დამატება

ურასაია სპერბუნდი / Urassaya Sperbund

22.07.2016 - 09:03
ბიოგაფია: ურასაია სპერბუნდი / Urassaya Sperbund

დაბადების სახელი: ურასაია სპერბუნდი
დაბადების თარიღი: 1993 წლის 18 მარტი
დაბადების ადგილი: ატაია, ტაილანდი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2008 წლიდან
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 170 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ურასაია მოთხოვნადი მსახიობი და მოდელია. ცნობადობა მოიპოვა 2010 წელს სერიალ "Kularb Рай Narm" - ში გადაღების შემდეგ. იგი შერეულ ოჯახში დაიბადა. დედა - ურაი სპერბუნდი, მამა - სიგოდ სპერბუნდი. ჰყავს და - კატლეია სპერბუნდი. აქვს ნორვეგიულ-ტაილანდური წარმოშობა. ოჯახში მეორე ბავშვია, უფროსი დის კატრეიას შემდეგ. რწმენით ბუდისტია. ოთხ უცხო ენას ფლობს: ინგლისურს, ფრანგულს, ნორვეგიულს და ცხადია, მშბლიურ ტაილანდურს. ცხენოსნობით ერთობა. გატაცებულია ცურვითა და კალათბურთით. ერთი სიტყვით, საკმაოდ სპორტული გოგონაა. მისი საყვარელი მსახიობი იაი ან ტონგრასომია. მიღებული აქვს განათლება და დამთავრებული აქვს სასწავლებლები: რეგენტის სკოლა, ბანგკონგის ბატანას სკოლა, ჩულალონგკორნის უნივერსიტეტი. არის ენისა და კულტურის ბაკალავრი. 

როგორც მსახიობი, კინოინდუსტრიაში 2008 წლიდან შევიდა, ხოლო, ცნობადობა და დიდი პოპულარობა 2010 წელს მოიპოვა, როცა გაბედული და უშიშარი გოგონას იმიჯი თავად შეიქმნა ფილმში „Jeed in Duang Jai Akkanee“ Nadech Kugimiya-ს როლის შესრულებით. მთელს ქვეყანაში მან მრავალი გულშემატკივარი მონუსხა. იგი ჯერ კიდევ რჩება darling და საყვარელ heartthrob ტაილანდურ ინდუსტრიაში. მსახიობს კარგად იცნობენ თავის ქვეყანაში, როგორც გართობისა და შოუების დიდოსტატს. ამ კუთხით ,მან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 20011-2013 წლებში. მეტსახელად „გართობის ანგელოზიც კი შეარქვეს“. იგი 2015 წელს სატელევიზიო ეთერში, დრამაში „Neung Nai Suang“ Jirayu Tangsrisuk-თან ერთად გამოჩნდა.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2008 - Invisible friend
2010 - Invisible friend
2010 - Thara's Himalaya
2010 - Akkanee's Heart
2010 - Wayupak's Enchantment
2011 - Boiling Sun
2011 - Evil Game, Love Game
2012 - Who Does This Earth Belong To ? 
2013 - Illusions of Tawan
2013 - Marigold
2014 -The Rising Sun
2015 - Only you in my heart
2016 - Life wave

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.