დამატება

მარლენე ფაველა / Marlene Favela მსახიობი (ბიოგრაფია)

15.10.2016 - 12:20
ბიოგაფია: მარლენე ფაველა / Marlene Favela მსახიობი (ბიოგრაფია)

დაბადების სახელი:   სილვია მარლენე ფაველა მერაზი / Silvia Marlene Favela Meraz
დაბადების თარიღი: 5 აგვისტო, 1976 წელი
დაბადების ადგილი: მექსიკა, სანტიაგო-პაპასკიარო, დურანგო
პროფესია: მსახიობი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი
კარიერა: 1995 წლიდან
ზოდიაქო: ლომი
სიმაღლე: 176 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მარლენე ფაველა ესპანური, ლიბანური და მექსიკური წარმომავლობისაა. იგი ბავშვობიდანვე ოცნებობდა, რომ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი გამხდარიყო. მაგრამ, მისი გზა დიდებისკენ სვლაში, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ის მექსიკაში იურისპრუდენციის შესასწავლად ჩავიდა და იქ შემთხვევით, ერთი პროდიუსერი გაიცნო. შემდეგ, მასთან ხუთი წელი ფოტო-მოდელად იმუშავა. როგორცი იქნა, გოგონა "ტელევისას" თანამშრომლებმა შეამჩნია და მას სტიპენდია დაუნიშნეს, რომ სამსახიობო ხელოვნება შეესწავლა. 

პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში, მან სატელევიზიო პროგრამის  «Camaron que se duerme» თანაწამყვანად გადადგა და იმავდროულად, სერიალების ეპიზოდური როლების შესრულებით იყო დაკავებული. 

მსახიობის ცხოვრებაში ყველაფერი შიცვალა მას შემდეგ, როდესაც იგი 2002 წელს, მიიწვიეს "ტელევიზას" გახმაურებულ სერიალში "ველური კატა" მთავარ, როსაურა რიოსის როლში. თავდაპირველად, გადაწყდა, რომ ეს როლი ალისია მაჩადოს უნდა ეთამაშა, ხოლო, მარლენეს დუბლი უნდა შეესრულებინა. გოგონას ფიქრიც კი არ შეეძლო ბედის ასე შემობრუნებაზე. ეს, როგორც თავად ამბობს - ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო მის ცხოვრებაში. 

მარლენე თეატრალურ სცენაზეც მოღვაწეობდა ისეთ გრანდებთან ერთად, როგორიცაა: ელენა როხო და ხულიო ალემანი. ამას გარდა, მან «Meridiano X» - ში სპორტულ წამყვანადაც მოასწრო მუშაობა. იქ მას სპორტის ექსტრემალური სახეობები მიჰყავდა.

პ ი რ ა დ ი: მარლენ იმ დროს სახლში იყო, როცა გულისრევასა და თავბრუსხვევასთან ერთად, ხელში ჩხვლეტა იგრძნო. მან იფიქრა, რომ სღვის პროდუქტებისგან მოიწამლა. იგი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ ინსულტი აქვს. მსახიობს სასწრაფოდ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარეს. ინსულტი თანდაყოლილი მანკი არმოჩნდა.
მარლენეს ცხოვრებაში მთავარი ადგილი, მის მშობლებს: სილვია მარასა და ფელიპე ფაველას უჭირავს. მას ჰყავს და ლაურა დელ კარმენი (1970 წელს დაბადებული) და ძმა ალანი, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა

მსახიობი 2009 წლიდან 2010 წლამდე მოკრივე ხორხე კახმაჩთან სიყვარულობდა, ხოლო, როცა ის მობეზრდა - 2012 წელს, ამ საქმეში, ორწლიანი შესვენების შემდეგ, - ებრაელ მოდელთან - გაი დავიდიანთან მიეცა ვნებათა ნეტარებას.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2004 - Rubí, la descarada        
2007 - Species IV: El despertar        
2008 - Playball  
     

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

1995 - María José    
1997 - María Isabel    
1999  - Mujeres engañadas    
1999 - Por tu amor    
1999 - Infierno en el paraíso        
2000 - DKDA: Sueños de juventud    Gina    
2000 - La casa en la playa    
2000 - Carita de ángel    
2001 - La intrusa    
2001 - Navidad sin fin    
2003 -  Gata Salvaje    
2003 - Velo de novia    
2004 - Rubí    
2005 - Contra viento y marea    
2006 - Ugly Betty    
2007 - El Zorro, la espada y la rosa    
2007 - Amor sin maquillaje    
2011 - Los herederos del Monte    
2011 - Corazón apasionado    
2012-2013 - El rostro de la venganza    
2014 - El Señor de los Cielos    
2014 - Jane the Virgin    
2015 - 2016 - Pasión y poder    
2016 - Nuestra Belleza Latina 2016

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.