დამატება

მაიტე პერონი / Maite Perroni ბიოგრაფია

17.09.2016 - 11:40
ბიოგაფია: მაიტე პერონი / Maite Perroni ბიოგრაფია

დაბადების სახელი: მაიტე პერონი ბეორლეგი
დაბადების თარიღი: 1983 წლის 9 მარტი
დაბადების ადგილი: მეხიკოში, მექსიკა
პროფესია: მსახიობი , მომღერალი
კარიერა: 2004 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 163 სმ.

ბიოგრაფია: მაიტე პერონი დაიბადა 1983 წლის 9 მარტს მექსიკაში, ხავიერ პერონისა და მაიტე ბეორლეგის ოჯახში. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს, ადოლფო და ფრანცისკო. მაიტე ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი გვადალახარაში გადასახლდა. აქ აღიზარდა გოგონა. როცა მაიტეს 12 წელი შესრულდა, ოჯახი კვლავ მექსიკაში დაბრუნდა საცხოვრებლად. 

მაიტემ კარიერის კეთება ტელევიზიაში დაიწყო, როცა 2004-2006 წლებში ახალგაზრდულ სატელევიზიო სერიალში ""გვადალუპე" - ლუპიტას როლი შეასრულა, რამაც მას   მსოფლიოს მასშტაბით დიდი აღიარება მოუტანა. ამ წარმატების შემდეგ მან მთავარი როლები შეასრულა სერიალებში: "უფრთხილდი ანგელოზს" (2008), "ჩემი ცოდვა" (2009), "სიყვარულის ტრიუმფი" (2010-2011) და "კატა"  (2014). 

შემდეგ მაიტემა მონაწილეობა მიიღო სერიალში ”ჯობია მოკვდე, ვიდრე ლიჩიტას მსგავსი ვიყო (2015) და "სუპერ მამა” (2017), რისთვისაც მან როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა TVyNovelas პრემია მიიღო. მაიტემ ასევე გადაიღეს კომედიაში "საკვანძო თამაში" (2019) და თრილერში "ბნელი სურვილი" (2020).

რაც შეეხება გოგონას მუსიკალურ კარიერას, იგი (როგორც მისი სასმსახიობო კარიერა) ტელესერიალში "გვადალუპე" დაიწყო, რომლისთვისაც ჯგუფი RBD შეიქმნა (2004-2009). ჯგუფმა  65 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა და უამრავი ჯილდო და ნომინაცია მიიღო, მათ შორის ორი გრემის ნომინაცია. მაიტეს სადებიუტო სოლო ალბომი სახელწოდებით "მთვარის დაბნელება" (2013) მეორე ადგილზე გავიდა Billboard Latin Pop Albums, რეიტინგში, ხოლო, სინგლი Tu y Yo, ლათინური პოპ სიმღერების ოცეულში მოხვდა.

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, იგი 2013 წლიდან ჩილელ მუსიკოსს,პროდიუსერსა და ავტო-შემსრულებელ კოკო სტამბუკს ხვდება. 

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:

2004 წელს — "გვადალუპე" - ლუპიტას როლი 
2007 წელს — სერიალი "ოჯახი" - მაიას როლი 
2008 წელს — "მკვლელი ქალები" - ესტელას როლი 
2008 წელს — ტელესერიალი "ფრთხილად ანგელოზთან" - მარიჩუის როლი 
2009 წელს — "ჩემი ცოდვა" - ლუკრესია კორდობა პედრაზას როლი 
2010 წელს — "სიყვარულის ტრიუმფი" - მარია დესამპარატეს როლი 
2012 წელს — "ცის ნაგლეჯი" - რენეტას როლი

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.