დამატება

მანუელა არკური / Manuela Arcuri

30.06.2016 - 17:21
ბიოგაფია: მანუელა არკური / Manuela Arcuri

დაბადების სახელი: მანუელა აკური
დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 იანვარი
დაბადების ადგილი: ანანი, იტალია
პროფესია: ფოტომოდელი, მსახიობი
კარიერა: 1995 წლიდან 
ზოდიაქო: თხის რქა

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მანუელა 1977 წელს დაიბადა ანანში და ლატინში გაიზარდა. მამამისი წარმოშობით კროტონეს პროვინციიდან, კალაბრიდანაა, დედა კი - ქალაქ აველინოდან, კამპანიდანაა. 14 წლის ასაკში გოგონა პროფესიონალი მოდელი გახდა. მონაწილეობას იღებდა ფოტოსესიებში, მოდის ჩვენებებსა და სილამაზის კონკურსებში. მსახიობი რომის დრამატული ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა. მისი სამსახიობო კარიერა რეჟისორ ლეონარდო პერაჩიონის კომედიურ ფილმში „ლაურეატები“, პატარა როლის შესრულებით დაიწყო.

1990-იან წლებში ზედიზედ რამდენიმე კომედიურ ფილმში გადაიღეს, სადაც მანუელა მეორე ხარისხოვან როლებს ასრულებდა. აქ ყურადღება მის ფიზიკურ გარეგნობაზე იყო გადატანილი. ფილმებში გადაღების პარალელურად ის სამოდელო სამსახურსაც განაგრძობდა და მონაწილეობდა ფოტოსესიების გადაღებებში და ქვედა საცვლების რეკლამირებაშიც. მსახიობი რეჟისორებში ძირითადად აღიქმებოდა, როგორც ეფექტური ლამაზმანი, რომელსაც კარგად შესწევდა ფილმებში მამაკაცთა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს რეჟისორ ჯორჯია პანარიელოს კომედიური ფილმი - „ბაგნომარია“.

1990-იანი წლების დასასრულსა და 2000 წლის დასაწყისში მანუელა რამდენიმე ესპანურ ფილმში, კრიმინალურ დრამაში გადაიღეს: „შაჰერეზადის ძიებაში“, „სიყვარულის სიგიჟე“ და თრილერში „ეშმაკის საქმე“. მსახიობის სამოდელო კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა 2001 წელა ჟურნალისთვის „პანორამა“ გაკეთებული ეროტიული ფოტოსესია, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა კონრად გოდლიმ სიცილიური პეიზაჟის ფონზე ჩაატარა. 2000 წლის დასაწყისიდან არკური ფაქტობრივად ჩამოშორდა კინოს და ძირითადად სატელევიზიო პროექტებში მუშაობდა. ფართო აღიარება მსახიობს მოუტანა ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებამ პოპულარულ იტალიურ ტელესერიალში „კარაბინერები“. ამ სერიალში მსახიობი რამდენიმე წლის მანძილზე იტალიელი პოლიციელის - პაულა ვიტალის როლს ასრულებდა.

პ ი რ ა დ ი: მანუელა არკურზე ამბობენ, რომ ცნობილ ფეხბურთელებთან: ფრანჩესკო ტოტისა და ფრანჩესკო კოკოსთან, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონთან ფარიკაობაში - ალდო მონტანოსთან ჰქონდა რომანიო. 2010 წელს მანუელა არკური, ჯოვანი დი ჯანფრანჩესკოზე დაინიშნა. 2013 წლის ოქტომბერში წყვილმა განაცხადა, რომ ბავშვს ელოდებიან. 2014 წლის 8 მაისს მანუელას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მატია დაარქვეს. მანუელას უფროსი ძმა, სერჟიო არკურიც მსახიობია. ის დასთან ერთად, ოთხ ტელესერიალშია გადაღებული.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
1995 — L’ultimo concerto
1995 — I laureati
1995 — I buchi neri
1995 — Viaggi di nozze 
1996 — Gratta e vinci
1996 — Uomini senza donne
1996 — A spasso nel tempo
1997 — Cuori perduti
1997 — Bagnomaria
1999 — Voglio stare sotto al letto
2000 — Teste di cocco
2000 — A ruota libera
2001 — Juana la Loca 
2003 — Cosa de brujas

ტელე-ფილმები და ტელე-სერიალები:
1997 — Disokkupati 
1999 — Anni '60
2002—2003 — Carabinieri 
2004 — Con le unghie e con i denti (ტელეფილმი)
2004 — Madame (ტელეფილმი)
2005 — Imperia, la grande cortigiana (ტელეფილმი)
2005 — Carabinieri — Sotto copertura (ტელეფილმი)
2005 — Regina dei fiori (ტელეფილმი)
2006 — L’onore e il rispetto 
2007 — Donne sbagliate (ტელეფილმი)
2008 — Io non dimentico (ტელეფილმი)
2008 — Mogli a pezzi 
2009 — So che ritornerai (ტელეფილმი)
2010 — Caterina e le sue figlie 3 
2010 — Il peccato e la vergogna 
2011 — Sangue caldo 
2013 — Pupetta — Il coraggio e la passione

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.