დამატება

ლაურა კეოსაიანი / Лаура Кеосаян

04.05.2016 - 16:00
ბიოგაფია: ლაურა კეოსაიანი / Лаура Кеосаян

დაბადების სახელი: ლაურა კეოსანიანი

დაბადების თარიღი: 1982 წლის 8 თებერვალი

დაბადების ადგილი: მოსკოვი, რუსეთი

პროფესია: თეატრისა და კინოს მსახიობი

კარიერა: 2004 წლიდან

ზოდიაქო: მერწყული

სიმაღლე: 172 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სომხური წარმომავლობის რუსეთის მსახიობი, ლაურა კეოასიანი - ქართველი მაყურებლისთვის, სახალხო მკურნალ ჯუნა დავითაშვილის როლის შესრულებითა ცნობილი რუსული სერიალიდან „ჯუნა“ (Джуна).

მსახიობის ოჯახში ყველა დარწმუნებული და იმის მოლოდინში იყო, რომ მალე ვაჟი დაიბადებოდა, მაგრამ გოგონა იშვა, რამაც თავზარი დასცა ოჯახის წევრებს. გოგონა ცოტა რომ წამოიზარდა, ყველაზე მეტად მისი დაბადებით გაოგნებულ რეჟისორ ბაბუა ედმონდს შეუყვარდა. ახალშობილს ლაურა დაარქვეს. ეს ბებიის გადაწყვეტილებით მოხდა. ბაბუა გოგონასთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა. გოგონა საკმაოდ წყნარ და დამჯერე ბავშვად აღიზარდა.

ლაურა პატარაობიდანვე, გადწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას მიეჩვია, რაშიც მას ოჯახური ტრადიციები უწყობდა ხელს. პირველი როლი მას ბაბუამ ათამაშა თავის ფილმში „ამაღლება“. ოჯახში, ბაბუასთან ხშირად დადიოდა ტარკოვსკი, რომელსაც რეჟისორი გენიოსად თვლიდა და მსახიობი ჯიგარხანიანი. გოგონა რუსეთის ცნობილ ხელოვანთა გარემოცვაში აღიზარდა, რამაც გარკვეული გავლენა მოახდინა მის პროფესიულ ჩამოყალიბებაზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ლაურა საკუთარი თავის დამკვიდრებას შეუდგა და აღმოაჩინა, რომ მას მსახიობობა არ სურდა და МГИМО-ის ეკონომიკურ ფაკულტეტზე შევიდა. ამ ამბავმა ყველა გაახარა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მიღებული პროფესიის წყალობით, მსახიობს მომავალში სტაბილური შემოსავალი ექნებოდა. მაგრამ მალე ყველაფერი აირია, რადგან ლაურა ვერ შეეწყო ციფრებს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ფიქრობდა მსახიობობაზე. მან გადაწყვიტა, რომ ბედი ეცადა და გამოცდები ხელოვნების რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩაებარებინა. ლაურამ ეკონომისტის დიპლომი აიღო და 22 წლის ასაკში შჩუკინსკის ხელოვნების ინსტიტუტს მიაშურა. რის გამოც, მამა გარკვეული პერიოდი ხმას არ ცემდა.

მაგრამ მალე, მამის მხარდაჭერით ის სტუდენტობაშივე კინოში გადაიღეს. სამსახიობო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მსახიობმა რამდენიმე სპექტაკლში წარმატებით ითამაშა.

კინოში პოპულარული, იგი რამდენიმე ფილმში როლების შესრულებით გახდა. მათგან აღსანიშნავი იყო: ფილმი „გოგონა“და სერიალი „დანისპირზე სიყვარული“.

განსაკუთრებით ნაყოფიერი, მსახიობისთვის 2010 წელი აღმოჩნდა, როდესაც მას ერთდროულად რამდენიმე ფილმსა და სერიალში იღებდნენ. ამ პერიოდის ნამუშევრებს განეკუთვნება: „ერთადერთი მამაკაცი“, „საიდუმლო ხვალის ბედი“, „რწმენა, იმედი და სიყვარული“, „მოსკოვი. ცენტრალური წრე - 3“, ხოლო, 2012 წელს გადაღებულმა სერიალმა - „სლიფოსოვსკები“, მაყურებელთა სრული აღიარება მოუტანა. პარალელურად, მსახიობი მუშაობას განაგრძობდა ვახტანგოვისა და სხვა თეატრებში.

ასევე ნაყოფიერი იყო მისთვის 2014 წელი, როდესაც ის ორ სერიალში გადაიღეს.

განსაკუთრებული აღმოჩნდა 2015 წელი, როდესაც მსახიობს სახალხო მკურნალის, ჯუნა დავითაშვილის შესახებ დაწერილ პროექტში, ჯუნას როლი შესთავაზეს, რასაც მან არაჩვეულებრივი ნჭის წყალობით, ბრწყინვალედ გაართვა თავი და ასირიელი წარმომავლობის ქალბატონის იდუმალებით მოსილი პიროვნული ხასიათები და რთული ცხოვრების გზა, ჩინებულად წარმოაჩინა მაყურებლის წინაშე.

იმავე წელს, ლაურა ახალ მხატვრულ ფილმში „მთავარი“ (Главный) გადაიღეს.

პ ი რ ა დ ი: მსახიობის თქმით, მისთვის ბედნიერების წყაროს ოჯახი წარმოადგენს. თავისი ქალიშვილის კრისტინას ნათლობაზე მან თავისი მრავალრიცხოვანი სანათესაო და მეგობართა წრე შეკრიბა. მისი მეუღლეა მსახიობი ივან რუდაკოვი, რომელიც მას პარტნიორობას უწევდა ფილმში „ბოშა ქალის გამოსვლა“ (Цыганочка с выходом).

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2015 - Главный

2013 - Шагал – Малевич

2008 - Девочка

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2015 - Джуна

2014 - Манекенщица

2014 - Море. Горы. Керамзит

2012 - Собачья работа

2012 - Склифосовский

2010 - Единственный мужчина

2010 - Вера. Надежда. Любовь

2010- Варенька: И в горе, и в радости

2010 - Судьбы загадочное завтра

2008 - Не отрекаются любя

2008 - Цыганочка с выходом

2007 - Любовь на острие ножа

2006 - Три полуграции

2006 - Рекламная пауза

2005 - Любовница

2004 - Ландыш серебристый 2

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.