაიწყო გამოჩენა. თუმცა, პატარა როლების შესრულებით. 1995 წელს ლორი მელოდრამაში "Sense and Sensibility" (გონება და გრძნობა) გამოჩნდა, სადაც მისტერ ტომას პალმერის როლი შეასრულა. ამ ფილმმა "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა საუკეთესო სცენარის ნომინაციაში. 

1996 წელს ჰიუ, რეჟისორ სტივენ ჰერეკის  ფილმში გადაიღეს ჯასპერის როლში, რომელიც ბრიტანელი მწერლის დოდი სმიტის რომანის "101 დალმატინელი" მიხედვით გადაიღეს. 1998 წელს კი - მსახიობმა სამეფო მრჩევლის როლი შეასრულა ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოების მოტივებზე გადაღებულ ფილმში "ადამიანი რკინის ნიღაბში".

2004 წელს მსახიობი იენის როლში გამოჩნდა რეჟისორ ჯონ მურის რემეიკში "ფენიქსის გაფრენა", რომლის დედანიც 1965 წელსაა გადაღებული რეჟისორ რობერტ ოლდრიჩემის მიერ. 
2000 წელს ლორი, რეჟისორ ბენ ელტონის  კომედიურ მელოდრამაში  
"ყველაფერი შეიძლება, ბავშვო" მიიწვიეს მთავარ როლზე. 
2007 წელს დედოფალმა ელიზაბეტ II - მ,  მსახიობს ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ტიტული მიანიჭა. 

სხვათა შორის, ლორი წიგნებსაც სწერს. 1996 წელს გამოვიდა მისი რომანი "The Gun Seller", რომელიც ბეტსელერი გახდა. ამჟამად, იგი "ქაღალდის მებრძოლის" მეორე წიგნზე მუშაობს. 

მსახიობს ცნობილი აუდიო-წიგნებიც აქვს გახმოვანებული.

2004 წელს იგი იმ სერიალში მიიწვიეს მთავარ როლზე, რითაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდა არამარტო ქართველ მაყურებელს. ეს გახლავთ სერიალი "დოქტორი ჰაუსი". 

ამ ამერიკულ პროექტში, ის მაღალოსტატურად ანსახიერებს პირქუშ, მაგრამ გონებამახვილი მიზანტროპი დოქტორის, ჰაუსის როლს. ნამდვილი დიდება მსახიობს, სწორედ ამ პროექტმა მოუტანა. იგი იმდენად ოსტატურად საუბრობდა ამერიკული აქცენტით, რომ მრავალ მაყურებელთან ერთად კარგა ხანს, თავად პროდიუსერიც ვერ მოვიდა აზრზე, რომ მსახიობი ინგლისში დაბადებული და აღზრდილი იყო.

სკოლაში სწავლისას ლორი გატაცებული იყო აკადემიური ნიჩბოსნობით, მამამისიც ამ სპორტს მისდევდა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. 1977 წელს ჰიუმ დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. აქ ის თავის პარტნიორთან ერთად, მეოთხე ადგილზე გავიდა. ჰიუ აკადემიური ნიჩბოსნობის ლეგენდარული Leander Club - ის,საპატიო წევრია, რომლის პრეზიდენტიც წლების მანძილზე მამამისი იყო.

სკოლაში სწავლისას ჰიუ სასკოლო ორკესტრის დრამერი იყო. ის უკრავს პიანინოზე, გიტარაზე და ჰარმონიკაზე. იგი გრეგ გრიუნბერგის როკ-ჯგუფში  «The Band from TV» უკრავს და დროდადრო საქველმოქმედო კონცერტებში ღებულობს მონაწილეობას. 90-იან წლებში ის ასევე, ჯგუფში: R'n'B, «Poor White Thrash» გამოდიოდა. 
პ ი რ ა დ ი: 1989 წლის 16 ივნისს მსახიობი, ჯო გრინზე, "Hampstead Theatre и National Theatre" - ს  ყოფილ ადმინისტრატორზე დაქორწინდა, რომელიც მან თავისი აგენტის შემწეობით გაიცნო. მათ სამი შვილი ჰყავთ: ჩარლზ არჩიბალდ ლორი, რომელიც 1988 წელს დაიბადა, უილიამ ალბერტ ლორი - 1991-ში დაბადებული და ნაბოლარა ავგუსტა ლორი 1993 წელს დაბადებული. სამივე ბავშვის ნათლიაა - მსახიობი სტივენ ფრაი.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 
1985    Plenty    Michael    
1989    Strapless    Colin    
1992    Peter's Friends    Roger Charleston    
1994    A Pin for the Butterfly    Uncle    
1995    Sense and Sensibility    Mr. Palmer    
1996    101 Dalmatians    Jasper    
1997    Spice World    Poirot    
1997    The Borrowers    Police Officer Oliver Steady    
1997    The Place of Lions    Steve Harris    
1998    The Man in the Iron Mask    Pierre    
1998    Cousin Bette    Baron Hector Hulot    
1999    Blackadder: Back & Forth    Viscount George Bufton-Tufton / Georgius    
1999    Stuart Little    Frederick Little    
2000    Maybe Baby    Sam Bell    
2001    Girl from Rio    Raymond Woods    

2001    Life with Judy Garland: Me and My Shadows    Vincente Minnelli    
2002    Stuart Little 2    Frederick Little    
2003    The Young Visiter    Lord Bernard Clark    
2004    Flight of the Phoenix    Ian    
2005    The Big Empty    Doctor    
2008    Street Kings    Captain James Biggs    
2011    The Oranges    David Walling    
2012    Mister Pip    Mr. Watts[62]    
2015    Tomorrowland    David Nix    
2018    Holmes and Watson    

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1981    The Cellar Tapes    Various characters    Writer
1982    There's Nothing to Worry About!    Various characters    Writer
1983    Alfresco    Various characters    Writer
1983    The Crystal Cube    Various characters    Writer
1984    The Young Ones    Lord Monty    Episode: "Bambi"
1985    Letters from a Bomber Pilot    Pilot Officer Bob Hodgson    
1985    Mrs. Capper's Birthday    Bobby    
1985    Happy Families    Jim    
1986    Blackadder II    Simon Partridge    Episode: "Beer"
Prince Ludwig the Indestructible    Episode: "Chains"
1987    Filthy Rich & Catflap    N'Bend    
1987    Blackadder the Third    George, Prince of Wales, The Prince Regent    
1988    Blackadder's Christmas Carol    Prince George    
1989    Blackadder Goes Forth    Lt. the Honourable George Colhurst St. Barleigh    
1989    The New Statesman    Waiter    
1989–95    A Bit of Fry & Laurie    Various Characters    Writer
1990–93    Jeeves and Wooster    Bertie Wooster    
1993    All or Nothing at All    Leo Hopkins    
1996    Tracey Takes On...    Timothy Bugge    Season 1
1998    Friends    Gentleman on the Plane    Episode: "The One with Ross's Wedding (part 2)"
1998    The Bill    Harrap    
2000    Randall and Hopkirk    Dr. Lawyer    Episode: "Mental Apparition Disorder"
2002    The Strange Case of Penny Allison    Various Characters    

2002    Spooks    Jools Siviter    
2003    Fortysomething    Paul Slippery    Directed three episodes
2004    Fire Engine Fred        
2004–12    House    Dr. Gregory House    Directed episodes: "Lockdown" and "The C-Word"
2006    Saturday Night Live    Host    Season 32, Episode 4
2008    Season 34, Episode 11
2011    Later... with Jools Holland    Himself    Guest Performance/ Interview
2015–16    Veep[60]    Sen. Tom James    14 episodes
2016    The Night Manager    Richard Onslow Roper    TV miniseries
2016–present    Chance[61]    Dr. Eldon Chance

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.