დამატება

სტეისი მარტინი / Stacy Martin

02.05.2016 - 08:52
ბიოგაფია: სტეისი მარტინი / Stacy Martin

დაბადების სახელი: სტეისი მარტინი

დაბადების თარიღი: 1 იანვარი, 1991 წელი

დაბადების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი

პროფესია: მ სახიობი, მოდელი

კარიერა:  2013 წლიდან

ზოდიაქო: ვერძი

სიმაღლე: 170 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სტეისი მარტინი პარიზში დაიბადა, დალაქ რეი მარტინისა და ინგლისელი ქალბატონის ანეტ მარტინის ოჯახში. ბავშვობაში გოგონა მშობლებთან ერთად ხშირად მონაცვლეობდა ქალაქიდან ქალაქში საცხოვრებლად. მომავალი მსახიობი, სამოდელო სააგენტო «Premier Model Management» -ში მუშაობდა. მოდელად.

სტეისი, სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. აქ ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სამსახიობო დაოსტატების სკოლაში სწავლა გადაწყვიტა.

მისი სამსახიობო დებიუტი 2013 წელს შედგა, როცა მან მთავარი როლი (ლარსა ფონ ტიერი) შეასრულა ეროტიული ჟანრის ფილმში „ნიმფომანიაკი“ (Nymphomaniac). ამ ფილმისთვის მსახიობმა, 2014 წელს „ბოდილის“ ფესტივალზე კატეგორიაში - „საუკეთესო მსახიობი ქალი“ - ჯილდო მოიპოვა.

მსახიობმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია: მცირებიუჯეტიან ფილმში - „ზამთარი“ და დიდბიუჯეტიან ფილმებში: „ზღაპართა ზაღაპარი“ და „სიმაღლე“ - შესრულებული როლებით.

2014 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სტეისი რეჟისორ ნიკოლას საადის ფილმში „თაჯ მაჰალი“ (Taj Mahal), მთავარ (ლუიზი) როლში მიიწვიეს. ფილმი 2008 წელს მუმბაიში მომხდარ ტერორისტულ აქტს მიეძღვნა. ფილმის გადაღებები 18 ოქტომბერს დაიწყო მუმბაიში, სასტუმრო თაჯ-მაჰალთან და 2 ნოემბრამდე გაგრძელდა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგონა ლუიზი, მშობლებთან ერთად ინდოეთის ლამაზ ფეშენებელურ სასტუმროში - „SoBo“ - დაბინავდება. ის მარტო აღმოჩნდება ოთახში, როცა ტერორისტები სასტუმროს თავს დაესხმებიან. ფილმში აღწერილია, თუ როგორ იბრძვის გოგონა სიცოცხლის გადარჩენისთვის მთელი ღამის მანძილზე. მას ხელთ მხოლოდ მობილური ტელეფონი აქვს, რითაც მშობლებს ეკონტაქტება.

მსახიობისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა 2015 წელი. ის ამჟამადაც განაგრძობს გადაღებებს ფილმებში: „მასხარა“(The Clown) და „ბოლო ფოტოგრაფი“ (The Last Photograph).

პ ი რ ა დ ი: 2014 წლის მონაცემებით, სტეისი მარტინი ლონდონში ცხოვრობს თავის ბოიფრენდთან ერთად, რომელსაც დანიელ ბლუმბერგი ჰქვია და რომელიც YUCK და Cajun Dance Party-ის მუსიკოსია.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2013 - Nymphomaniac

2013 - Winter

2015 - La dame dans l'auto avec un fusil et des lunettes

2015 - Il racconto dei racconti

2015 - High-Rise

2015 - The Childhood of a Leader

2015 - Taj Maha

2016 - The Last Photograph

2016 - The Clown

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.