ბიოგრაფია

ნატალი კელი / Nathalie Kelley (ბიოგრაფია)

31.10.2017 სხვა ქვეყნების მსახიობები 354 0 0.0


loading...
Загрузка...

დაბადების სახელი:  ნატალი კელი / Nathalie Kelley               
დაბადების თარიღი: 3 მარტი, 1985 წელი
დაბადების ადგილი: ლიმა, პერუ
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2006 წლიდან
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 170 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მსახიობი ლიმაში დაიბადა, პერუს რესპუბლიკის მზიან ქალაქში, 1985 წლის 3 მარტს. მამამისი - არგენტინელია, დედა კი - პერუელი. მშობლებიდან გოგონამ ყველაფერი საუკეთესო გადმოიღო და შეისწავლა. ის, ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ხიბლავდა ირგვლივ მყოფებს განსაკუთრებული მშვენებითა და სილამაზით.

ნატალის მშობლები, მოგვიანებით განქორწინდნენ და დედამისი კელი, ირლანდიელს გაჰყვა ცოლად. ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიის უმსხვილეს ქალაქში, სიდნეიში გადავიდა. კელიმ ჩრდილოეთ-სიდნეის საშუალო სკოლა დაამთავრა. ეს სკოლა, ცნობილია უნიჭიერესი ადამიანების აღზრდითა და გამოშვებით. აქ სწავლობდა, ცნობილი მსახიობი ნიკოლ კიდმანიც.

16 წლის ასაკში, ნატალიმ ფული რომ გამოემუშავებინა და სწავლის ქირა რომ გადაეხადა, სალსას ცეკვა დაიწყო. ამ ვნებით სავსე სამხრეთ-ამერიკულ ცეკვაში, გოგონა საკუთარ თავსა და ცეცხლოვან სულს გამოხატავდა. მისი საინტერესო გარეგნობა, ღირსეულად შეაფასეს The Miss Latin America Competition სილამაზის  კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და 1000 დოლარი პრემია მოიპოვა. ამ ფულით გოგონა, ღარიბი პერუდან, ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც სამი წელი შეისწავლიდა სამსახიობო ხელოვნებას. ამას გარდა, იგი სამხრეთ უელსის ახალ უნივერსიტეტშიც სწავლობდა "პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის" სპეციალობით. 

ამ პერიოდისთვის, ნატალის სარეკლამო კომპანიები იღებდნენ სხვადასხვა ვიდეო-რგოლებში. მალე ის სერიალ "მოჯადოებულების" ეპიზოდურ როლშიც გამოჩნდა. კელი ბედნიერი იყო იმით, რომ გადასაღებ მოედანზე, ცნობილი ალისა მილანისა და როუზი მაკგოუნის გვერდით იდგა. აღნიშნულმა პროექტმა ფართე აღიარება მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით, ხოლო, კრიტიკოსებმა და რეჟისორებმა ახალი მსახიობის,  ნატალი კელის სილამაზე იხილეს. 

ლოს-ანჟელესში მსახიობმა წარმატებით გაიარა სინჯები ნილის როლისთვის გახმაურებულ მძაფრსიუჟეტიან ფილმ "სამმგაი ფორსაჟი: ტოკიოს დრიფტში" სათამაშოდ. ნატალი,  რეჟისორი ჯასთინ ლინის დახმარებით, ავტომობილის პოფესიონალურ დონეზე მართვას დაეუფლა და კასკადიორის ჩარევის გარეშე, შესაშურ ტრიუკებს აკეთებდა, თუმცა, მანამდე, ავტომობილის მხოლოდ სიჩქარეთა გადაცემის კოლოფს იცნობდა.

2010 წელს მსახიობი გადაიღეს სერიალში "მარტოხელა ვარსკვლავი", "გამოძიება სხეულის მიხედვით". 2011 წელს, ის სერიალში "დანაშაულის ადგილი" გამოჩნდა მონიკას  როლით. 2015 წელს ნატალი სერიალში "არარეალური" მოგვევლინა გრეისის როლით. 2016 წელს მსახიობი "ვამპირის დღიურებში" გადაიღეს, ხოლო - 2017  წელს სერიალში  - "დინასტია" - ერთ-ერთ მთავარ როლში.

მსახიობის უკანასკნელი ნამუშევარია - მაიკლ სტოქსის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "ინფილტრატორები", სადაც ის გვერდს უმშვენებს ცნობილ მსახიობებს: ჯონი კრეზს,  ჰოლი ჰერშსა და რობერტ პიკარდონს.

პ ი რ ა დ ი: 2016 წელს, "ვამპირის დრიურების" გადაღებისას, ნატალი კელი გადასაღებ მოედანზე მსახიობ ზაქ რერიგს გაიცნობს. წყვილს ერთმანეთი თვალში მოუვიდა და იქიდან მოყოლებული, ნოემბრის ბოლომდე, რომანულ ურთიერთობებში ჩაიძირნენ. როცა სასიყვარულო თამაშები მობეზრდათ, ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ. კელი ამჟამად, ახალი სექსპარტნიორის მოლოდინშია...

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2006 - The Fast and the Furious: Tokyo Drift    Neela Turner    
2008 - Loaded    April    
2011 -Take Me Home Tonight    Beth    
2011 - Urban Explorer    Lucia    
2012 - The Man Who Shook the Hand of Vicente Fernandez    Pretty Annie    
2014 - Infiltrators    Gin Cross    
2014 - With You    Aurelia    Short film

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2005    Mermaid    Nikki    Television pilot
2010    Lone Star    Sofia    Episode: "Reverse"
2011    CSI: Crime Scene Investigation    Monica Gimble / DJ Drang    Episode: "Hitting for the Cycle"
2011–12    Body of Proof    Dani Alvarez    Season 2, 10 episodes
2015    Unreal    Grace    Series regular, 10 episodes
2015    Urban Cowboy    Gaby    Fox pilot[8]
2016    Mistresses    Kristen Sorbonne    Guest; Episode: "Bridge Over Troubled Water"[9]
2016    Cruel Intentions    Carmen    Unaired NBC pilot[10]
2016–17    The Vampire Diaries    Sybil    Recurring role[11] (11 episodes)
2017    Dynasty    Cristal Flores    Main role

 

ბიოგრაფია, Kelley, კელი, ნატალი, მსახიობი, Nathalie
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...