დამატება

რიჩარდ მედენი / Richard Madden

18.07.2016 - 09:05
ბიოგაფია: რიჩარდ მედენი / Richard Madden

დაბადების სახელი: რიჩარდ მედენი
დაბადების თარიღი: 1986 წლის 18იცნისი
დაბადების ადგილი: ელდერსლი, შოტლანდია, ბრიტანეთი
პროფესია: თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი
კარიერა: 2000 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 184 სმ.

ბიოგრაფია: რიჩარდ მედენი, ის მსახიობია, რომლის სახელიც მრავალმილიონიანმა მაყურებელმა, საქვეყნოდ ცნობილი ტელესერიალის, „სამეფო კარის თამაში“, ერთ-ერთი გმირის იუნტერფელის ლორდის, რობ სტარკის სახელთან გააიგივა. მაგრამ, განა შეიძლება იფიქრო, რომ ეს ნიჭიერი შოტლანდიელი, მხოლოდ ერთი როლის მსახიობია? ცხადია, არა! მსახიობის ისტორია კინოს გადასაღებ მოედანსა და თეატრის სცენებზე შესრულებული გმირთა როლების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რიჩარდი შოტლანდიის ერთ-ერთი რეგიონის პატარა ქალაქში, ელდერსლში მოევლინა სამყაროს. მამამისი სახანძრო განყოფილებაში მუშაობდა, დედა კი - დაწყებითი სკოლის მასწავლებელად. როგორც მსახიობის მშობლები და ნათესავები ამბობენ, ის თურმე ძალიან მორიდებული და მორცხვი ბავშვი იყო, რის გამოც მას არ შეეძლო თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და ახალი მეგობრების შეძენა. იმისთვის რომ ბავშვს, ეს მემკვიდრეობით თანდაყოლილი კომპლექსი დაეძლია, მის მშობლებს ვიღაცამ სანათესაოდან ურჩია, რომ ბიჭი ადგილობრივ «Paisley Arts Centre's» -ის თეატრალურ სკოლაში შეეყვანათ. ასე აღმოჩნდა რიჩმონდი თეატრის სცენაზე. მართლაც, ბავშვმა მალე დასძლია თავისი შიშის გრძნობა, რომელიც მას ხელს უშლიდა საზოგადოებასთან ნორმალურ ურთიერთობაში. რიჩმონდმა მსახიობობის საოცარი ნიჭი გამოავლინა, რის შესახებაც ბევრს საუბრობდა პედაგოგებიცა და საზოგადოებაც. სულ მალე კი - ის პროდიუსერებმაც აღმოაჩინეს, რომლებიც ფილმისთვის „Complicity“ მსახიობს ეძებდნენ ახალგაზრდა ენდის როლის შესასრულებლად. ასე რომ, 1999 წელს რიჩარდ მეიდენი პირველად აღმოჩნდა კინოს გადასაღებ მოედანზე. დრამატულ თრილერში შესრულებულმა მცირე როლმა, მას დიდ კინოში შეუღო კარები. ამ დღიდან, მსახიობი სხვადასხვა ქასთინგებისა და ნახვების ხშირი მონაწილე გახდა, რამაც სულ მალე თავისი დადებითი ნაყოფი გამოიღო. ახალგაზრდა მსახიობისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 1999-2000 წწ-ში, ერთერთი მთავარი, სებასთიაბ სიმპქინსის როლის შესრულება საბავშვო ტელესერიალში „Barmy Aunt Boomerang“. ამის შემდეგ, მსახიობი დროებით ჩამოშორდა კინოს, რისი მიზეზიც ცოდნის გაღრმავება გახლდათ. 2002წელს მსახიობი გლაზგოში გადავიდა და საბუთები შოტლანდიის მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიაში შეიტანა, სადაც ხუთი წელი სწავლობდა და პარალელურად პროფესიონალი მსახიობის კარიერას იკეთებდა. 

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლისას, რიჩმონდმა თეატრალურ კომპანიასთან «Arches and Glasgow Repertory» დაიწყო თანამშრომლობა, რომლის დროსაც მან ფრანც ქსავის სცენარში "Fool", თომის როლი შეასრულა. ეს დადგამა შოტლანდიის «Citizens' Theatre» თეატრის სცენაზე კვირაში რამდენიმეჯერ იმართებოდა. სპქტაკლი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და სულ მალე მთელი დასი ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონებში გაემართა სპექტაკლით ტურნეში. ასე შენიშნეს მსახიობი ლონდონის ლეგენდარული თეატრის "Globe" ხელმძღვანელებმა. ლონდონის თეატრის სცენაზე მსახიობმა დრამაში „რომეო და ჯულიეტაში“, რომეოს როლი შეასრულა. სპექტაკლს დიდი გამოხმაურებები მოჰყვა. შემდგომი 2 წლის მანძილზეის რამდენიმე ახალ თეატრალურ დადგმაში გამოჩნდა, რომლებშიც კვლავ წარმატებით გამოვიდა. 

2009 წელს რიჩარდ მედენმა ხელახლა სცადა კინემატოგრაფის სამყაროს დაპყრობა. მსახიობი ВВС -ის კომპანია«Хоуп-Спрингс»-ის სერიალში გადაიღეს. 2010 წელს მას მოჰყვა ფილმში „Chatroom“ მეორე ხარისხოვანი როლი, ასევე ახალი როლები მისცეს "Globe"თეატრშიც. სერიალში „სამეფო კარის თამაში“, გამოჩენამდე მსახიობმა კიდევ ორ სრულმეტრაჟიან ფილმში მოასწრო გადაღება. ესენია ნაკლებად ცნობილი ბრიტანული ფილმები: „Sirens“ და „Worried About The Boy“. 

2011 წელს რიჩარდ მედენმა, წარმატებით გაართვა თავი რობ სტარკის როლის სინჯებს და წარმატებით შეასრულა სერიალში „სამეფო კარის თამაში“, ლორდ უინტერფელის, ჩრდილოეთის მეფის რობ სტარკის როლი. ახალგაზრა მსახიობმა ამ როლით ისეთი დიდება მოიპოვა, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა. 2012-2013 წლებში, (მსახიობის გმირის რობ სტარკის სიკვდილის შემდეგ) რიჩარდი ორ ახალ ფილმში: დრამაში „Birdsong“ და რომანტიულ ფილმში „A Promise“ გადაიღეს. 2015 წელს მსახიობმა მთავარი როლები შეასრულა ფილმებში „londike“ და „Cinderella“. ფილმში „inderella“ მან მშვენიერი პრინცის როლი ითამაშა, მშვენიერ პრინცესა - მსახიობ ლილი ჯეიმსთან (კონკია) ერთად.

პ ი რ ა დ ი: უკვე რამდენიმე წელია (2011 წლის დასასრულიდან) პოპულარული შოტლანდიელი მსახიობი ინგლისელ მსახიობს ჯენა ქოულმანს ხვდება (მეტნაკლებად ცნობილია კლარა ოსვალდის ტელესერიალიდან „Doctor Who“). წყვილს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობები აკავშირებს და შესაბამისადინგლისურ პრესაში დრო და დრო გამოჩნდება ხოლმე ცნობები მათი საქორწინო სამზადისის შესახებ.
ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2000 - Complicity
2010 - Chatroom
2011 - Strays
2013 - A Promise
2015 - Cinderella
2015 - Group B
2016 - Bastille Day

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
1999 - 2000 - Barmy Aunt Boomerang
2009 - Hope Springs
2010 - Worried About The Boy
2011 - 2013 - Game of Thrones
2011 - Sirens
2012 - Birdsong
2014 - Klondike

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.