დაბადების სახელი: ნატალი რაპტი გომესი
დაბადების თარიღი: 21 დეკემბერი 1984 წელი
დაბადების ადგილი: კოლუმბია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2005 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: თხის რქა
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ნატალი 1984 წელს დაიბადა კოლუმბიაში. 5 წლამდე იტალიაში, რომსა და პალერმოში იზრდებოდა. შემდეგ კი - საბერძნეთში. ამერიკული სკოლის Pinewood- ის დამთავრების შემდეგ, გაჰყვა რა მამის კვალს, ლონდონში სამეფოკოლეჯის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სწავლის პერიოდში მოდელად მუშაობდა. გოგონამ სწავლას თავი დაანება და რომში დაბრუნდა. აქ კინოს ნაციონალურ სკოლაში შევიდა და მალე Alessandro D'Alatri კომპანიას შეუერთდა, რისწყალობითაც გარკვეული პოპულარობა მოიპოვა.
2005 წელს მსახიობი მე- 5 არხზე სერიალში „R.I.S. - Delitti imperfetti ‘ გამოჩნდა. 2006 წელს სერიალში „La provinciale“ მონაწილეობს. იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „quarto sesso.“ 2007 წელს მხატვრულ ფილმში „L'abbuffata“ მოგვევლინა. 2008 წლიდან ნატალი გომესი ინტენსიურად მონაწილეობს სატელევიზიო სერიალების გადაღებებში და მისი ცნობადობაც თანდათანობით იზრდება. პარალელურად 2009 წლიდან დიდ ეკრანებზეც იღებენ და მალა მოთხოვნადი მსახიობი ხდება. პირველად გამოჩნდა სატელევიზიო გადაცემაში Rai 1 და მეორედ Channel 5- ში.
2008 წელს მსახიობმა პრიზი „ოქროს გლობუსი“ აიღო ნიმინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი“.
ვაჟა ჩომახიძე.
ფილმოგრაფია:
2013 - Romeo and Juliet - როსალინი
2011 – Zen - მარია
2009 – Bakhita - კაროლინა
2009 – Ex - ნოემი2005-2009 - R.I.S. - Delitti imperfetti.
2006 - La provinciale, regia di Pasquale Pozzessere.
2007-2008 - Medicina generale.
2008 - Una madre, regia di Massimo Spano.
2009 - Bakhita, regia di Giacomo Campiotti.
2009 - Piper, regia di Francesco Vicario.
2009 - L'ispettore Coliandro.
2010 - Sotto il cielo di Roma, regia di Christian Duguay.
2010 -I delitti del cuoco.
2010 - Le due facce dell'amore.
2011 - Sangue caldo - " სახიფათო კავშირები."
2013 - Baciamo le mani.
2014 - segreti di Borgo Larici.