ბიოგრაფია

სერენა აუტიერი / Serena Autieri (იტალიელი მსახიობი) ბიოგრაფია

24.08.2017 სხვა ქვეყნების მსახიობები 824 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:  სერენა აუტიერი / Serena Autieri           
დაბადების თარიღი: 4 აპრილი 1976 წელი
დაბადების ადგილი: ნაპოლი, იტალია
პროფესია: თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი, მომღერალი
კარიერა: 1996 - 2016
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 171 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სერენა აუტიერი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობია, რომელიც მაყურებლებისთვის ცნობილია ფილმებით: "კალასი და ონასისი", "ქალები კაცების წინააღმდეგ" და "პრინცესა და ღარიბი". ამას გარდა, მსახიობს იტალიაში იცნობენ, როგორც მომღერალსაც. 2003 წელს იგი მუსიკალური ფესტივალის "სან-რემოს" ორგანიზატორი იყო პიპო ბაუდოსა და კლაუდია გერინთან ერთად.

სერენა 1976 წლის 4 აპრილს დაიბადა ნეაპოლში, კამპანიასში. იგი ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე იყო გატაცებული ხელოვნებით, განსაკუთრებით სიმღერით, ცეკვებითა და ლიტერატურით. პირველად მან კარიერის გაკეთება მომღერლის რანგში დაიწყო. 1998 წელს მან პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით «Anima Soul». 90- იან წლებში იგი სატელევიზიო სერიალებში გამოჩნდა, რომელთაგან აღსანიშნავია: «Un posto al sole», «Vento di ponente» და «Tutti i sogni del mondo». 2004 წელს მსახიობსმთავარი როლი მისცეს მხატვრულ ფილმში «სარა მეი», რომელიც რეჟისორმა მარიანო სკივერესმა გადაიღო.

ამის შემდეგ, სარა 20-ზე მეტ ფილმსა და სერიალში გადაიღეს, რომელთა შორისაა: "ჯორჯო კაპიტანი" (2005), "ღამე გამოცდების წინ - დღეს" (2007), ასევე ორი კომედია. 2013 წელს სერენამ კიდევ ერთი მთავარი როლი მიიღო ალესანდრო სიანის კომედიაში "პრინცესა და ღარიბი". იმავე წელს მან ჰილდას როლი შეასრულა ლუიჯი სესინელის კომედიაში "ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს" და ანიტას როლი ფილმში "ფანტასტიური მოგზაურობები".

2014 წელს იგი რეჟისორ კარლო ვანცინის კომედიაში "შენი გემოვნება" გამოჩნდა. 2015 წელს კი -  მხატვრულ ფილმში "სასწაულები ხდება" მოგვევლინა.

2013 წელს მსახიობმა დისნეის მულტფილმი "თოვლის დედოფალი" გაახმოვანა და ამას გარდა პროექტის ყველა ვოკალური ნომერი შეასრულა. 

კინოსა და ტელევიზიის გარდა, მსახიობი სარეკლამო გადაღებებითაც არის დაკავებული. 2002 წლიდან მუშაობა დაიწყო თეატრში. ითმასა სხვადასხვა სპექტაკლებსი, რომელთაგან აღსანიშნავია: «Shakespeare in Jazz», «A Midsummer Night's Dream», «Vacanze Romane». მისი სასცენო დებიუტი კი - იგივე წელს მუზიკლში «Bulli e pupe» - შედგა.

2010 წელის შემოდგომაზე სერენა ენრიკე გრისელის გაჰყვა ცოლად, რომელთანაც 2013 წელს ქალიშვილი ჯულია ტოსკა გრისელი შეეძინა.

ვაჟა ჩომახიძე.

 

Autieri, აუტიერი, სერენა, Serena, მომღერალი, ბიოგრაფია, მსახიობი, იტალიელი
სულ კომენტარი: 0
avatar