დაბადების სახელი: მეთიუ რაიანი
დაბადების თარიღი: 11 აპრილი 1981 წელი
დაბადების ადგილი: სოუნსი, უელსი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, მონტაჟიორი
კარიერა: 2001 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 180 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მსახიობი მეტ-ნაკლებად ცნობილია ამერიკული ტელესერიალით -„კონსტანტინი“. მეთიუ რაიანი უელსში, ქალაქ სოუნსში დაიბადა, სთივ ევანსის ოჯახში. სთივი ფოსტალიონი იყო, რომელიც შემდეგ მუსიკალური პროდიუსერი გახდა. მეთიუს დედა - მარია ევანსი ცეკვის მასწავლებელია. მეთიუ დასაწყისში Penyrheol Primary School-ის დაწყებით კლასებში სწავლობდა, შემდეგ კი - ინგლისის omprehensive School- ში გადავიდა ქ. გორსეინონში. აქედან იმავე ქალაქის Gorseinon College - ში მოეწყო, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიის კურსი დაამთავრა.
2003 წელს მეთიუმ, ბრისთოლის ძველი თეატრალური სკოლა - Bristol Old Vic Theatre School დაასრულა. 2004 წელს კი - მუშაობა შექსპირის სახელობის სამეფო კომპანიაში - Royal Shakespeare Company-ში დაიწყო.
მეთიუ რაიანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დასავლეთ-ენდის დადგმულ მიუზიკლში - „საცოდავები“, ბიჭი გავროშის როლი შეასრულა.
ვაჟა ჩომახიძე.
ფ ი ლ მ ე ბ ი:
2001 - Nuts and Bolts.
2002 - Pocket Money.
2004 - Mine All Mine.
2004 - Layer Cake.
2007 - The Tudors.
2007 - Consenting Adults.
2007 - Blood Monkey.
2008 - Holby Blue.
2008 – Torchwood.
2008 - Miss Pettigrew Lives for a Day.
2009 - Wild Decembers.
2010 - Criminal Minds.
2011 - Criminal Minds: Suspect Behavior.
2011 – Flypaper.
2012 – Armistice.
2013 - 500 Miles North.
ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2014- Constantine (სერიალი).