დაბადების სახელი: ლენი ჯეიმსი
დაბადების თარიღი: 11 ოქტომბერი, 1965
დაბადების ადგილი: ნიტინგემი
პროფესია: მსახიობი, სცენარისტი, დრამატურგი
კარიერა: 1988 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 178 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მსახიობი ნიგერიიდან, ნიგერიელი ემიგრანტების ოჯახიდანაა წარმოშობით. იგი ნიტინგემში, ნიტინგემშირში დაიბადა 1965 წელს. ბიჭმა სწავლა ბევინ კოლეჯში დაიწყო. მსახიობს დედა, მერი ფილიპს ჯეიმსი - 10 წლის ასაკში გარდაეცვალა. ამ ფაქტმა მასზე მძიმედ იმოქმედა. იმის მაცვლად, რომ ის და მისი უფროსი ძმა, კესტერი აშშ-ში თავის ნათესავთან გაეშვათ საცხოვრებლად, რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ბავშვთა სახლში იმყოფებოდნენ.
16 წლის ასაკში მსახიობი შვილობილად აიყვანა სოციალური მუშაკის ოჯახმა, რომელიც იმავე ბავშვთა სახლში მუშაობდა. ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა. ლენიმ აქ სულ 8 წელი დაჰყო. ამ ოჯახთან დაკავშირებით, მსახიობს ძალიან თბილი მოგონებები აქვს.
ერთი წლის შემდეგ, მან თავისი პირველი პიესა დაწერა. ლენის რეგბის პროფესიონალი მოთამასე სურდა გამოსულიყო. მუსიკისა და თეატრის Guildhall სკოლაში სწავლის დროს, რომელიც მან 1988 წელს დაამთავრა, მსახიობი მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ კონცერტებსა და დადგმებში.
ჯეიმსი 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. მათ შორის აღსანიშნავია: Les Misérables (1998, Snatch (2000), 24 Hour Party People (2002), Sahara (2005), Outlaw (2007), Colombiana (2011) და Lockout (2012).
ტელევიზიაში მსახიობი 2003 წლიდან გამოჩნდა ციხის ცხოვრებაზე გადაღებულ დრამაში "Buried". 2006 წელს BBC მიერ გადაღებულ ტერორისტულ დრამაში "The State Within" და დრამაში "Spooks" (2002–2011). სევე მიწვეული იყო სხვადასხვა როლებზე AMC, ITV З - სა და HBO სატელევიზიო პროექტებში.
პ ი რ ა დ ი: ჯეიმსი, ამჟამად კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს თავის დიდი ხნის მეწყვილესთან, ჯიზელ გლასმანთან ერთად. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ, რომი 1990 წელს დაბადებული და ტყუპები: სელინი და გრუზი. ისინი 1994 წელს დაიბადნენ. ტყუპები პლუსის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მსახიობი თავისი ოჯახის მთავარი მზარეულია და კარიბიული სამზარეულოს მოყვარული გახლავთ. ლენი საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" თავგამოდებული გულშემატკივარია.
ვაჟა ჩომახიძე
ფ ი ლ მ ე ბ ი:
1995 - Fathers
1997 - The Perfect Blue
1998 - Lost in Space
1998 - Les Misérables
1998 - Among Giants
1999 - Elephant Juice
2000 - The Announcement
2000 - The Miracle Maker
2000 - Snatch Sol
2001 - Lucky Break Rudy "Rud" Guscott
2001 - The Martins
2002 - 24 Hour Party People
2003 - Without You
2004 - Frances Tuesday
2005 - Sahara
2007 - Outlaw
2010 - Mob Rules
2010 - The Next Three Days
2011 - Colombiana
2012 - Lockout
2014 - Swelter Bishop
2014 - Get on Up
2017 - Blade Runner 2049
ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
1988 - Screenplay
1990 - The Bill
1991 - The Orchid House
1992 - Civvies
1993 - Comics Delroy Smith
1994 - A Touch of Frost
1994 - Love Hurts
1995 – 1996 - Out of the Blue
1998 - Cold Feet
1998 - Undercover Heart
1999 - Shockers: Deja Vu
2000 - Storm Damage
2003 - Buried
2004 - Family Business
2004 - Stealing Lives
2005 - ShakespeaRe-Told
2005 - Born with Two Mothers
2006 – 2008 - Jericho
2006 - Spooks
2006 - The State Within
2006 - The Family Man
2008 - Fallout
2009 Lie to Me
2009 - Three Rivers
2009 - The Prisoner
2009 - U.S. Attorney
2010 - Human Target
2010 – 2011 - Hung
2010 – The Walking Dead
2012 - Line of Duty DCI
2013 - Low Winter Sun
2013 - Run Richard
2015 - Critical