ბიოგრაფია

ლენა ჰედი / Lena Headey ბიოგრაფია

16.05.2016 სხვა ქვეყნების მსახიობები 814 0 0.0

Загрузка...

 

დაბადების სახელი: ლენა ჰედი / Lena Headey

დაბადების თარიღი: 1973 წლის 3 ოქტომბერი

დაბადების ადგილი: ჰამილთონი, ბერმუდის კუნძულები

მოქალაქეობა: დიდი ბრიტანეთი

პროფესია: მსახიობი

კარიერა: 1992 წლიდან - დღემდე

ბიოგრაფია: ლენას დაბადებამდე, მამამისი - იორკშის პოლიციის აკადემიის ოფიცერი, ბერმუდის კუნძულებზე მიავლინეს, სადაც 1973 წლის 3 ოქტომბერს გოგონა დაიბადა. ის იქ 5 წლამდე იზრდებოდა, შემდეგ იურკშში, გადავიდა, სადაც 17 წლამდე დაჰყო. ლენა, სანამ მსახიობი გახდებოდა, არასოდეს დაინტერესებულა კინოში და თეატრში მუშაობით, არ მონაწილეობდა დრამის წრეებში. მას სურდა სტილისტი გამხდარიყო.

17 წლის ასაკში მისი ყურადღება მიიპყრო ქასტინგის აგენტმა. მან გოგონას ფოტო წაიღო და სინჯებიც დაიწყო. საბოლოოდ, ის სტეფან ჯილენჰალის ფილმის «წყალთან » გადაღებებში მიიწვიეს. ამ დებიუტით მან აღიარება მოიპოვა. ფილმის გადაღებისას, ის ცხენოსნობასა და კრივს დაეუფლა. ამის შემდეგ, ლენას სხვადასხვა ქვეყნებიც იწვევენ გადაღებებზე: ინდოეთში ფილმში «ჯუნგლების წიგნი», პეტერბურგში ფილმში «ონეგინი», ნორვეგიაში ფილმში «აბერდინი». 4 თვე პრაღაში გაატარა, სადაც «ძმები გრიმები» გადაიღეს. 2005 წელს რუმინეთსა და მექსიკაში იღებდნენ. 2006 წელს, ანას კანადაში იწვევენ ბოევიკური ჟანრის ფილმში «მსროლელი». ამის შემდეგ, ის გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ფილმი «წითელ ბარონი» გადაიღეს. 2011 - 2014 წლებში ითამაშა სერიალში «სამეფო ტახტის თამაშები» Game of Thrones, სერსეია ლამისტერის როლი.

თავისუფალ დროს, ლენა ლონდონში კრივის გაკვეთილებს ატარებს. ის ვეგეტერიანელია და ხანდახან იოგათი ვარჯიშობს. 1994 წელს, ფილმის «ჯუნგლების წიგნი» გადაღებისას, მან მსახიობი ჯეისონ ფლემინგი გაიცნო და მასთან 9 წელი რომანი ჰქონდა. ლენამ ტაიტურ ენაზე, ტატუც კი გაიკეთა ხელზე, წარწერით - «Jason». მხატვრული ფილმის «წარმოგვიდგინე ერთად» გადაღებისას, ლენა მსახიობ ქალ პაიპერ პერაბოს დაუმეგობრდა. 2007 წელს ის ცოლად გაჰყვა პიტერ პოლ ლოუგრენს. 2010 წელს შეეძინა ვაჟი უაილ ელიოტი. ლენა 2011 წელს ქმარს გაეყარა, ხოლო, 2012 წელს განქორწინბაზე შეიტანა განცხადება.

მიღებული აქვს ჯილდოები: «სატურნი», «ოქროს ნიმფა», «ემმი» საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის, საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, დრამატულ სერიალებში, როგორც საუკეთესო შემსრულებელი, როგორც ფანტასტიური ფილმების საუკეთესო მსახიობი, როგორც საუკეთესო ტელემსახიობი, როგორც სათავგადასავლო ფილმების საუკეთესო მსახიობი.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:

1993 - Screen Two

1993 - The Remains of the Day

1993 - Century

1994 - The Jungle Book

1995 - Devil's Advocate

1996 - Ballykissangel

1997 - Gold

1996—1997 - Band of Gold т

1998 - Merlin

1999 - Onegin

2000 - Aberdeen

2001 - The Parole Officer

2002- The Gathering Storm

2001 - Anazapta

2002 - Possession

2003 - No Verbal Response

2004 - The Long Firm

2005 - The Brothers Grimm

2005 - Imagine Me & You

2006 - Ultra

2006 - Vacancy

2007 - St. Trinian's

2008 - The Red Baron

2009 - Laid to Rest

2008—2009 - Terminator: The Sarah Connor Chronicles

2009 - Tell-Tale

2010 - Pete Smalls Is Dead

2011 - White Collar

2012 - 3D Dredd

2012 - Dishonored

2013 - The Mortal Instruments: City of Bones

2014 - Low Down

2014 - Zipper

2015 - Reds and Grays

ბიოგრაფია, Headey, lena, ჰედი, ლენა
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...