დამატება

ორნელა მუტი / Ornela Muti / Ornella Muti (ბიოგრაფია)

07.03.2021 - 10:20
ბიოგაფია: ორნელა მუტი / Ornela Muti / Ornella Muti (ბიოგრაფია)

დაბადების სახელი: ფრანჩესკა რომანა რიველი / Francheska Romana Riveli 
დაბადების თარიღი: 9 მარტი, 1955 წ.
დაბადების ადგილი: რომი, იტალია 
პროფესია: მსახიობი 
კარიერა: 1970 წლიდან
ზოდიაქო: თევზები 
სიმაღლე: 168 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ფრანჩესკა იტალიის დედაქალაქში მეგობრულსა და ინტერნაციონალურ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. თავის მომაჯადოვებელ სილამაზესა და გრაციულობას მსახიობი შერეულ სისხლს უმდა უმადლოდეს. მამა  ნეაპოლიტანელი, დედა კი -  რუსული ფესვების ესტონელი გერმანელი ქალი ჰყავდა.

რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ 1917 წელს გოგონას ბებია და ბაბუა დედის ხაზით, პეტერბურგიდან ესტონეთში წავიდა ემიგრაციაში, იქიდან კი იტალიაში. იქ მათი ქალიშვილი ელიზა რენატა კრაუზე მოქანდაკეობის ხელოვნებას დაეუფლა, ნეაპოლელ ჟურნალისტს მისთხოვდა და ორი ულამაზესი გოგონა შვა: კლაუდია და ფრანჩესკა.

მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ქალიშვილების ღირსეულად აღზრდისთვის და სრულფასოვანი განათლების მისაღებად. კლაუდია ხუთი წლით უფროსი იყო დაზე. მან მსახიობობა გადაწყვიტა და კონოვარსკვლავობაზე ოცნებობდა.

მაგრამ მისმა უმცროსმა დამ სხვა გზა აირჩია - როგორც კი ფრანჩესკა თოთხმეტი წლის გახდა, მან მამაკაცთა ჟურნალებში გამოჩენა და სამხატვრო სკოლაში შიშველი პოზირება დაიწყო. ამ ნამუშევარმა კარგი შემოსავალი მოიტანა და თავდაჯერებულ ლამაზმანს მცირედი ყურადღებაც კი არ მიაქცევია მასზე აგორებული ჭორებისთვის. საქმე იქამდე მივიდა, რომ გოგონას სკოლიდან გარიცხვაც კი სურდათ, მაგრამ ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობა გათვალისწინეს და დირექციამ გადაწყვეტილება შეიცვალა.

ერთ დღეს, კლაუდიამ თვალი მოკრა რეჟისორ დამიანო დამინის ფილმისთვის "ყველაზე ლამაზი ცოლი" მსახიობების შერჩევის განცხადებას და მან ქასთინგზე კომპანიონად თავისი 16 წლის უმცროსი დაიკოც გაიყოლა, რომელიც მოულოდნელად, რეჟისორს კლაუდიაზე მეტად მოეწონა... დამიანი შეხედვისთანავე შეიპყრო ფრანჩესკას გაბედულმა და ამავე დროს უდანაშაულო მზერამ, მისმა თავისუფალმა და შეუკავებელმა საქციელმა. კრიმინალური დრამისთვის მხოლოდ ეს გოგონა იყო ის, ვისაც ეძებდა და რეჟისორმაც, დიდი ყოყმანის გარეშე, მთავარი როლზე გამოუცდელი მსახიობი დაამტკიცა.

მანვე გამოიგონა გოგონას ფსევდონიმი ორნელა მუტი  რადგან იგი ტიტრებში მსახიობ ლუიზა რიველში არ არეოდათ. ფრანჩესკამ წარმატებით გაართვა თავი დავალებას და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმის შემდეგ ეკრანების ვარსკვლავი არ გახდა, მან მაინც მიიპყრო სხვა რეჟისორების ყურადღება. გარდა ამისა, ორნელას თავად უყვარდა ფილმებში თამაში და მან, კლაუდიას მსგავსად, გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო. გოგონებმა ერთად ითამაშეს კიდეც სერიალში "გამარჯობა, პატარავ", მაგრამ დროთა განმავლობაში, რადგან ფრანჩესკას კარიერა უფრო წარმატებულად ვითარდებოდა, მათი გზები გაიყო და უფროსმა დამ უმცროსს დაუთმო ადგილი.

უფროსმა დამ, კლაუდიამ კი - წარმატებით იქორწინა იტალიის მაშინდელი პრეზიდენტის ერთ-ერთ ვაჟზე, ჯოვანი ლეონეზე. ორი მშვენიერი შვილი შეეძინა და მას შემდეგ მშვიდ, ზომიერ და არასაჯარო ცხოვრებას ეწევა. მას სულაც არ სწყენია, რომ ფრანჩესკამ  მისი გზა გადაკვეთა და მთლიანად კმაყოფილია საკუთარი ბედით. 

1974 წლიდან იწყება მსახიობის კარირის აღმასვლა, ფილმით "სახალხო რომანი", სადაც მისი პარტნიორი ცნობილი მიქელე პლაჩიდო იყო. ამის შემდეგ, გოგონა მარკ ფერერიმაც მიიწვია ფილმში "ბოლო ქალი", მთავარ როლზე ჟერარ დეპარდიესთან ერთად. იმავე წელს მთავარი როლებით ითამაშა ფილმებში: "პირველი სიყვარული" (რეჟისორ დინო რიდის მელოდრამა), "არამზადას სიკვდილი" (რეჟისორ ჟორჟ ლოტნერის დეტექტივში) სადაც მისი პარტნიორი ცნობილი ალენ დელონი იყო.
1979 წელს მსახიობი საბჭოთა რუსეთის ცნობილი რეჟისორის გრიგორ ჩუხრაის სურათში "ცხოვრება მშვენიერია" თამაშობს მთავარ როლს.
მსოფლიო აღიარება კი - ფრანჩესკას კომედიამ "ჭირვეულის მორჯულება" მოუტანა, რომელშიც მთავარ როლს ადრიანო ჩელენტანოსთან ერთად ასრულებს. ხმები დავარდა, რომ გადაღებების დროს, წყვილს შორის მხურვალე რომანი გაჩაღდა, რაზეც ყველა იტალიური ტაბლოიდი ჭორაობდა. ორნელა უარყოფდა რომანულ ბრალდებებს. ჩელენტანო კი - ადასტურებდა.

საერთო ჯამში, მსახიობს ასზე მეტი კინოროლი აქვს თავის ფილმოგრაფიაში, აქედან ბევრი კომედიურია. ბოლოდროინდელი ნამუშევრებია ვუდი ალენის "რომაული თავგადასავლები", იტალიელი რეჟისორის პაოლო ვიარძის "ჯადოსნური ღამეები" და დომინიკო ფორტუნატოს "ღვინის სიყვარული".

პ ი რ ა დ ი: ფილმის "ყველაზე ლამაზი ცოლი" გადაღებისას გოგონა მის პარტნიორს ალესიო ორანოს სიგიჟემდე შეუყვარდა. ალესიოც ლამაზი იყო, რის გამოც მას "იტალიელ ალენ დელონს" ეძახდნენ. ის მზად იყო ორნელასთვის ხელი ეთხოვა, მაგრამ მსახიობი ჯერ კიდევ 15 წლისაც არ იყო და ქორწილზეც, ბუნებრივია, საუბარი სისულელე იყო. დრომ წყვილის გზები გაყარა. მაგრამ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ და თბილ მოგონებებს დღემდე ატარებენ.

თვრამეტი წლის ასაკში ორნელამ ურთიერთობა მდიდარ იტალიელთან დაიწყო, რომლისგანაც იგი დაფეხმძიმდა და  ქალიშვილი, ნიკე შეეძინა. კაცი, რომლის სახელსაც მუტი დღემდე საიდუმლოდ ინახავს, დაქორწინებული იყო და განქორწინება არც აპირებდა. როდესაც შეიტყო, რომ გოგონა შვილს ელოდა, ის გაქრა მისი ცხოვრებიდან. ამ მოვლენამ კი ალესიოს შანსი მისცა ჰორიზონტზე კვლავ გამოჩენილიყო. მან ცოლად შეირთო ორსული ორნელა, ახალშობილი ქალიშვილი საკუთარ შვილად გამოაცხადა და ერთი წლის შემდეგ, ოფიციალურად იქორწინა თავის საყვარელ ქალზე.

მაგრამ მათი ქორწინება 1981 წელს მსახიობის, ადრიანო ჩელენტანოსთან რომანის გამო ჩაიშალა. როგორც ტაბლოიდები იტყობინებიან, შეყვარებულმა მუტიმ განქორწინება მოითხოვა იმ იმედით, რომ ჩელენტანომაც იგივე გააკეთა. გამოცდილი მექალთანე ადრიანო დიდხანს კვებავდა დაპირებებით ფრანჩესკას, მაგრამ ის არასდროს დაშორებია თავის მეუღლეს - კლაუდია მორის. კლაუდიამ ბავშვები წაიყვანა და ქვეყნის სხვა მხარეს გაემგზავრა, მაგრამ მოგვიანებით, მან ადრიანოს აპატია და განაცხადა, რომ კაცისთვის ჩვეულებრივი ინტრიგები ისევე ბუნებრივია, როგორც მანქანაში ზეთის შეცვლა. 

ორნელას გული კიდევ ერთხელ გაუტეხეს, რომელსაც ყოფილ ქმარი არც ისე ლამაზად მოქცა, როდესაც განქორწინების შემდეგ, საჯაროდ აღიარა, რომ ნიკე არ იყო მისი ქალიშვილი. მაგრამ მსახიობს დიდხანს არ უტანჯია, რადგან გამოჩენილ რეჟისორს მარკო ფერერის შეუყვარდა, რომელიც მეტად  რთული ხასიათით გამოირჩეოდა. იგი მუტიზე, თითქმის, ოცდაათი წლით უფროსი იყო.მაგრამ დროთა განმავლობაში იგი გერმანელმა ჰანა შიგულამ გაიტაცა და თავსი იტალიური მუზა დაივიწყა. 
1988 წელს ორნელას ცხოვრებაში ფედერიკო ფაკინეტი გამოჩნდა, რომელიც ყურადღებასა და ზრუნვას არ აკლებდა სასურველ ქალს. მალე საყვარლებმა ერთად დაიწყეს ცხოვრება, მაგრამ ისინი არ ჩქარობდნენ ურთიერთობის ოფიციალურად დარეგისტრირებას და მხოლოდ მეორე ერთობლივი შვილის გაჩენის შემდეგ იქორწინეს. მსახიობი მეშვიდე ცაზე იყო ბედნიერებით: სამი ლამაზი ბავშვი, მოსიყვარულე ქმარი, წარმატებით განვითარებადი კარიერა და კიდევ რაზე უნდა ეოცნება მას?..

მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ფედერიკო უზარმაზარ თანხებს კაზინოებში ფლანგავდა და ვალების დაფარვის მიზნით მუდმივად სხვადასხვა ფინანსურ თაღლითობებში ერეოდა. ორნელა იძულებული გახდა ქმრის გადასახადები გადაეხადა და მის კრედიტორებთან დაკავშირებული საკითხები გადაეწყვიტა. გარდა ამისა, ქმრის ღალატის შესახებ ჭორებიც ავარდა, რამაც მათი ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. 1996 წელს მსახიობმა შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ და კიდევ ერთხელ დარჩა იმედგაცრუებული.
1998 წელს, მსახიობს კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, პლასტიკური ქირურგი სტეფანო პიკოლო, რომელზეც იგი მიუხედავად ათი წლის სხვაობისა, მალე გათხოვდა. მათმა ქორწინებამ ათი წელი გასტანა და ქალი მეუღლის პათოლოგიური ეჭვიანობის გამო კვლავ განქორწინდა. ამ მტკივნეული ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მუტი დიდხანს არ დარჩენილა მარტო - მის ცხოვრებაში გამოჩნდა ბიზნესმენი ფაბრის კერერვე, რომელსაც ქსელური მარკეტინგის გენიას უწოდებენ.

ვაჟა ჩომახიძე.

https://ilarge.lisimg.com/image/3477464/1118full-ornella-muti.jpg


 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.