ბიოგრაფია

მიშელ ლევინი / MICHELLE LEWIN (ბიოგრაფია)

19.02.2017 სხვა ქვეყნების მსახიობები 803 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: მიშელ ლევინი            
დაბადების თარიღი: 15 თებერვალი, 1986 წელი
დაბადების ადგილი: ვენესუელა, მარაკაი
პროფესია: ფიტნეს მოდელი, ფოტომოდელი
საკონკურსო წონა: 52 კგ.
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 164 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მიშელი ვენესუელის ქალაქ მარაკაიში დაიბადა. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე მამა დედას გაეყარა. ბავშვი დედის მზრუნველობის ამარა დარჩა. ქალი მთელი დღეები ლუკმა პურის საშოვნელად მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. 

მიშელმა სამედიცინო განათლება მიიღო და მედდად დაიწყო მუშაობა ადგილობრივ კლინიკაში. იმ დროისთვის, გოგონა სულ 40 კგ-ს იწონიდა.

17 წლის ასაკიდან მან სწრაფი მატება დაიწყო, რის გამოც საკუთარი სხეული სძულდა. სავარჯიშო დარბაზი მისი ნამდვილი მხსნელი აღმოჩნდა. მიშელი გახდა და ჩინებული სპორტული ფორმა დაიყენა.

მოგვიანებით მიშელი სამოდელო სააგენტოში მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც ბევრი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ერთი პერიოდი ის ესპანეთში, იტალიასა და შვედეთში მუშაობდა. შვებულებებს გოგონა აშშ-ში, მაიამიში ატარებდა. მას ეს ქალაქი იმდენად მოეწონა, რომ იქ ცხოვრება გადაწყვიტა და დაფუძნდა კიდეც.

მიშელი განაგრძობს ფიტნეს ვარჯიშებს და ფოტომდელობას. დროდადრო მას სპორტულ თემებზე ბევრი ჟურნალი იწვევს, სთავაზობენ გადაღებებს.

2013 წელს გოგონას ბიკინი ტურნირში - «NPC Mid Florida Classic» შეთავაზეს მონაწილეობის მიღება, სადაც მე-5 ადგილი დაიკავა. იმავე წელს იგი ტურნირზე «2013 NPC Fort Lauderdale Cup» მიიწვიეს, სადაც PRO - ბარათი მიიღო. მიშელი ერთ წელიწადში  IFBB.ფედერაციის პროფესიონალი ათლეტი გახდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წელს, მან ამ კარიერიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ამჟამად, მიშელი თავის მეუღლე ჯიმი ლევინთან ერთად, მაიამში ცხოვრობს. მისი ფოტოები ხშირად ქვეყნდება ცნობილ გამოცემებში, მათ შორის:  Muscular Development - სა და Planet Muscle -ში. ამ დროისთვის, მიშელ ლევინს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ყველაზე პოპულარული ფიტნეს მოდელი 


 

 

ლევინი, Michelle, ბიოგრაფია, მიშელ, Lewin
სულ კომენტარი: 0
avatar