ბიოგრაფია

ნატალია ორეირო / Natalia Oreiro ბიოგრაფია

25.09.2016 სხვა ქვეყნების მსახიობები 829 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: ნატალია მარისა ორეირო იგლასიას პოგხიო ბოური დე მოლო

დაბადების თარიღი: 19 მაისი, 1977 წელი

დაბადების ადგილი: მონტევისეო, ურუგვაი

პროფესია: მსახიობი, მომღერალი, მოდელი, პროდიუსერი

კარიერა: 1991 წლიდან

ზოდიაქო: ვერძი

სიმაღლე: 174 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ნატალია ორეორო, გასული საუკუნის 90 - იანი წლების სერიალების ვარსკვლავია. გოგონა პარატა ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. მან მოახერხა გამხდარიყო პოპულარული, როგორც ტელე-ეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზეც. მრავალი გოგონასთვის იგი იდეალი და სამაგალითო მოდელი გახდა. ოჯახში ის, მისი დის - ადრიანას შემდეგ, მეორე ბავშვი იყო. ადრიანა ნატალიზე 4 წლით უფროსია. მომავალი ვარსკვლავის მსობლები, მცირე ბიუჯეტის მქონენი იყვნენ, თავი გაჰქონდათ და მეტი არაფერი. მამამისი - კარლოს ალბერტო ორეირო, გამყიდველად მუშაობდა, დედა - მაბელ ეგლესიასი, რომელსაც მსახიობი 27 წლის ასაკსი შეეძინა, სილამაზის სალონში სტილისტად მუშაობდა. დედას სახლში ბევრი პროფესიული საგნები ჰქონდა, მაგრამ, ნატალია იქიდან მხოლოდ სავარცხელს ხმარობდა, რომელსაც მიკროფონად ხმარობდა და სარკის წინ მომღერლად წარადგენდა თავს. ის ალბათ, იმ დროს არც კი ფიქრობდა, რომ ორი ათეული წლის შემდეგ, თავისი ეპოქის მთელი ახალგაზრდობის კუმირი გახდებოდა. 12 წლის ასაკში, ნატალიამ მონაწილეობა მიიღო ურუგვაის რეკლამების გადაღებებში. ორი წლის მანძილზე, იგი 30 სარეკლამო რგოლში გადაიღო ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა: «Coca-cola», «Pepsi», «Johnson & Johnson». ამან დიდი გაკვეთილი და გამოცდილება შესძინა გოგონას გადაღებების პრაქტიკაში. 1991 წელს, ნატალია მრავალ გოგონათა შორის შეარჩიეს, რომლებიც ბრაზილიელი ტელევარსკვლავის, შუშის, სხვადასხვა ქვეყნებში ტელეპროგრამების ტურნეების გამართვისას, მისი თანმხლები პირის შესარჩევ ქასთინგზე იყვნენ მიწვეულები მთელი ლათინო-ამერიკული ქვეყნებიდან, რისი წყალობით, გოგონამ გარკვეული ცნობადობა მოიპოვა. 1994 წელს ნატალიამ როლი მიიღო სერიალში Inconquistable corazón - "დაუმორჩილებელი გული, სადაც ექსტრა როლი შეასრულა". გადაღებებისას მან პაბლო ეჩარი გაიცნო. 1995 წელს მან სერიალში Dulce Ana - "საყვარელი ანა", ვერონიკას როლი მიირო. 1996 წელს სერიალში 90-60-90 modelos - "90-60-90 მოდელები" - გამოჩნდა. თუმცა, ამ როლებს მისთვის წარმატებები არ მოუტანია, მაგრამ გარკვეული სახის გამოცდილება შესძინა ურუგვაელ გოგონას კარიერის გაკეთებაში. სერიალების ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა, მხოლოდ 1997 წელს მოხერხდა, როცა სატელევიზიო არხმა, Canal-9 მას მთავარი როლი შესთავაზა სერიალში "Ricos y famosos" - "მდიდრები და ცნობილები". ამ სერიალს უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა. გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორი დიეგო რამოსი იყო. 1998 წელს, ნატალია ოპეორომ მუშაობა დაიწყო «TeLeFe» - ზე რეჟისორ გუსტავო იანკელევიჩესთან, რომელმაც მან გოგონას ფილმში "არგენტინელი ნიუ-იორკში", მონაწილეობა შესთავაზა. მსახიობი განსაკუთრებულ წარმატებას არ მოელოდა ამ ფილმიდან, რადგან მხატვრულ ფილმში მუშაობა, სხვა უნარ-ჩვევებს მოითხოვდა. მაგრამ, ნატალიამ თავი გაართვა ამ ამოცანას. ამასთან, ამ ფილმმა იგი გამოავლინა, როგორც მომღერალი. ლათინურ ამერიკაში სურათმა ჩვენების პირველ კვირაში, თავი მოუყარა 1,600,000 აუდიტორიას და კონკურენცია გაუწია 90 - იანი წლების ისეთ ბლოკბასტერს, როგორიც "ტიტანიკი" იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდებისა და ურიცხვ თაყვანისმცემელთა კვალდაკვალ - მსახიობმა, სხვადასხვა ჯილდოები მოიპოვა.

მიღებული აქვს ჯილდოები: 1. 2000 წელის სექტემბერში - იზრაელში «Viva 2000» ცერემონიალზე ორი ჯილდო მიიღო: "საუკეთესო მსახიობი ქალის" და "საუკეთესი სიმღერა" («Cambio Dolor») სერიალიდან "ველური ანგელოზი". 2. Tabare de oro - ურუგვაის გაზეთ La Republica - ს უმაღლესი ჯილდო, როგორც ყველაზე ლამაზმა, მომხიბვლელმა, ნიჭიერმა მსახიობმა და მომღერალმა. 3. 2000 წლის იანვარში მიიღო ჯილდო "წლის ვარსკვლავი" 4. 2001 წლის გაზაფხულში იგი ფესტივალის Vina del Mar - დედოფალი გახდა. 5. 2001 წლის ივნისსი კი - ნატალიამ მოსკოვში ჯილდო «Стопудовый хит» აიღო.

პ ი რ ა დ ი: 1994 წელს ნატალიამ ეკრანზე პაბლო ეჩარი იხილა და მაშინვე განაცხადა "ეს მუქთმიანი ჩემი გახდება!" არგენტინაში სერიალის გადაღებისას, პაბლოს გოგონასთვის ხეირიანად არც კი შეუხედავს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, შეხვედრა დაუმიშნა მდიდრულ რესტორანში. ნატალიამ რძიანი ჩაი შეუკვეთა პურთან ერთად. როცა შეკვეთა მოიტანეს, გოგონამ ფინჯანში პური მოათავსა და ჭამა დაიწყო. როცა მის ბუნებრიობას შეხედა, პაბლომ გადაწყვიტა, რომ ამ გოგონას გვერდით უნდა ყოფილიყო. ისინი ერთად 6 წელი იმყოფებოდნენ. 2000 წელს კი - გაიყარნენ. ეს ნატალიამ ძლიერ განიცადა. 2001 წელს, მსახიობმა როკ ჯგუფ Dividios - ის 44 წლის ლიდერი, რიკარდო მოლო გაიცნო და 31 დეკემბერს ცოლად გაჰყვა მას. ქორწილი ბრაზილიის სანაპიროზე შედგა დიდ ხომალდზე. 2012 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც მერლინ ატაუალპა დაარქვეს.

ს ე რ ი ა ლ ო გ რ ა ფ ი ა:

Pimienta roja (2017)
 Los últimos (2017)
El retiro (2016)
Gilda, no me arrepiento de este amor (2016)
Entre caníbales (2016)
100 años de cine argentino (2014)
Protocolo Celeste (2014)
Wakolda (2013)
La despedida (2012)
Mi primera boda(2011)

Natalia, Oreiro, ბიოგრაფია, ნატალია, ორეირო
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...