ბიოგრაფია

კოსიმა კოპოლა / Cosima Coppola (ბიოგრაფია)

23.02.2017 სხვა ქვეყნების მსახიობები 986 0 5.0

Загрузка...

დაბადების სახელი:   კოსიმა კოპოლა          
დაბადების თარიღი: 17 ოქტომბერი, 1983 წელი
დაბადების ადგილი: ფრაგანიანო-ტარანტო, იტალია
პროფესია: მსახიობი, ბალერინა, ფოტომოდელი
კარიერა: 2006 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 170 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  კოსიმა იტალიის პატარა ქალაქში, ფრაგანიანოში დაიბადა. ბავშვობიდანვე საბალეტო სკოლაში დადიოდა. 18 წლის ასაკიდან საცხოვრებლად რომში გადავიდა და კომპანია Margherita Il Bagaglino - ს სალონში ცეკვავდა რეჟისორ ფრანჩესკო რინგიტორეს ხელმძღვანელობით. ეს შოუ, იტალიის ტელევიზიის მე-5 არხზე გადიოდა 2003 წელს.

იმავე წელს, გოგონა რეჟისორ რაფაელე მერტესის მოთხოვნით, ტელეარხმა მცირე როლზე მიიწვია სერიალში "კარაბინერები 4". 2006 წელს კი - რეჟისორმა სალვატორე სამპერიმ მთავარი, "მელინას" - ჯანკარლო ჯანინის ქალიშვილის  როლი შესთავაზა სატელევიზიო მინი-სერიალში "ღირსება და პატივისცემა".

2007 წელს ის გადაიღეს  Parioli თეატრის მიერ გაკეთებულ შოუ-პროექტში "მე ვერ ვიტან ჭითელ ანტონიო ჯულიანის". იმავე წელს, გოგონამ ელვირა კონტეს როლი შეასრულა მინი-სერიალში "მტყუანი ქალი". 2008 წელს რეჟისორ მონიკა ვულოს სატელევიზიო პროექტში გამოჩნდა, სადაც მეძავი ქალის როლი ითამაშა.  2009 წელს მეხუთე არხმა, მინი-სერიალში "შევარდენი და მტრედი" მიიწვია. აქ, მან კეთილშობილი ქალბატონის, ელენა კამპრირეალი განასახიერა. 2010 წელს ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ პიტერ ანდრიკიდის ფილმი Wog Boy 2, სადაც კოსიმა მის იტალია ენზას როლი ითამაშა.

2011 წელს მსახიობი გაბრიელ გარკოსთან ერთად ნარკომანი პოლიციელი ქალის, ანგელა კარელის როლს თამაშობს მე-5 არხის პროექტში.

2014 წელს კოსიმა კოპოლა, ისევ შეუერთდა გაბრიელ გარკოს გახმაურებულ პროექტში - "იმედის ქარი".

ვაჟა ჩომახიძე.



 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი  და  ფ ი ლ მ ე ბ ი: 

Un posto al sole, registi vari - Soap opera - Rai Tre
Empire, registi vari - Miniserie TV - ABC (2005)
Carabinieri 4, regia di Raffaele Mertes - Serie TV - Canale 5 (2005)
L'onore e il rispetto, regia di Salvatore Samperi - Miniserie TV - Canale 5 (2006-2012) - Ruolo: Melina
Donne sbagliate, regia di Monica Vullo - Miniserie TV - Canale 5 (2007) - Ruolo: Elvira Conte
Io ti assolvo, regia di Monica Vullo - Film TV - Canale 5 (2008) - Ruolo: Matilde e Carla Visciano
Il sangue e la rosa, regia di Salvatore Samperi, Luigi Parisi e Luciano Odorisio - Miniserie TV - Canale 5 (2008) - Ruolo: Adelasia
Il falco e la colomba, regia di Giorgio Serafini - Miniserie TV - Canale 5 (2009) - Ruolo: Elena
Viso d'angelo, regia di Eros Puglielli (2011)
Rodolfo Valentino - La leggenda, regia di Alessio Inturri (2014) - Ruolo: Betty
Furore - Il vento della speranza, regia di Alessio Inturri - Serie TV - Canale 5 (2014-in corso) - Ruolo: Concetta

 

კოსიმა, ბიოგრაფია, Cosima, Coppola, კოპოლა
სულ კომენტარი: 0
avatar