დამატება

ლესლი ენ-ბრანდტი / Lesley-Ann Brandt

28.04.2016 - 11:17
ბიოგაფია: ლესლი ენ-ბრანდტი / Lesley-Ann Brandt

დაბადების სახელი: ლესლი-ენ ბრანდტი

დაბადების თარიღი: 2 დეკემბერი, 1981 წელი

დაბადების ადგილი: კეპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

პროფესია: მსახიობი, მოდელი

კარიერა: 2007 წლიდან

ზოდიაქო: მშვილდოსანი

სიმაღლე: 170 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ლესლი კეპტაუნში დაიბად. 1999 წელს მისი ოჯახი ახალ ზელანდიაში, ოკლენდში გადავიდა საცხოვრებლად. აქ მან მუშაობა დაიწყო დასაქმების სააგენტოს კონსულტანტად. ასევე, მცირე ხნით მოდელობასაც მიჰყო ხელი.

2007 წელს იგი დებიუტს გადიოდა ახალი ზელანდიის «შოტლანდ- სტრიტ»-ის საპნის ოპერაში და საკუთარი კარიერის შენება სოლო მომღერლობით დაიწყო. შემდეგ კი - ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა კომედიურ ჰიტ-სერიალში „დიპლომატიური იმუნიტეტი.“ ასევე იღებდნენ მუსიკალურ კლიპებსა და სარეკლამო რგოლებში.

მსახიობი ფართო მაყურებლისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, მონა ქალი ნევის როლით სერიალიდან „სპარტაკი: სისხლი და ქვიშა“. და ამ სერიალის გაგრძელებიდან - „სპარტაკი: არენის ღმერთები.“

მიღწეული წარმატებების შემდეგ, 2011 წელს - ბრანდტი ლოს ანჯელსში გადავიდა საცხოვრებლად, რომ მსახიობის კარიერა აშშ-ში გაეგრძელებინა. აქ ლესლი მალე გამოჩნდა ისეთ სერიალებში, როგორიცაა: „ლეგენდა მაძიებელზე“, „დანაშაულის ადგილი: ნიუ-იორკი“ და „ჩაკი“.

რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმში გადაღების შემდეგ, გოგონა სერიალში „თავისუფალი ქალბატონები“ მოგვევლინა. მოგვიანებით, მან ერთ-ერთი წამყვანი როლი მიიღო პოსტ-აპოკალიფსურ ფილმში „აპოკალიფსი ზომბი“, სადაც მთავარი პერსონაჟი - კეისი - ითამაშა.

2012 წელს გოგონა ზედიზედ ორ მხატვრულ ფილმში“დრიფტი“ და „დიუკი“გადაიღეს, სადაც ასევე მთავარი როლები შეასრულა.

2014 წელს კი - ლესლი 4 სერიალში გადაიღეს ზედიზედ. ეს უკვე მისი, როგორც პროფესიონალ მსახიობად აღიარება იყო!

2016 წელს კი - გოგონა სერიალში - „ლუციფერი“ - გამოჩნდა მეიზის როლით.“

პ ი რ ა დ ი: ლესლის იმცროსი ძმა ჰყავს. მსახიობი ამჟამად, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ყვითელ პრესას მის შესახებ საჭორაო მასალა ჯერჯერობით, არ მოეპოვება!

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2010 - The Hopes & Dreams of Gazza Snell

2011 - InSight

2011 - Zombie Apocalypse

2012 - A Beautiful Soul

2013 - Drift

2013 - Duke

2014 - Killing Winston Jones

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2007 - Shortland Street

2009 - Diplomatic Immunity

2010 - Spartacus: Blood and Sand

2010 - Legend of the Seeker

2010 - This Is Not My Life

2011 - Chuck

2011 - Spartacus: Gods of the Arena

2011 - CSI: NY

2011 - Memphis Beat

2014 - Being Mary Jane

2014 - Single Ladies

2014 - Killer Women

2014 - The Lottery

2014 - Gotham

2014 - 2015 - The Librarians

2016 - Lucifer

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.