დამატება

ჟულიანა პაესი / Juliana Paes

01.08.2016 - 15:49
ბიოგაფია: ჟულიანა პაესი / Juliana Paes

დაბადების სახელი: Juliana Couto Paes

დაბადების თარიღი: 26 მარტი, 1979 წელი 

დაბადების ადგილი:  რიუ-ბონიტუ, რიო-დე-ჟანეირი, ბრაზილია

პროფესია: მსახიობი, მოდელი, ტელე წამყვანი 

კარიერა:  1995 წლიდან

ზოდიაქო :  ვერძი

სიმაღლე :  170 სმ.

ბიოგრაფია: ბრაზილიელი მსახიობი, მოდელი და ტელე წამყვანი ჟულიანა პაესი 1979 წლის 26 მარტს დაიბადა რიო-ბონიტოში. იგი არაბული, აფრიკული და ინდური წარმომავლობისაა.ჟულიანა ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალიდან -"გაბრიელა", გაბრიელას მთავარი როლით. ბავშვობა, მსახიობმა რიო-დე-ჟანეიროს პრესტიჟულ უბანში გაატარა. იგი ოჯახში უფროსი ბავშვი იყო. მის მშობლებს სულ ოთხი შვილი ჰყავთ. გოგონას მამა - კარლოს ენრიკე პაესი, გაკოტრდა და ოჯახი საცხოვრებლად, ღარიბი დასახლების პატარა ბინაში გადასახლდა.

მსახიობის შემოქმედებითი კარიერა, 2003-2004 წლებში გადაღებული სერიალიდან Celebridade (ვარსკვლავი) დაიწყო, სადაც მან ჟაკლინ ჟოის როლი შეასრულა. ამ როლის შემდეგ, ჟულიანა საქვეყნოდ ცნობილი გახდა.

„ეს როლი, უსიტყვოდ, საჭირო იყო პროექტისთვის. მაგრამ, ჟულიანის ქარიზმამ, მას უფრო მეტი განვითარება მისცა“ - ამბობს სცენარის ავტორი, ჟილბერტუ ბრაგა. ასე რომ, გოგონა - ტელენოველის მთავარი გმირი გახდა. სერიალის დასაწყისიდანვე მან ფურორი მოახდინა. მას ეკრანზე მკერდის გაშიშვლელამ მოუწია. ამასთან დაკავშირებით, მსახიობმა განაცხადა - „იმისთვის, რომ განსაზღვრული სცენა ვითამაშო, მე გაშიშვლება მომიწევს, მე ამას გავაკეთებ. მაგრამ, შიშველი პოზირება - ეს სულ სხვა საქმეა, ეს არც ისე იოლია“.

ჟულიანას სამსახიობიობო მოღვაწეობისა და პოპულარობის პიკს წარმოადგენდა -  მაიას როლი, 2009 წელს გადაღებულ სერიალში „Caminho das Índias“ (ინდოეთის გზები).

მსახიობს საზღვარგარეთულ ფილმებშიც იღებენ. 2010 წელს ის გადაიღეს რეჟისორ მარსიო გარსიას ფილმში „Bed & Breakfast: Love is a Happy Accident“ (საწოლი და საუზმე: სიყვარული ბედნიერი შემთხვევაა), დინ ქენომთან ერთად.

როგორც მოდელი, ამ როლში ჟულიანა მგრძნობელობის სიმბოლო გახდა, რადგან მის გარეგნობასა და წარმოჩენილ ხასიათში, ერთად მოიყარა თავი: ზღვამ, პლაჟმა, სამბამ და ქოქოსის რძემ - ამბობენ მის შესახებ კრიტიკოსები.

მოდელის რანგში ჟულიანა, სამბას სკოლის Unidos do Viradouro-ს თაყვანიმცემელია. რეკლამირებას უწევს რუჯის საშუალებებსა და ლუდს.

პ ი რ ა დ ი: ჟულიანას არ უყვარს მარტოობა. მისი პირველი რომანი ხუთი წელი გრძელდებოდა. ბოიფრენდის განშორებიდან ერთი კვირის შემდეგ, გოგონამ მარსელუ კასტიონესთან გააბა ურთიერთობა, რომელთანაც საცხოვრებლად სულ მალე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით, მსახიობი ამბობს - „ჩემთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა, მეპოვა ბოიფრენდი. მე ჩვეულებრივ, სწრაფად ვწყვეტ ურთიერთობებს, მაგრამ მარტოდ დარჩენა არ მიყვარს.“ ჟულიანა შემდეგ, მოდელ როდრიგო ილბერტოს ხვდებოდა.

2008 წლის 9 სექტემბერს იგი ბიზნესმენ კარლოს ედუარდუ ბატისტუს გაჰყვა ცოლად. ქორწინების დღე, სპეციალურად ამოარჩევინეს ნიმეროლოგებს. ჯვრისწერა პრესვეტერიანულ ეკლესიაში შედგა. მსახიობი ძალიან ღელავდა, არა იმის გამო, რომ მან მამაკაცი, როგორც ასეთი ჯერ არ იცოდა (ამ საქმეში დიდოსტატი გახლავთ), არამედ იმიტომ, რომ გულჩვილობა მოეძალა და ცრემლები წასკდა.2010 წელს მსახიობს ვაჟი შეეძინა, რომელიც უკვე ორ სარეკლამო რგოლშია გადაღებული თავის დედასთან ერთად.

ჟულიანს მოპოვებული აქვს „ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული“ ჟურნალ Estoe Gente-ს ვერსიით. 2008 წელს იგი „წლის პატარძალი“ გახდა. დამთავრებული აქვს Unidos do Viradouro-ს სამბას სკოლა. „ინდოეთის გზების“ გადაღების შემდეგ, მსახიობი ინდური ცეკვებისა და იოგას შესწავლას შეუდგა.

2011 წელს, როცა ჟურნალის ყდაზე შენიშნა ჟულიანა, სილვესტერ სტალონემ, იგი თავის ფილმში გადასაღებად მიიწვია. მაგრამ, როლზე მსახიობს უარი, ორსულობამ ათქმევინა.ჟულიანას ირგვლივ, სულ აჟიოტაჟია ატეხილი. მაგრამ, მსახიობი ისევ ისეთივე უბრალო ადამიანად რჩება, როგორიც იყო თავიდანვე. მას არ ჰყავს პირადი მდივანი და სტილისტი. „მე ყველაფერს თავად ვაკეთებ - განაცხადა ინტერვიუში - დავდივარ ბანკში, სუპერმარკეტში. ძალან მიყვარს სამოსელის პირადად ყიდვა“.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2005 - Mais uma Vez Amor        

2006 - Casseta & Planeta: Seus Problemas Acabaram!       

2007 - A Casa da Mãe Joana      

2008 - Kung Fu Panda      

2010 - Desenrola, Amor por Acaso

2013 - A Casa da Mãe Joana 2   

2014 - A Despedida          

2017 - Dona Flor e Seus Dois Maridos 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი: 

2000 - Laços de Família 

2001 - Brava Gente; O Clone 

2002 - Sítio do Picapau Amarelo

2003 - A Casa das Sete Mulheres; Os Normais; Celebridade

2005 - América; Levando a Vida

2006 - Pé na Jaca; Toma Lá, Dá Cá

2007 - Duas Caras; Dicas de um Sedutor

2008 - A Favorita

2009 - Caminho das Índias

2010 - Por Um Fio

2011 - O Astro</br>

2012 - As Brasileiras; Gabriela

2014 - Meu Pedacinho de Chão; Globo de Ouro

2015 - Totalmente Demais; Dois Irmãos

2017 - À Flor da Pele

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.