ბიოგრაფია

ბიკინით ზამთრის კურორტზე - ქენდალ ჯენერის ექსტრავაგანტული გადაწყვეტილება

03.01.2019 ტოპ მოდელები 59 0 0.0

Загрузка...

23 წლის ამერიკელმა მოდელმა გადაწყვიტა სანამ მსოფლიო 2019 წლის მოლოდინშია, თავად სახლიდან მოშორებით დაისვენოს და კოლორადოს შტატში მდებარე, ასპენის ზამთრის კურორტს ესტუმრა, საიდანაც მისი პირველი კადრები გავრცელდა.

თუმცა, მოგვიანებით მოდელმა თავად გადაწვიტა გულშემატკივრისთვის კიდევ ერთი უცნაური კადრი გაეზიარებინა და ფოტო ატვირთა, რომელზეც ჩანს, რომ ცივი, თოვლიანი ამინდის მიუხედავად მოდელი ჩვეული სითამამით პოზირებს ბიკინიში გამოწყობილი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, უცნაური გადაწყვეტილების მიღებისას ქენდალი მარტო არ იყო და მსგავსივე ფოტო გადაიღო კორტნი კარდაშიანმაც.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქენდალმა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა შობის დღესასწაული და თვალისმომჭრელი კაბითაც გაამახსოვრა საზოგადოებას თავი.

რაც შეეხება კარდაშიან-ჯენერების წინასაახალწლო ფოტოსესიის ტრადიციას, წელს ქენდალმა უარი თქვა მასში გამოჩენაზე, რამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, თუმცა როგორც გაირკვა, მოდელმა ჩათვალა რომ ფოტო გაცილებით ურო საყვარელი იქნებოდა თუ მასზე მხოლოდ დედიკოები და მათი შვილები იქნებოდნენ.

წყარო
ავტორი: თამარ დევდარიანი

კურორტი, ზამთარი, ქენდალ ჯენერი, გადაწყვეტილება, ექსტრავაგანტული, ბიკინი
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...