ბიოგრაფია

პაოლა ოლივეირა / Paolla Oliveira ბიოგრაფია

02.10.2016 სხვა ქვეყნების მსახიობები 725 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:   კაროლინა პაოლა ოლივერია დე სილვა   

დაბადების თარიღი: 14 აპრილი, 1982 წელი

დაბადების ადგილი: სან-პაულო, ბრაზილია

პროფესია: ტელევიზიისა და კინოს მსახიობი, მოდელი

კარიერა: 2004 წლიდან

ზოდიაქო: ვერძი

სიმაღლე: 170 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:
პაოლა ბრაზილიაში, სან პაულოში დაიბადა. მამამისი თადარიგის პოლიციელია, დედა კი - დიასახლისია. როცა გოგონა 16 წლის გახდა, მოდელად დაიწყო მუშაობა, მაგრამ საბოლოოდ მსახიობობა გადაწყვიტა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტში გააგრძელა, პარალელურად - ფიზიოთერაპიის ფაკულტეტიც დაამთავრა.

დასაწყისში, სატელევიზიო სერიალებში რამდენიმე პატარა როლი შეასრულა. 2004 წელს კი - სინჯების შემდეგ, მრავალსერიან პროექტში "მეტამორფოზები / Metamorphoses" მიიწვიეს. აქ წარმატებულად თამაშის შემდეგ იგი TV Globo - ში ტელენოველა "ბელისიმა / Belíssima" - დასს შეუერთდა, სადაც მან ჯოვანა საბატინის როლი შეასრულა, რამაც მისი პოპულარობა გამოიწვია. 

2005 წელს მსახიობი ტელეკომპანია O Profeta - ს მიერ წარმოებულ პროექტში გამოჩნდა სონიას როლით. 2007 წელს კი ტელესერიალში " წინასწარმეტყველი (მქადაგებელი) / Os Amadores" გამოჩნდა. 2008 წელს პაოლამ მთავარი, ლეტიციას  როლი შეასრულა ტელესერიალში " ქვის ბაზარი". 2011 წელს პაოლამ მთავარი, მარია დრუმონდის როლი შეასრულა სერიალში "სულელი გული / Insensato Coração".
გოგონას პარალელურად მხატვრულ ფილმებშიც იღებდნენ მთავარსა და მეორეხარისხოვან როლებში. 
2015 წელს იგი სერიალში "დროს მიღმა / Além do Tempo" მიიწვიეს მელისას როლზე. 2016 წელს მთავარი როლები ითამაშა ფილმებში: "კანონის სახელით / Em Nome da Lei" და "3.000 Dias no Bunker".

2009 წელს სახიობი მონაწილეობდა  ბრაზილიურ პროექტში "ვცეკვავთ ვარსკვლავებთან ერთად", სადაც მისი პარტნიორი იყო ატილა ამარალი და მან ეს პროექტი მოიგო.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2007 - Envie aos Palhaços    

2008 - Rinha              

2009 - Entre Lençóis             

2010 - Uma Professora Muito Maluquinha 

2011    - Uma Professora Muito Maluquinha         

2012 - Trinta 

2014 - A Bela e a Fera           

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2004 - Metamorphoses                

2005 - Belíssima                               

2006 - O Profeta              

2007 - Os Amadores       

2008 - Faça Sua História Georgette          

2008 - Ciranda de Pedra               

2009 - Cama de Gato     

2010 - As Cariocas           

2011       - Insensato Coração      

2012 - apas & Beijos       

2013 - Amor à Vida         

2015 - Felizes para Sempre?       

2015 - Além do Tempo

Oliveira, ოლივეირა, Paolla, პაოლა, ბიოგრაფია
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...