დამატება

ტესნიმ როკი / Tasneem Roc (მსახიობის ბიოგრაფია)

28.10.2016 - 13:23
ბიოგაფია: ტესნიმ როკი / Tasneem Roc (მსახიობის ბიოგრაფია)

დაბადების სახელი: ტესნიმ როქი
დაბადების თარიღი: 11 დეკემბერი, 1978 წელი
დაბადების ადგილი: სიდნეი, ავსტრალია
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი
კარიერა: 1998 წლიდან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 163 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ტესნიმი ავსტრალიის ტელევიზიისა და კინოს მსახიობია. ის სიდნეიში დაიბადა. დედამისი, მარგარეთ როკი, წარმოშობით შოტლანდიელია. მამა, ჯონ როკი, წარმო-შობით - ბირმიდანაა. ჰყავს ძმა - იაკობ როკი. 

დაწყებითი განათლება, გოგონამ ტურამურას საშუალო სკოლაში მიიღო. სამსახიობო ხელოვ-ნებას კი - ავსტრალიის ახალგაზრდობის თეატრის სკოლაში დაეუფლა, ხოლო,უმაღლეს განათ-ლებას სიდნეის უნივერსიტეტში ეზიარა.

მსახიობმა თავისი კარიერა პოპულარულ ავსტრალიურ ტელევიზიაში დაიწყო. ის, როგორც thania Saya-ს სკოლის აქტიური სტუდენტი სერიალ „Heartbreak High“-ის მეექვსე სეზონში მიიწ-ვიეს. ამის შემდეგ, მსახიობი ABC არხის სერიალში „Head Start“ სქაი ქუინის როლში გამოჩნდა. 

იგი ასევე, მიწვეული სტუმრის სახით მოგვევლინა ბრიტანეთის Sky სატელევიზიო საფეხ-ბურთო სერიალში „Dream Team“, როგორც ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი შენონ ედემ-ჩაილდსის როლში. შემდეგ, ტესნიმი გადაიღეს ABC არხის კრიმინალური ჟანრის სატელე-ვიზიო სერიალში „dramedy Crownies“ - ტინა ჩანგის როლში.

2007 წელს, ტესნიმი СБС არხის მინი სერიალში, „East West 101“, ამინა მალიკის როლის შესა-სრულებლად მიიპატიჟეს, რის გამოც, მსახიობს რამდენიმე არაბული და ისლამური ლოცვის შესწავლა მოუხდა, რადგან სერიალში ის ზან მალიკის - მუსულმანი დეტექტივის ცოლის როლს ანსახიერებდა.

2012 წელს, ტესნიმი ბრიტანელი ჟურნალისტის, სტეფანი მერდოკის როლით წარსდგა მაყუ-რებლის წინაშე, მხატვრულ ფილმში - „Kath & Kimderella“, რომელიც დაფუძნებულია ჰიტად ქცეულ ტელესერიალზე „Kate and Kim“. 

იმავე წელს, მსხიობი სერიალების როლების საუკეთესო შესრულებისთვის, Equity Awards-ით დააჯილდოვეს.

2013 წელს მსახიობი ავსტრალიურ დრამატულ სერიალში, „Reef Doctors“ გამოჩნდა, მედიცი-ნის დის - ოლივია შოუს როლით.

2014 წელს ტესნიმი სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში: „he Little Death“ და მოკლემეტრაჟიან ფილმში „Housemates“ გადაიღეს. 

2015 წელს მსახიობი ახალ სერიალში, „Winter“ მოგვევლინა, ემა ტანის როლით. 
ვაჟა ჩომახიძე


ფ ი ლ მ ე ბ ი:
2014 - Housemates 
2014 - The Little Death
2012 - Kath & Kimderella
2012 - Not Suitable for Children 
2011 - Burning Man
2009 - The 7th Hunt 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2015 - Winter 
2013 - Reef Doctors
2011 - Crownies
2010 - 2011 - Spirited
2008 - Packed to the Rafters
2008 - Out of the Blue
2007 - 2011 - East West 101
2007 - Sea Patrol
2001 - Head Start
1997 - 2007 - Dream Team
1994 - 1999 - Heartbreak High
1988 - Home and Away

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.