დამატება

შარლტო ქოპლი / Sharlto Copley

09.07.2016 - 09:19
ბიოგაფია: შარლტო ქოპლი / Sharlto Copley

დაბადების სახელი: შარლტო ქოპლი
დაბადების თარიღი: 1973 წლის 27 ნოემბერი
დაბადების ადგილი: იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე
კარიერა: 2005 წლიდან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 182 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სამხრეთ აფრიკელი მსახიობი შარლტო ქოპლი 1973 წლის 27 ნოემბერს დაიბადა იოჰანესბურგში. იგი მაყურებლისთვის ცნობილია რეჟისორ ნილ ბლომკაპის მიერ გადაღებული ფანტასტიური ჟანრის გახმაურებული ფილმებით: „District 9“, „The A-Team“, „Maleficent“ და „Chappie“. ის თავისი მოკლე მეტრაჟიანი ფილმებით კანის ფესტივალზეც გამოჩნდა. მას იცნობენ სარეკლამო რგოლებითა და მუსიკალური კლიპებითაც. შარლტო 1987- 1991 წწ-ში იოჰანესბურგის გარეუბანში, ჰედჰილის კერძო უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. ის ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული და დაკავებული სამოყვარულო სპექტაკლებში (როგორც თეატრალურ წარმოდგენებში, ასევე კინოში). აქ გაიცნო მან სიმონ ჰანსენომი (მისი მომავალი ბიზნეს პარტნიორი), რომელმაც საბოლოო ჯამში, შარლტოს მისცა იმის საშუალება, რომ მას გაეფართოვებინა თავისი სამუშაო და რეჟისურის ახალ საფეხურებზე ასულიყო. 

შარლტო, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ქეიპთაუნში გადადის, რათა ჰანსენთან ერთად საკუთარი მედია-კომპანია Channel 69 Studios შექმნას. მათი ფირმა სამხრეთ აფრიკის სატელევიზიო მაუწყებლობის მეხუთე არხზე e.tv. ღებულობს ლიცენზიას. მაგრამ, მალე არხის შიდა პოლიტიკის გამო, ისინი კვლავ დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდნენ. ამ დროს, 20 წლის შარლტო გაიცნობს 14 წლის ნილ ბლომკამპს (მომავალი რეჟისორი ფილმისა „District 9“) და მიიღებს მას თავის ფირმაში კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერად. თავისი კარიერის მანძილზე ისინი ერთობლივად იღებენ ვიდეო კლიპებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

2005 წელს ქოპლი და ჰანსენი პროდიუსერობას უწევენ ბლომკამპის 6 წთიან ფილმს „Alive in Joburg“, რომელიც 2009 წელს პიტერ ჯექსონმა და ნილ ბლომკამპმა ხელახლა გადაიღო, სახელწოდებით „District 9“, სადაც შარლტო მთავარ, ვიკუს ვან დე მერვეს როლს თამაშობს. ფილმის გადაღებისას ქოპლი უმეტესწილად გამოსვლებისა და დიალოგების იმპროვიზაციით იყო დაკავებული, რათა დოკუმენტური სტილის მაქსიმალური ეფექტისთვის მიეღწია. შემდეგში, შარლტომ რამდენიმე როლი ითამაშა ბლომკამპის სხვადასხვა ფანტასტიურ ფილმებში. ფილმში „Elysium“ მან მთავარი ბოროტმოქმედის, დაქირავებული მკვლელის კრიუგერის როლი შეასრულა. ფილმში „Chappie“ კი - ვუნდერკინდი ბავშვი რობოტი ჩაპის, რომელიც თავისი გარემოცვის გავლენის ქვეშაა მოქცეული და მხოლოდ თავისი გული და სული დაეხმარება მას ჭეშმარიტი გზის პოვნაში, გახდეს პირველი რობოტი, რომელსაც აქვს გრძნობებისა და ფიქრის უნარი. მსახიობი გულისხმიერებით და დიდი ენერგიით სწავლობდა ყველა მოძრაობას, რომ ამ საოცრად ჭკვიანი რობოტის როლი მკაცრი სიზუსტით შეესრულებინა.

პ ი რ ა დ ი: შარლტომ დაწყებითი განათლება იოჰანესბურგის წმინდა ანდრეის Grahamstown და Redhill -ის დაწყებით სკოლაში მიიღო. მამამისი დოქტორი ბრიუს ქოპლი, უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორია. ამჟამად, სრულფასოვანი პედაგოგი, მსახიობი და მულტი-ინსტრუმენტალისტია. დედამისი ლინდა- აკციი ქიპლი კეიპთაუნში ცხოვრობს და ქრისტიანი მკურნალია. მისი ძმა, დონოვანი ქეიპთაუნის ჯგუფ „Hot water“-ის სოლისტია, რომლის მუსიკაც BBC World-ზე აღინიშნა და მისი სიმღერა „Bushfire" ფეხსაცმელების მწარმოებელი იტალიური ბრენდის Primigi-ის რეკლამაშია გამოყენებული. მსახიობის და მარისა მოცეკვავეა და fashion & costume. იგი ასევე ტექსტილის ფირმის მფლობელია.

 ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2006 - Alive in Joburg - სნაიპერის როლი
2009 - District 9 - ვიკუს ვან დე მერვეს როლი
2010 - The A-Team - მიორდოკის როლი
2013 - Europa Report - ჯეიმს კორიგანის როლი
2013 - Elysium - კრიუგერის როლი
2013 - Open Grave - ჯონის როლი
2013 - Oldboy - ედრიან პრაისის როლი
2014 - Maleficent - მეფე სტეფანის როლი
2015 - chappie - ჩაპის როლი
2015 - The Hollars - რონ ჰოლარი
2015 – Hardcore - ჯიმის როლი

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2015 – Powers - კრისტიან უოლკერი

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.