დამატება

ნინა დებროვი / Nina Debrov

29.08.2016 - 14:53
ბიოგაფია: ნინა დებროვი / Nina Debrov

დაბადების სახელი: ნიკოლინა კონსტანტინოვა
დაბადების თარიღი: 9 იანვარი 1989
დაბადების ადგილი: სოფია, ბულგარეთი
პროფესია: მსახიობი, ფოტომოდელი, ტანმოვარჯიშე
კარიერა: 2006 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 170 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ნინა დობრევი დაიბადა ქალაქ სოფიაში, ბულგარეთში, პროგრამისტებისა და მხატვრების ოჯახში. მას ჰყავს უფროსი ძმა ალექსანდრე. როცა მას ორი წელი შეუსრულდა ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და დასახლდა ტორონტოში, ontario. ბავშვობიდანვე ის ხელოვნების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა. დაინტერესებული იყო თეატრით, მუსიკით, გამომგონებლობითი ხელოვნებით, ცეკვებით, ტანვარჯიშითა და სამსახიობო ოსტატობით. თავდაპირველად ნინა სწავლობდა J.B. Tyrrell Sr. Public School სკოლაში, შემდეგ კი Wexford Collegiate School for the Arts-ის სკოლაში. აქვე ირწმუნა მან, რომ მისი მოწოდება მსახიობობა იყო. მოგვიანებით ნინა ჩაირიცხა დინა არმსტრონგის სამსახიობო სკოლაში, სადაც ის ბევრმა სააგენტომ შეამჩნია.

Wexford Collegiate School for the Arts-ის შემდეგ ნინა ჩაირიცხა Ryerson University-ის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დატოვა 2008 წელს, რათა თავისი მომავალი მიეძღვნა სამსახიობო კარიერისთვის. ნინამ სამსახიობო კარიერა დაიწყო კანადურ მოზარდთა სერიალში “მომდევნო თაობა“. ამის შემდეგ ითამაშა უმნიშვნელო როლები ფილმებში: „შორს მისგან“ და „როგორ მოძრაობს ის“. 2007 წლიდან მან ბედი სცადა ტელესერიალებში: „სიყვარული ბრძოლის ხაზზე“, „ქორწინებისთვის ძალიან ახალგაზრდაა“, „ნამსხვრევები“, „მკვლელი“. 2009 წელს მან მოიპოვა მთავარი როლი ამერიკულ სერიალში „ვამპირის დღიურები“. ამ როლის შესრულებისთვის იგი დაჯილდოვდა 4 Teen Choice Awards-ით, და 2 პრემიით „ხალხის არჩევანი“. შოუს გადაღებებს შორის შესვენებისას ნინამ მეორე ხარისხოვანი როლები ითამაშა 2011 წელს ფილმებში: „მეზობელი ოთახში“ და „არენა“; 2012 წელს ფილმში „კარგი იქნებოდა მშვიდი კაცი“.

2014 წლის აგვისტოში მსახიობმა ჯეიკ ჯონსონსა და დეიმონ უეიანს უმცროსთან ერთად კომედიაში "პოლიციელის მსგავსი" ითამაშა. 2015 წელს კი - ვიკის როლი შეასრულა საშინელებათა ფილმში "უკანასკნელი გოგონები".
2017 წელს მსახიობი რომანტიკულ კომედიაში  „ბუნკჰაუსი“ გადაიღეს დონალ გლისონთან და კრისტინ ეპლგეიტთან ერთად. ამავე წელს გდაიღეს ფილმებში "კომაში მყოფები" და "სამი იქსი: მსოფლიოზე ბატონობა".

პ ი რ ა დ ი: ნინა დობრევი ინგლისურ, ფრანგულ და ბულგარულ ენებს ფლობს. ვამპირის დღიურების გადაღების დროს იგი ატლანტაში ცხოვრობდა, მაგრამ 2015 წელს ლოს-ანჯელესში გადავიდა.
2011 წლიდან 2013 წლამდე სასიყვარულო რომანი იან სომერჰალდერთან ჰქონდა, რომელიც მისი პარტნიორი იყო სერიალში "ვამპირის დღიურების დრიურები. 2020 წელს კი, მან პარტნიორი შეიცვალა და სპორტსმენ შონ უაითთან დაიწყო შეხვედრები.
ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.