დამატება

ჟან-პოლ ბელმონდო / Jean-Paul Belmondo

26.06.2016 - 15:20
ბიოგაფია: ჟან-პოლ ბელმონდო / Jean-Paul Belmondo

დაბადების სახელი: ჟან-პოლ ბელმონდო
დაბადების თარიღი: 1933 წლის 9 აპრილი
დაბადების ადგილი: ნეი-სკორ-სენი, საფრანგეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1957 - 2013
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 176

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ჟან-პოლ ბელმონდო ფრანგი მსახიობია, რომელმაც დიდება და პოპულარობა ფრანგული „ახალი ტალღის“ 1960-იან წლებში გადაღებულ ფილმებში, თავისი შეუდარებელი ღიმილითა და „ახალგაზრდა მეამბოხის“ სახის შექმნით დაიმსახურა. მან ევროპელი თაობების მრავალათასიანი აუდიტორიის დიდი სიყვარული და ყურადღება მიპოვა. მომწიფებულ ასაკში კი, მათი სიმპათიები კომედიურსა და მძაფრსიუჟეტიან ფილმებში შექმნილი როლებით დატვირთა.

მსახიობი ნეინი-სკორ-სენში ცნობილი პარიზელი სკულპტორის, პოლ ბელმონდოს (1898-1982) ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, ბიჭმა საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: “ვინ სურს გამოვიდეს: სპორტსმენი, თუ მსახიობი“? 20 წლის ასაკში ის მიხვდა, რომ მსახიობობა უფრო სცემს მის კითხვებზე პასუხს, ვიდრე სპორტი. ამიტომ, სამსახიობო ხელოვნების დასაუფლებლად, ნაციონალური კონსერვატორიის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე იწყებს სწავლას, რომლის დამთავრების შემდეგაც, სამსახიობო კარიერის შესაქმნელად, გასული საუკუნის 50-იან წლებს სცენაზე ატარებს.

ბელმონდოს პირველი კინოდებიუტი 1957 წელს შედგა ფილმში „Molière“, მაგრამ მის მიერ შესრულებული ეპიზოდები, ფილმის გამოსვლის წინ ამოჭრეს. უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მან 1958 წელს გადაღებულ ფილმში „Sois belle et tais-toi“, სადაც ანრი ვიდალთან და ალენ დელონთან ერთად ითამაშა. 26 წლის მსახიობს, მსოფლიო აღიარება მხატვრულ ფილმში „À bout de souffle“ შესრულებულმა უგნური მიშელ პუაკარას როლმა მოუტანა. ეს ფილმი მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრადაა მიიჩნევა. მომდევნო წელს, მსახიობმა სოფი ლორენთან ერთად ითამაშა ვიტორიო დე სიკას ფილმში „ორი ქალი“. ფრანგულ კინოში თავისი საუკეთესო როლები, მან ფრანგი „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ: 1961 - "Une Femme Est Une Femme", 1967 – „le Voleur“, 1969 – „la Sirène du Mississipp“ , 1972 – „Docteur Popaul“ და 1974 – „Stavisky“ წლებში გადაღებულ ფილმებში შეასრულა.

ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი და კომედიური ფილმების ფრანგული ანალოგიებში გამოუსწორებელი ავანტიურისტის პარალელურად, ბელმონდო ისეთ სერიოზულ სახასიათო სახეებს ქმნის, რომ კინოკრიტიკოსები აღტაცებაში მოდიან. ასეთი ფილმებია: 1973 წელს გადაღებული „l’Héritier“, 1974 წელს გადაღებული „Stavisky“ და 1981 წელს გადაღებული „le Professionnel“. 

1986 წლამდე ჟან-პოლ ბელმონდო კომერციულად ყველაზე წარმატებული მსახიობი იყო საფრანგეთში. ალენ დელონის მსგავსად, მან საკუთარი კონოკომპანია შექმნა და თავისი ბებიის ქალიშვილობის დროინდელი გვარი „Cerito“ დაარქვა.

1987 წლიდან მსახიობი თეატრს უბრუნდება, საიდანაც 1959 წელს წამოვიდა. მან პარალელურად მუშაობა კინოშიც განაგრძო. 1995 წელს ბელმონდომ კრიტიკოსები მოხიბლა კიდევ ერთ ფილმში „Les Misérables“ შესრულებული როლით.

2001 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა და კინოსა და თეატრში როლების შესრულება შეწყვიტა. 2008 წელს 75 წლის მსახიობი გადასაღებ მოედანზე ბრუნდება და თამაშობს რეჟისორ ფრანსუა იუსტერის ფილმში „Un homme et son chien“. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალ „პარი-მატჩ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა: „მართალია, მე 90 ფილმში ვითამაშე და შევასრულე 40 თეატრალური როლი, მაგრამ ისე ბედნიერი, როგორც ამ ფილმის გადაღებისას ვიყავი, არასოდეს ვყოფილვარ! ამ ფილმში მე არ ვაკეთებ იმას, რასაც მე ადრე ვაკეთებდი სხვა ფილმებში“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსახიობს კასკადიორი არ ჰყავდა და თავად ასრულებდა ყველა ურთულეს ტრიუკს მანამ, სანამ 1985 წელს ფილმ „Hold-up“-ის გადაღებისას უბედური შემთხვევის გამო, არ დაიმტვრა.

2015 წელს მსახიობმა თავისი კინოკარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

მსახიობს მეტსახელად Bebel-ს ეძახიან.

პ ი რ ა დ ი: ბელმონდო პირველ ქორწინებაში 1953-1966 წწ-ში იმყოფებოდა მოცეკვავე ელოდი კონსტანტენთან. მსახიობს სმი შვილი შეეძინა. ქალიშვილები: პატრიცია და ფლორენცია და ვაჟი პოლი. პოლი „ფორმულა-1“-ის მრბოლელი იყო. უფროსი გოგონა პატრიცია 1994 წელს ხანძრის შედეგად დაიღუპა.

მსახიობს სასიყვარულო რომანი ჰქონდა ურსულა ანდრესსა და ლაურა ანტონელისთან. მან მეორედ იქორწინა მანეკენ და ბალერინა ნატი ტარდიველთან, რომელთანაც ასევე განქორწინებულია.

მსახიობი ხვდებოდა ყოფილ ბელგიელ «Playboy»-ის მოდელს, შემდეგში კი ბიზნეს-ლედის ბარბარა განდოლფს. ბელმონდოს სამი შვილიშვილი ჰყავს პოლისაგან: ალესანდრო, ვიქტორი და ჯაკომო და კიდევ სამი ფლორენციასაგან.

ვაჟა ჩომახიძე. 

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

1956 : Molière de Norbert Tildian (Court-métrage) : La Merluche
1957 : À pied, à cheval et en voiture de Maurice Delbez : Venin
1958 : Un drôle de dimanche de Marc Allégret : Patrick
1959 : Mademoiselle Ange de Géza von Radványi : Michel Barrot
1959 : À double tour de Claude Chabrol : Laszlo Kovacs
1960 : Les Distractions de Jacques Dupont : Paul Frapier
1960 : La Novice d'Alberto Lattuada : Giuliano Verdi
1961 : Un nommé La Rocca de Jean Becker : Roberto La Rocca
1962 : Un singe en hiver d'Henri Verneuil : Gabriel Fouquet
1963 : Le Jour le plus court de Sergio Corbucci : Erede Siciliano
1964 : Week-end à Zuydcoote d'Henri Verneuil : Julien Maillat
1965 : Les Tribulations d'un Chinois en Chine de Philippe de Broca : Arthur Lempereur
1966 : Tendre Voyou de Jean Becker : Tony Maréchal
1967 : Le Voleur de Louis Malle : Georges Randal
1968 : Ho ! de Robert Enrico : François Holin, dit Ho
1969 : Un homme qui me plaît de Claude Lelouch : Henri
1970 : Borsalino de Jacques Deray : François Capella
1971 : Le Casse d'Henri Verneuil : Azad
1972 : La Scoumoune de José Giovanni : Roberto Borgo
1973 : Le Magnifique de Philippe de Broca : François Merlin / Bob Saint-Clar
1974 : T'es fou Marcel... de Jean Rochefort (court-métrage) : Lui-même
1975 : L'Incorrigible de Philippe de Broca : Victor Vauthier
1976 : Le Corps de mon ennemi d'Henri Verneuil : François Leclercq
1977 : L'Animal de Claude Zidi : Mike Gaucher et Bruno Ferrari
1979 : Flic ou Voyou de Georges Lautner : Antonio Cerruti, alias le commissaire Stanislas Borrowitz 
1980 : Balles de débutants de Adolphe Drey (court-métrage) : Lui-même
1981 : Le Professionnel de Georges Lautner : Josselin Beaumont dit Joss
1982 : L'As des as de Gérard Oury : Jo Cavalier
1983 : Le Marginal de Jacques Deray : Le commissaire Philippe Jordan
1984 : Joyeuses Pâques de Georges Lautner : Stéphane Margelle
1985 : Hold-up d'Alexandre Arcady : Grimm
1987 : Le Solitaire de Jacques Deray : Le commissaire Stan Jalard
1988 : Itinéraire d'un enfant gâté de Claude Lelouch : Sam Lion
1992 : L'Inconnu dans la maison de Georges Lautner : Jacques Loursat
1995 : Les Misérables de Claude Lelouch : Henri Fortin / Jean Valjean
1996 : Désiré de Bernard Murat : Désiré
1998 : Une chance sur deux de Patrice Leconte : Léo Brassac
1999 : Peut-être de Cédric Klapisch : Ako
2000 : Les Acteurs de Bertrand Blier : Jean-Paul Belmondo
2000 : Amazone de Philippe de Broca : Édouard
2009 : Un homme et son chien de Francis Huster : Charles
2013: Les Bandits manchots de Claude Lelouch

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.