დამატება

აირლენდ ბოლდუინი / Ireland Baldwin / Airlend Bolduini (მოდელი) ბიოგრაფია

07.05.2018 - 19:17
ბიოგაფია: აირლენდ ბოლდუინი / Ireland Baldwin / Airlend Bolduini (მოდელი) ბიოგრაფია

დაბადების სახელი:  აირლენდ ბოლდუინი / Ireland Baldwin

დაბადების თარიღი: 23 ოქტომბერი, 1995 წელი

დაბადების ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ

პროფესია:  სუპერ-მოდელი, მსახიობი

კარიერა: 2007 წლიდან

ზოდიაქო:  სასწორი

სიმაღლე:  188 სმ.

პარამეტრები:  89-74-96 სმ.

ა:  აირლენდ ბოლდუინი, სამოდელო ინდუსტრიაში გამოჩენამდე -ცნობილი იყო, როგორც  ჰოლივუდის ვარსკვლავების: ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინგერის ქალიშილი. იგი შეურიგდა იმ აზრს, რომ ცხოვრების ბოლომდე პაპარაცების მუდმივი სამიზნე იქნებოდა და ამიტომაც დაივიწყა პაი-გოგონას, როლი აუშვა აფრები და დაიწყო გახსნილი გამოსვლები... ასე რომ ვთქვათ, ცეცხლზე ნავთის გადასხმა...

ექსცენტრიული ბუნების გარდა, ლამაზმანს მამისგან ფიზიკური სიმაღლეც ხვდა წილად. უნდა შევნიშნო., რომ ამ მხრივ, მან ალეკსაც გადაუსწრო. 188 სმ-ის სიმაღლის მქონე გოგონა, ცნობადი გახდა ბევრი კომპლექსებით, რომელთაც ხშირად შეგვახსენებენ მისი Instagram-აბონენტები ყოველი ახალი ფოტოს კომენტირებისას... მიუხედავად ამისა, აირლენდმა მტკიცედ გადაწყვიტა სუპერ-მოდელობას შეჭიდებოდა საძაგელ კომპლექსებსაც გამოუცხადა დაუნდობელი ბრძოლა...

გოგონა სამყაროს 1995 წლის 23 ოქტომბერს მოევლინა, ამერიკაში, მზიურ ლოს-ანჯელესში. ჰოლივუდის ვარსკვლავების: კიმ ბესინგერისა და ალეკ ბოლდუინის ოჯახში. აირლენდს, როგორც არაერთხელ აღუნიშნავს, ძალიან უყვარს თავისი მშობლები. ის მამიკოს გოგონაა. მაგრამ, ვარსკვლავების შვილობა და მშობლების პოპულარობა, უარყოფითად აისახა მის ფსიქიკაზე. აირლენდს ბავშვობიდანვე მოუხდა პაპარაცებისა და ენაჭარტალა ჟურნალისტების მუდმივ დევნასა და მათი მხრიდან მის მიმართ დაჟინებულ ყურადღებასთან  შერიგება...

აირლენდი ყმაწვილობიდანვე ოცნებობდა სამოდელო ბიზნესის დაპყრობაზე და ამის გაკეთება ადვილად შეძლო. მოგვიანებით, გოგონა გამოტყდა, რომ მოდელობა მას ცნობილი მშობლების ჩრდილიდან თავის დასაღწევად სურდა. იგი პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა და საკუთარი თავის დამკვიდრება სურდა ამ სამყაროში, როგორც აირლენდ ბოლდუინისა...ამაში მას ვარსკვლავური გვარი დაეხმარა და არა საკუთარი, მოდელის პარამეტრისგან შორს მდგარი პარამეტრები...

გოგონა, თავდაპირველად, 2007 წელს გამოჩნდა გაზეთის მთავარ გვერდებზე, რაც გამოწვეული გახლდათ მამა-შვილის სატელეფონო საუბრით, რომელიც სხვათა ნარჩენებით მკვებავმა, დედამისავათებულმა ჟურნალისტებმა ააგორ-გადააგორეს  პრესის ფურცლებზე...ჩანაწერში გარკვევით ისმოდა, ტუ როგორ უწოდა მამამ "დაუფიქრებელი პატარა ღორი". დროთა განმავლობაში, გოგონამ განმარტა, რომ იმ დღეს მამამისი დიდხანს ცდილობდა ტელეფონით დაკავშირებოდა მას, ხოლო, როცა გოგონამ ბოლოს და ბოლოს ყურმილი აიღო, ზემოდხსენებული ფრაზა -"დაუფიქრებელი პატარა ღორი" - გაისმა...

აირლენდის სრულფასოვანი სამოდელო კარიერა, 2013 წელს დაიწყო. ზუსტად მაშინ, 17 წლის გოგონა, ხელს აწერს თავის პირველ კონტრაქტს ცნობილ  IMG Models. - ის სააგენტოსთან. იმავე წელს, გოგონას ფოტოები გამომცემლობა New York Post. - ში გამოჩნდა. ის ფერად ქვედა საცვლებში გადაიღეს, რის გამოც გოგონა - "დემოკრატმა ამერიკელებმა, კომუნისტური კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს"(ა.შ).

რაც შეეხებოდა მის სიმაღლეს, ის აკმაყოფილებდა მოდელის მონაცემებს, ხოლო, წონა და ფიგურა დასახვეწი იყო. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, არლენდმა არაერთხელ გამოთქვა საკუთარი აზრი სოციალურ ქსელებში. მან ჩინებულად იცის, რომ მისი გარეგნობა შორს დგას სხეულთლილ როზი-ჰანთიგთონ-უაითლისგან. კრიტიკა მოდელის მიმართ, განსაკუთრებით, 2013 წლიდან გააქტიურდა, რაც ბუნებრივია, გოგონამ ძალიან მტკივნეულად განიცადა...

იმავე წელსვე, მას შესაძლებლობა გაუჩნდა ლეგენდარულ ფოტოგრაფს, პატრიკ დომარშელიეს გაცნობოდა, რომელმაც არლენდს რამდენიმე საპორტრეტო ფოტო გადაუღო Vanity Fair.-ისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ, მოდელი  V Magazine.-ს გვერდებზე დაიბეჭდა.

მიუხრდავად იმისა, რომ 2013 წელი გოგონასთვის დიდი კრიტიკის ხანა იყო - ის კინოს გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა თავის დედასთან, კიმ ბესინგერთან  ერთად, რეჟისორ პიტერ სიგალის კომედიურ  დრამაში "Grudge Match - მატჩ რევანში", რომელშიც დედა-შვილი ერთი და იგივე პერსონაჟს თამაშობდა, ოღონდ, კიმი გმირს მომავალში განასახიერებდა, აირლენდი კი - წარსულში...(ფილმი ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ).

2014 წელს აირლენდი Donna Karan.-ის სამოდელო სახლში მანეკენის რანგში პირველად გამოჩნდა. ჯიჯი ჰადიდთან და საიმონ ნესმანთან ერთად, ის აქ Sisley  - ის ბრენდის ახალი კოლექციის სახედ აირჩიეს. ფოტოზე მოდელებმა სასიყვარულო სამკუთხედი გამოსახეს.

პ ი რ ა დ ი:  აირლენდი ადრეული ასაკიდანვე შეუდგა სერიოზული რომანული ურთიერთობების "დაგემოვნებას". 18 წლის ასაკში მან ურთიერთობა სერფინგის პროფესიონალ სლეიტერ ტრაიტთან გააბა. თავისუფალ დროს წყვილი სულ ერთად ატარებდა და ერთად ცხადდებოდნენ დიდებულთა წვეულებებზე. მაგრამ 2014 წელს გოგონას ვაჟი მობეზრდა და დაშორდა...თუმცა აირლენდს დიდხანს არ მოუწყენია და მან ხშირად დაიწყო მომღერალ ენჯელ ჰეიზის კომპანიაში. ინტერნეტსივრცემ სწრაფად ააჭორავა მათი შესაძლო რომანი, რაც საბოლოოდ სინამდვილე აღმოჩნდა, რადგან გოგონებმა აღიარეს, რომ ლესბოსური სიყვარულით არიან გატაცებულები.

აირლენდ ბოლდუინს ძალიან უყვარს ტატუები. 2016 წელს მის სექსუალურ სხეულს ექვსი სხვადასხვა შინაარსის ნახატი იპყრობდა!..

ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.