დამატება

მორენა ბაკარინი / Morena Baccarin (მსახიობის ბიოგრაფია)

29.10.2016 - 09:13
ბიოგაფია: მორენა ბაკარინი / Morena Baccarin (მსახიობის ბიოგრაფია)

დაბადების სახელი: მორენა ბაკარინი
დაბადების თარიღი: 2ივნისი, 1979 წელი
დაბადების ადგილი: რიო-დე ჟანეირო, ბრაზილია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1997 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 171 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მორენა ბაკარინი - ბრაზილიელი მსახიობი, მსოფლიო მაყურებლისთვის ცნობილი გახდა ტელესერიალებით: „ციცინათელა“ (Firefly), ვარსკვლავთკარიბჭე (Stargate) და „ვიზიტორები“ (V). 
მსახიობის მამა ფერნანდო ბაკარინი ცნობილი კორესპოდენტი იყო. დედა - ვერა სეტა მსახიობი და ბრაზილიურ ტელესერიალებში მთავარ როლებს ასრულებდა. სახელდობრ, დედამ შეაყვარა პატარა გოგონას სცენა. ამის შესახებ მსახიობი იხსენებს: „მე მსახიობთა გარემოცვაში გავიზარდე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს კარგი პროფესიაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო - არაპირდაპირი გავლენის ქვეშ აღმოვჩნდი. დედაჩემს არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. ძალიან კარგია, როცა მშობლებისგან მხარდაჭერა გაქვს, თანაც ისეთებისგან, რომლებიც ახალბედებს არ წარმოადგენენ ამ სფეროში. მე საშუალო სკოლაში დავიწყე თეატრალური გამოსვლები და ამას დიდი გატაცებით ვეკიდებოდი“. 

შვიდი წლის ასაკში, მორენას მამა ნიუ-იორკში გადაიყვენეს სამუშაოდ და მასთან ერთად მთელ ოჯახს მოუხდა გადაბარგება. მორენა მეგაპოლისის სკოლაში დაიწყო სწავლა და აქ აღიზარდა. ის მომავალ მსახიობ კლერ დენისთან ერთ კლასშის წავლობდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფლმში „სამშობლო“. მოგვიანებით მორენამ მუსიკისა და ხელოვნების უმაღლესი სკოლა დაამთავრა.
სწავლისას, მორენა თაეტრალურ გამოცდილებას იძენდა, სადაც სხვადსხვს სახასიათო როლებს ასრულებდა. 2001წელს მორენამ დებიუტი შეასრულა კომედიაში
„პარფიუმი“, რომელიც მოდის სამყაროს მიეძღვნა. ამიერიდან, მორენამ გადაწყვიტა კინემატოგრაფიაში ეცადა თავი. იმავე წელს, მსახიობის მონაწილეობით გამოვიდა მეორე ფილმი „გზა ბროდვეიდან“, სადაც მან ოსტატურად ითამაშა უბედო მსახიობი გოგონას როლი, რისთვისაც მან ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფესტივალის პრიზი მოიგო ნომინაციაში „ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის“. 

2002 წელს მან მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ფილმში „რჯერ დოჯერი“. ამ პერიოდისთვის, მსახიობი ნატალი პორტმანის დუბლიორი გახდა. იმავე წელს, მორენა ფილმის „ქალების საყვარელი“ - გადაღების შემდეგ, ლოს-ანჯელესში გადავიდა. აქ მას ცნობილმა რეჟისორმა ჯოს უიდონმა კურტიზანი ინარას როლი შესთავაზა, რომელიც კოსმოსურ ხომალდზეა სხვა დევნილებთან ერთად.
„ციცინათელა“ სამევნიერო-ფნტასტიური ჟანრის პირველი ტელესერიალი იყო, რომელშიც გოგონა გადაიღეს. გადსღებები მთელი წელი გაგრძელდა. სერიალი მაყურებლებში დიდი პოპულარობით არ გამოირჩეოდა, ოღონდაც ორმხრივი კრიტიკის შემდეგ, ტელესერიალი DVD-ზე გამოსცეს, რომლის გაყიდვებიც უფრო წარმატებული აღმოჩნდა.

2005 წელს მსხიობს მულტფილმის - „სამართლიანობის ლიგა“ - ერთ-ერთი პერსონაჟის გახმოვანება შეთავაზეს. 2008 წელს მორენა ფილმში „ვარსკვლავთკარიბჭე:სიმართლის კიდობანი“ გადაიღეს, სადაც მისი სიტყვებით, რომ ვთქვათ, სერიალის „ციცინათელა“ მოყვარულებმა მიიწვიეს. ამასთან დაკავშირებით მსახიობი იხსენებს: „ჩემი აგენტისგან სატელეფონო ზარი მივიღე. მან მითხრა, რომმე ადრიას როლს მთავაზობენ ფილმში „ვარსკვლავთკარიბჭე“. მაშინ მე ვივარაუდე, რომ ისინი „ციცინათელა“-ს ფანები იყვნენ და დავთანხმდი“. 
მსახიობს თეატრთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. 2009 წელს მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა პიესაში „ჩვენი სახლი“. მოგვიანებით, ის ანდერს ანდერსონის თრილერში „ბიჭი ყუთში“ გადაიღეს, რომელსაც გარკვეული წარმატებები ჰქონდა. იმავე წელს მსახიობს ახალ ტელესერიალში „ვიზიტორები“ შეთავაზეს ერთ-ერთი მთვარი, ვიზიტორების ლიდერის - ანას როლი. ორი სეზონის შემდეგ, გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმიის თხოვნის მიუხედავად, პროექტი მაინც დახურეს. ამის შემდეგ, მსახიობმა კინოკომპანია «Showtime» -ს პროექტთან შეერთება გადაწყვიტა და სერიალის „უცხო შენიანებს შორის“, მეორე სეზონის გადაღებებში მიიღო მონაწილწობა. აქ ის მოღალატე ცოლის როლს ასრულებს, რომლის ქმარიც ერაყის ომში უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს. 
განსაკუთრებით წარმატებული აღმჩნდა მსახიობისთვის 2010 წლის შემდგომი პერიოდი. იგი ამ პერიოდის თითქმის ყველა ცნობილდა აღიარებულ ტელესერიალებში გვევლინება. მათ შორისაა სერიალები:
„გოთემი“, „V“, „მენტალისტი“, „ჰომელანდი“ და „დედპული“.

პ ი რ ა დ ი: 2007 წელს მორენა ბაკარინიმ თავისი მეგობრისგან ცნობილი კინორეჟისორი და სცენარისტი ოსტინ ჩიკომი გაიცნო. მათ ძალიან მოეწონათ ერთმანეთი და მალე გააბეს ურთიერთობები. 2011 წელს წყვილი „მოწყალების დღის“ დღესასწაულზე დაქორწინდა. ისინი თავს ბედნიერად გრძნობდნენ. 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ მორენა ბავშვს ელოდება. ამ ამბავმა ძალიან გაახარა 33 წლის მსახიობი ქალბატონი. მსახიობს რეგულარულად იწვევენ ამერიკის პრესტიული ჟურნალების სხვადასხვა ფოტოსესიებზე. პრესტიჟულ ჟურნალ Maxim-ის შედგენილ რეიტინგში - „ყველაზე სექსუალური მსახიობი ქალები“ - მორენა ბაკარინიმ საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა. 
ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2001 - Perfume

2001 - Way Off Broadway

2002 - Roger Dodger

2005 – Serenity

2008 - Death in Love

2009 - Stolen

2014 - Back in the Day

2015 – Spy

2016 - Deadpool
ს ე რ ი ა ლ ე ბ ი: 
2002 – 2003 - Firefly

2003 – 2004 - Still Life

2005 – 2006 - Justice League Unlimited

2006 - Kitchen Confidential

2006 - How I Met Your Mother

2006 - The O.C.

2006 - Justice

2007 - Las Vegas

2006—2007 - Stargate SG-1

2009 - Medium

2009—2011 - V

2011—2014 - The Mentalist

2011—2013 - Homeland

2014—2015 - The Flash 2015 - Gotham

2016 – Deadpool

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.