დამატება

იოლანდი ფისერი / Yolandi Visser

09.07.2016 - 08:52
ბიოგაფია: იოლანდი ფისერი / Yolandi Visser

დაბადების სახელი: ანრი დიუ ტუა /Anri du Toit
დაბადების თარიღი: 1984 წლის 3 მარტი
დაბადების ადგილი: პორტ ალფრედი, სამხრეთ აფრიკა
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, მომღერალი
კარიერა: 2001 წლიდან
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 155 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: იოლანდი ფისერი, იგივე ანრი დიუ ტუა 1984 წლის 3 მარტს დაიბადა პორტ ალფრედში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. უფრო მეტად, ცნობილია თავისი სასცენო სახელით, იოლანდა ფისერით, რომელიც სტილიზებურია, როგორც - ¥ o-landi Vi $$ er). 
ის ყველაზე უკეთ ცნობილია, როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის, რეპ-რეივისა და ელექტრონული ჯგუფის - „Die Antwoord“-ის სოლისტ-ვოკალისტი. რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, 2003 წელს მსახიობი პირველად, კოორპორაციულ მხატვრულ მუსიკალურ ჯგუფში Constructus და 2007 წელს MaxNormal.tv-ში გამოჩნდა. ეს გახლდათ პირველი პროექტი, რომელმაც კონცეპტუალური ალბომი შექმნა გრაფიკული რომანის სახით, ბოლო კი - სამხრეთ აფრიკის „კოორპორაციული“ hip-hop ჯგუფი იყო, რომელშიც იოლანდამ მაქს ნორმალის პირადი დამხმარის როლი შეასრულა. ის ასევე, არტ-ვიდეოში მათ რამდენიმე მუსიკალურ ნაშრომშიც მონაწილეობდა.

რაც შეეხება, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის, რეპ-რეივისა და ელექტრონული მუსიკის ჯგუფს „Die Antwoord“-ს, ის სულ სამი წევრისგან შედგება: ნინძა (Watkin Tudor Jones), იოლანდა ფისერი (Anri du Toit ) და DJ Hi-Tek (Justin de Nobrega). ჯგუფი დამოუკიდებლად განსაზღვრავს რამდენიმე კულტურის ერთმანეთში შერწყმას და ამით საკუთარ განსხვავებულ სტილს ე.წ. "Zef " მუსიკას ქმნის. "Zef " თვითნაბადი აფრიკანული ჟარგონული ტერმინია, რაც „თეთრ ნაგავს“ ნიშნავს და რომელსაც თავისუფლად გადავყავართ სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი მუშათა კლასის კულტურაში, რომლის შემადგენლობაშიც განსაკუთრებულად Cape Town-ში მცხოვრებნი შედიან. მათი სიმღერები სრულდება აფრიკული და ინგლისური ენების ნაზავით. იოლანდი ფისერი ლექსებსაც თავად წერს და სიმღერებსაც თავად ასრულებს. ჯგუფის სადებიუტო ალბომი $ O $, თავიანთ ოფიციალური საიტიდან ხელმისაწვდომი იყო უფასო ჩამოტვირთვისთვის. 2009 წლის მიწურულს, სამხრეთ- აფრიკელმა ოპერატორმა Rob Malpage, თანადირექტორ Ninja, თანაპროდიუსერ (with Zef Films and Die Antwoord) ერთად ჯგუფის სინგლის "Enter the Ninja" მიხედვით, კლიპი გადაიღო, რომელიც 9 თვის მანძილზე Die Antwoord-ის ოფიციალურ საიტზე იდო და მილიონობითი მნახველი ჰყავდა.

იოლანდი ფისერი მიწვიეს: Nirvana, PJ Harvey, Nine Inch Nails, Cypress Hill, Eminem, Marilyn Manson and Aphex Twin as musical influe. 
იოლანდის სამსახიობო კარიერა 2010 წლიდან იწყება, როცა მან სადებიუტო როლი შეასრულა რეჟისორ Harmony Korine ფილმში „Umshini Wam“, ხოლო, 2015 წელს მისი თანამემამულის, ნილ ბლომკამპის გახმაურებულ ფილმში „Chappie“ ითამაშა ჩაპის დედიკოს როლი.

პ ი რ ა დ ი: იოლანდი ფისერი, იგივე ანრი დიუ ტუა პორტ-ალფერდში, Eastern Cape, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაბადა. მას ქალიშვილი ჰყავს, რომელიც 16 წლისაა. გოგონას ჯონსი, Sixteen Jones ჰქვია. ის 2006 წელს დაიბადა და მსახიობს ნინძასგან, თავისი მუსიკალური პარტნიორისგან, Watkin Tudor Jones -გან შეეძინა.

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2010 - Umshini Wam 
2015 - Chappie - დედიკოს როლი 

დ ი ს კ ო გ რ ა ფ ი ა:
2003 - With The Constructus Corporation „The Ziggurat“
2007 - With MaxNormal.TV „Rap Made Easy“ 
2008 - With MaxNormal.TV „Good Morning South Africa“ 
2009 - With Die Antwoord „$O$“
2010 - With Die Antwoord „5“ 
2010 - With Die Antwoord „$O$ (rerelease)“ 
2012 - With Die Antwoord „TEN$ION“ 
2014 - With Die Antwoord „Donker Mag“ 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.