დამატება

კატია ვინტერი / Katia Winter

07.01.2017 - 21:45
ბიოგაფია: კატია ვინტერი / Katia Winter

დაბადების სახელი:   კატია ვინტერი        
დაბადების თარიღი: 13 ოქტომბერი, 1983 წელი
დაბადების ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი 
პროფესია: მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, მემონტაჟე
კარიერა: 2003 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 172 სმ,

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: შვედი მსახიობი, კატია ვინტერი მეტნაკლებად ცნობილია კატრენ კრეინის როლით სატელევიზიო სერიალიდან Sleepy Hollow - "მთვლემარე ხეობა". გოგონა 1983 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა სტოკჰოლმში, შვედეთში. მსახიობი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ კი, რაც ლონდონდონში სამსახიობო დაოსტატების სრული კურსი გაიარა, მაშინვე თავისუფლების ქვეყნისკენ, აშშ-სკენ აიღო გეზი. 
კატიამ ჩასვლისთანავე აიღო მინას როლი ფილმში -  Arena - "არენა". ეს მოხდა 2011 წელს. 

კატია პირველად 2009 წელს გამოჩნდა ბრიტანულ ტელესერიალსა და ფილმებში. მატგან გამორჩეული სურათები იყო: "ბინძური საწოლი" და "ყველგან და არსად".

2012 წელს მსახიობი სერიალ "დექსტერის" / Dexter - სამსახიობო დასს შეუერთდა და უკრაინელი სტრიპტიზიორის, ნადიას როლი შეასრულა, რომელიც მაიამის კლუბში მუშაობს. სულ მან ამ სერიალის 9 ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა.

2013 წელს კატიას გაუმართლა და მუდმივი როლი მიიღო გახმაურებულ ტელესერიალში "მთვლემარე ხეობა", რომელშიც ის კატრინ კრეინის ასრულებს.

2015 წელს კატიამ წარმატებით ითამაშა ფილმში "თასების რაინდი" და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 2016 წელს მსახიობი რამდენიმე ფილმში გადაიღეს. რომელთაგან გამორჩეულია ფილმი: "ნეგატივი", სადაც ნატალის როლს ასრულებს და "1066" აქ, მსახიობი ედიტ შვანიკის როლში გვევლინება.

პ ი რ ა დ ი: 2013 წელს მსახიობი ცოლად გაჰყვა ჯესი გლიკს და როცა ის მობეზრდა, გასულ წელს განცხადება შეიტანა გაყრასთან დაკავშირებით. კატია ამჟამად, მსახიობი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 
2005 - Stockholm Boogie    
2005 - Storm    
2007 - Night Junkies
2007 - he Seer    
2009 - Unmade Beds    
2009 - Malice in Wonderland    
2010 - The Symmetry of Love    Angie    
2010 - Anaphylaxis    
2011 - Everywhere and Nowhere    
2011 - Arena
2012 - Love Sick Love    
2013 - Fedz
2013 - Banshee Chapter    
2013 - Stranger Within    
2014 - Luna    
2015 - Knight of Cups    
2016 - Negative    Natalie    
2016 - L.V.J.    
2016 - "1066"

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2005 - Dubplate Drama    
2009 - Lewis    
2012 - NCIS  
(საზღვაო პოლიცია)
2012 - Dexter    
2013 - Tragedy on a Country Churchyard    Barbara    
2013 - 2015 - Sleepy Hollow    

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.