დამატება

ბელა ჰადიდი / (Bella Hadid) მოდელი

12.07.2016 - 15:53
ბიოგაფია: ბელა ჰადიდი / (Bella Hadid) მოდელი

დაბადების სახელი: იზაბელა კჰაირ ჰადიდი

დაბადების თარიღი: 9 ოქტომბერი, 1996 წ.

დაბადების ადგილი: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ

თმის ფერი: ყავისფერი

თვალების ფერი: ცისფერი

მოქალაქეობა: აშშ

მოკლე ბიოგრაფია:

ბელა კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში 1996 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა - ტელეწამყვანისა და ყოფილი მოდელის, იოლანდ ჰადიდისა და პალესტინური წარმომავლობის, ამერიკელი მულტიმილიონერის მუჰამედ ჰადიდის ოჯახში.  მას უფროსი და ჰყავს, მოდელი - ჯიჯი ჰადიდი და უმცროსი ძმა - ანვარ ჰადიდი. გოგონას აგრეთვე, მამის მხრიდან - ორი უფროსი და ჰყავს: მარიელი და ალანი, ხოლო, მამინაცვლის - დევიდ ფოსტერის მხრიდან, 5 და.

მოზარდი ბელა წარმატებიტთ გამოდიოდა ცხენოსნობაში და თავდაპირველად, სპორტის ამ სახეობაში 2016 წლის რიოს ოლიმპიდაში მონაწილეობასაც კი გეგმავდა. მაგრამ მოგვიანებით, ვარჯიში და შეჯიბრებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

2015 წელს განაცხადეს, რომ იგი ლაიმის დაავადებით იყო დასნეულებული. მის დედას და ძმას ანვარს, ეს ავადმყოფობა, 2012 წელს დაუდგინეს.

(ლაიმის დაავადება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ყველაზე გავრცელებული მწერით გადატანილი დაავადებაა. ლაიმის დაავადებას იწვევს ბაქტერია ბორელია ბურგდორფერი. ბაქტერია გადააქვს ირმის ტკიპას, რომელიც ცხოველების სისხლით იკვებება და კბენს ადამიანსაც). 2014 წლის შემოდგომაზე, ბელამ ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო, მაგრამ მეცადინეობები შეწყვიტა სამოდელო კარიერის გამო.

2015 წელს ბელამ თავის უფროს დას - "სოციალური ქსელების ყველაზე სექსუალური მოდელის" რეიტინგში გადაუსწრო, რომელიც გამომცემლობამ W Magazine გამოაქვეყნა.ახლა მისი თაყვანისმცემლები ბელას, ბრენდ Victoria's Secret-ში დამკვიდრებას მოელიან.

პირადი: გოგონა რეგულარულად ესწრება სოციალურ და მაღალი საზოგადოებების ღონისძიებებს, თავის ორ განუყრელ მეგობართან: კენდალ ჯენერთან და ჰეილი ბოლდუინთან ერთად. ტაბლოიდები ამბობენ, რომ ლამაზმან ბელას - რეპერი The Weeknd - თან, რომლის ნამდვილი სახელია - აბელ ტესფაიე, აქვსო რომანი.

ვაჟა ჩომახიძე.

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.