დამატება

ვიტორია პუჩინი / Vittoria Puccini

31.05.2016 - 09:30
ბიოგაფია: ვიტორია პუჩინი / Vittoria Puccini

დაბადების სახელი: ვიტორია პუჩინი
დაბადების თარიღი: 18 ნოემბერი 1981 წელი
დაბადების ადგილი: ფლორენცია, იტალია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2011 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: მორიელი
სიმაღლე: 171 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ვიტორიას მამა იურისტია და ფლორენციის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის პროფესორი. დედა - დაწყებითი სკოლის მასწავლებელია. ვიტორიამ წარმატებით დაამთავრა სკოლა და იდეალური სტუდენტი გახდა. თანაც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მომავალში მამის კვალს დაადგებოდა. „მე ყოველთვის მომწონდა სწავლა - ამბობს ის, - განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები მიყვარს: იტალიური ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია და ისტორია. მაგრამ, როცა გადაღებაზე მიმიწვიეს, მე მივხვდი, რომ ამ საქმისთვის ვიყავი დაბადებული, მიცხვდი, რომ ჩემი გზა ცხოვრებაში უკვე ვიპოვე. და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს 19 წლის ასაკში მოხდა. აქედან მოყოლებული, მე არასოდეს შემპარვია ეჭვი ჩემი არჩევანის სამართლიანობაში...“
ვიტორია არა მარტო ჭკვიანი და ლამაზია, რომელმაც მრავალი თაყვანისმცემლისა და ალესანდრო პერციოზის ყურადღება მიიპყრო, არამედ ის მშვენიერი დედაცაა პატარა გოგონა ელენასი და ალესანდროსთვის კი - საყვარელი მეუღლე. იტალიელებმა იგი არაერთხელ აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალბატონად.
ერთხელ, მსახიობმა განაცხადა:“ ჩემი გენეტიკური ხე, მუსიკალური წარმომავლობის შესახებ მიუთითებს, მაგრამ მე ეს სიმართლედ არ მეჩვენება. 
მამაჩემის პაპა, რუს გრაფინიაზე შეუღლდა, მგრამ არ იმისთვის, რომ ამ ქორწინებით ქალის კეთილშობილური წარმომავლობა გაეზიარებინა“- ო.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვიტორია ამბობს: „ნამდვილად გამიმართლა: მე არ ვარ მჭამელი, არ ვეტანები ყველანაირ საზიზღრობას. მე ჯანმრთელი კვება მომწონს და ამ მიმართულებით პირადი მწვრთნელიც მყავს: მე უნდა მაიძულონ სპორტით დაკავება, რადგან თავად ზარმაცი ვარ. ხოლო, რაც შეეხება ესთეტიურ ქირურგიას, მე მისი მეშინია“.
საბედნიეროდ, მსახიობს იშვიათად აქვს „მძიმე“ დღეები და მის დაძლევაში მას დედა ეხმარება. უყვარს რუსული ლიტერეტურა. განსაკუთრებით, ტოლსტოი და დოსტოევსკი.
ვიტორია ამბობს: „ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები: “რატომ არ უნდა გავიზარდო მკერდი? ერთი-ორი ზომით...“ ვიხუმროთ? მე ვამაყობ ჩემი პირველი ზომით. თინეიჯერობისას მე ოდნავ განვიცდიდი ამას და ბუზჰალტერში ბამბას ვიფენდი... შემდეგ კი - ვისწავლე მისი დაფასება: მკერდი რომ გადავიკეთო, მაშინ მე არ ვიქნები მე და დავკარგავ ჩემს უნიკალურობას.
მსახიობმა არ იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქალური ხრიკები: კატასტროფული მაცდურობა და რომანტიულობა მას არ აინტერესებს. ის მთავარ ყურადღებასა და მნიშვნელობას არსს ანიჭებს. ბავშვობაში მშობლებთან ერთად უყვარდა კინოში სიარული. ერთხელ მან, ფრედერიკო ფელინის „რვანახევარი“ ნახა და მიხვდა, რომ კინემატოგრაფს ძალუძს თქვენს თვალწინ მთელი სამყარო გახსნას და ეს სამყარო რეჟისორის სამყაროა. თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ამ სამყაროში...
როცა მსახიობს ღალატის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „პრინციპში, ჩემი შეხედულებით, ღალატის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ვერ გაიგეთ, თუ რას ნიშნავს - გიყვარდეს. ამ მომენტში, უფრო მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ მეორე მხარის პატივისცემის საკითხს: საკუთარ თავზე ფიქრი არ გაძლევს მეორე მხარეზე ფიქრის საშუალებას - იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ შესაძლოა ის ღალატით ძლიერ იტანჯება. წყვილებს შორის ყოველთვის უნდა იყოს ურთიერთ პატივისცემა, სხვაგვარად ნდობას ვერ მოვიპოვებთ.“

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2015 - Maraviglioso Boccaccio ...კატალინა.
2015 - L'Oriana ... ორიანა ფალაცი.
2014 - Tutta colpa di Freud ... მარტა.
2013 - Io non ti conosco ... ვიოლა.
2013 - Altri tempi ... მადალენა.
2012 - Acciaio ...ელენა.
2012 - Magnifica presenza ... ბეატრიჩე.
2011 - Violetta ... ვიოლეტა ვალერი.
2011 - La vita facile ... გინევრა.
2010 - C'era una volta la città dei matti... მარგარიტა.
2010 - Baciami ancora ... გიულია.
2009 - Tutta la verità ... პაოლა რავესე.
2008 - Colpo d'occhio ...გლორია.
2007 - La baronessa di Carini ...ლაურა.
2007 - Le ragazze di San Frediano ... მაფალდა ლუცერნი.
2006 - Kronprinz Rudolf ... მარი ვეტსერა.
2005 - Ma quando arrivano le ragazze? ... ფრანჩესკა. 
2004 - Imperium: Nerone ... ოქტავია. 
2002 - Sant'Antonio di Padova ... ტერეზა.
2002 - Paz! ...მირელა.
2000 - Tutto l'amore che c'è ... გაია.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2013 - Anna Каренина (მინი-სერიალი) ...ანა კარენინა.
2003 - 2005 - Elisa di Rivombrosa (სერიალი)... ელიზა.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.