დაბადების სახელი: რიჩარდ რიკი უიტლი
დაბადების თარიღი: 23 ნოემბერი 1981 წელი
დაბადების ადგილი: ოლდემი, დიდი მანჩესტერი, ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1995 წლიდან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 188 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: უიტლი ბრიტანელი მსახიობია. რიკი 1981 წლის 23 ნოემბერს დაიბადა ოლდემში. იყო "ამერიკული ბეხბურთის" მოთამაშეც. უნივერსიტეტში სწავლისას, სანამ თავის კარიერას ფოტომოდელობაში დაიწყებდა, პარალელურად სამუშაოს დაეძებდა ბრიტანეთის ტელევიზიაში და მსახიობი იძულებული შეიქნა სწავლისთვის თავი დაენებებინა.
უიტლი, 2000 წელს კომპანია Reebok - ის სახე გახდა.
როგორც მსახიობი, იგი ცნობილი გახდა ბრიტანეთის საპნის ოპერებში: "Dream Team" და "Hollyoaks" - შესრულებული როლებით. ბოლო პროპექტი მან 2011 წელს დატოვა და აშშ-ში გადავიდა, სადაც მალე მეორე ხარისხოვანი როლი მიიღო სერიალში - VH1 "თავისუფალი ლედი". 2014 წელს მისი გადაღება დაიწყეს პოსტ-აპოკალიპტურდრამში - სერიალში - "ასი" - / The CW «100». ამის შემდეგ, მას შეყვარებული როსელ ეიტსის საინტერესო როლი მისცეს ABC - ს სერიალში «Mistresses".
2016 წლის 28 იანვარს, მსახიობი ახალ ამერიკულ ფენტეზურ, დეტექტივური ჟანრის სერიალში "American Gods" - "ამერიკის ღმერთები". სერიალში, რომელსაც ძალიან დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ კრიტიკოსები. აქ, რიკი -"ჩრდილის" - გერმანო-სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, ოდინისა და ფრიგას შვილის, ბალდირის როლს ასრულებს.
ვაჟა ჩომახიძე.