დამატება

ირინა შეიკი / Ирина Шейк მოდელი (ბიოგრაფია)

22.06.2017 - 13:46
ბიოგაფია: ირინა შეიკი / Ирина Шейк მოდელი (ბიოგრაფია)
 

დაბადების სახელი:  ირინა შაიხლისლამოვა /  Ирина  Шайхлисламова    
დაბადების თარიღი: 6 იანვარი, 1986 წელი
დაბადების ადგილი: ემანჟელინსკი, ჩელიაბინსკის ოლქი, რუსეთი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
სამოდელო კარიერა: 2004 წლიდან
სამსახიობო კარიერა: 2011-2014 წწ.
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 178 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ირინა შეიკი, თათრული წარმოშობის საერთაშორისო დონის რუსი მოდელია 
მდიდრული იერსახისა და შეუპოვარი ხასიათის წყალობით, გოგონა არამარტო რუსეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გახდა ცნობილი. მან თავდაპირველად, ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს, შემდეგ კი -  მსახიობ ბრედლი კუპერის გული მოინადირა.

ამჟამად, ირინას ყველაფერი აქვს: დიდება, ფული; ჰყავს თაყვანისმცემლები და საყვარელი ქმარი, თავისი შვილის მამა. მაგრამ გოგონას ცხოვრების გზა მეტად მწვავე გახლდათ. მისი ოჯახი, როგორც რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა, ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. გოგონას მამა მეშახტე იყო. დედა-კი ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა ბავშვებს. ირინას უფროსი და ჰყავს - ტატიანა. მამისგან მოდელს შრომისმოყვარეობა, პირდაპირობა და აღმოსავლური სილამაზე გამოჰყვა, დედისკან კი - მუსიკისადმი სიყვარული.

ირინა იხსენებს: "ჩვენი პატარა ქალაქი, სინამდვილეში სოფელი იყო. ყველანი ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდით ერთმანეთზე. ჩვენ ასევე, საკუთარი ბაღიც გვქონდა, რომლის არსებობის გარეშე, ალბათ - ვერ გავძლებდით - შიმშილით დავიხოცებოდით. თავად მოგვყავდა: კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. მე, ბავშვობიდანვე ვეხმარებოდი დედას ბაღში სამუშაოების შესრულებაში".

ირინა 14 წლის იყო, როცა მამამისი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდა და მზრუნველობა ბოლომდე დედამ იკისრა, რომელსაც ძალიან ბევრი და რთული სამუშაოების შესრულება უწევდა, ლუკმა პურის საშოვნელად

გოგონა ქალაქ-სოფელის №4. სკოლაში სწავლობდა, სადაც მეტად რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა კომუნისტური იდეოლოგიითა და გონებაშეზღუდულობით დასირებული  მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის გამო. ირინა კლასიკური მემარცხენე იყო და მას ბურჟუაზიულ წარმონაქმნად აღიქვამდნენ დედააფეთქებული კომუნისტი მასწავლებლები. ისინი ხშირად სცემდნენ მარცხენა ხელზე ბავშვს სახაზავით, რომ "საბჭოურად მოერჯულებინათ", მაგრამ უშედეგოდ. ასეთი მოპყრობის გამო, ბავშვი ძალიან დანშინებული იყო. შეიძულა სკოლა და მისი გულისამრევი მასწავლებლები, რაც სათანადოდ აისახა გოგონას აკადემიურ მოსწრებაზეც.

მაგრამ, მოხდა სასწაული და საშუალო სკოლის დასრულების მიჯნაზე, ირინა ფრიადოსანი გახდა, რადგან ღმერთი აღმოჩნდა მის მხარეზე! ახლა - ბოლშევიკმა დედა...გაფურჩქნულმა მასწავლებლებმა, ის თანაკლასელებისთვის სამაგალითო მოსწავლედ აქციეს, ხოლო, გამოთაყვანებული თანატოლი რუსი მოზარდი ვაჟები, რომლებმაც ხეირიანად ისიც კი არ იცოდნენ თავიანთი ნამდვილი მამები და რომელთა მომავალი: გალოთება და ქვეშაფსიობა იყო, განსაკუთრებული სიმაღლისა და სიგამხდრის გამო, ყურადღებას არ აქცევდნებნ  ლამაზსა და მშვენიერ ირინას და მას მეტსახელებით: «Чунга-Чанга», «Фанера», «Каланча» დასცინოდნენ, რაც გარკვეულწილად მძიმედ მოქმედებდა გოგონას ისედაც გატანჯულ ფსიქიკაზე...

სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინამ სწავლა ჩელიაბინსკის ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო, სადაც მისი და ტატიანაც იმყოფებოდა. სწორედ, დამ განათავსა მისი სურათი სამოდელო სტუდია «Светлана» - სთან არსებულ სილამაზის სკოლაში.

დის მიწვევით დაიწყო ირინამ იქ სიარული და თავისი პარამეტრებით იდეალური მონაცემების მატარებელი არმოჩნდა "ქვედა საცვლების" რეკლამირებისთვის. 18 წლის ასაკში მან სუპერმოდელების სილამაზის კონკურსი მოიგო რუსეთში და 60 000 რუბლით დააჯილდოვეს. 2004 წელს კი - ირინას ნამდვილი სამოდელო კარიერა დაიწყო, რომელიც მალე გასცდა რუსეთის საზღვრებს. 20 წლის ასაკში ირინამ ფსევდონიმი "შეიკი" მიიღო და ევროპისკენ დაუბერა. ბუნებრივია, ამ ასაკში წარმატებული სამოდელო კარიერის შექმნა დაგვიანებული იყო. მაგრამ ირინა ხომ თავდაუზოგავი მშრომელი და მებრძოლი ხასიათის პიროვნებაა და ამიტომაც შეძლო ბარიერების დაძლევა... რის წყალობითაც იგი ცნობილი ბრენდების სახე გახდა.

რუსი მოდელი ირინა შეიკი, რამდენიმე თვის წინ დედა გახდა და მიუხედავად მეუღლის ( ბრედლი კუპერი ) სურვილისა, მან ძიძის გარეშე გადაწყვიტა ახალშობილის გაზრდა და აღზრდაც, რაშიც მოდელს დედა ეხმარება მხოლოდ. ამით იმის თქმა მინდა, რომ სუპერმოდელი არაჩვეულებრივად კარგი დედა აღმოჩნდა.

პოპულარობა კი - თავისით არ მოდის და შოუბიზნესის წარმომადგენელთა მთელი არმია შოკისმომგვრელი და სკანდალური ჩაცმულობებით, ვარცხნილობებით და სხვადასხვა მეთოდებით ხდებიან პოპულარულები.

ახლახანს, ირინა შეიკის შიშველი ფოტო, რომელმაც სრულიად სოციალური მედია მოიცვა და თითქმის ყველა აალაპარაკა, თურქმა ფოტოგრაფმა მერთ ალასმა ატვირთა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. როგორ ეხმაურება შეიკის ძალიან სექსუალურ ფოტოს რუსული მედია: - "ირინა შეიკი კიდევ ერთხელ მოხვდა თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში და გულშემატკივართა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მშობიარობისა, სუპერმოდელი კვლავ ინარჩუნებს სექსუალურ ფორმებს".

ფოტო გამოაქვეყნა თავად ალასმა და ირინას აღარ უზრუნია თავისი ფოლოვერებისთვის ახალი სურათის გამოქვეყნებაზე, რომელსაც 8, 6 მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. თუმცა, რამდენიმე ათეული კომენტარითაც შეგვიძლია ვიმრჯელოთ, როგორ შეხვდა მამაკაცების არმია სუპერმოდელის სიშიშვლეს. ინსტაგრამზე ვკითხულობთ: -  «Огонь!», «Какая сексуальная», «Боже, убейте меня», «Русская бомба!» და ა. შ.

ერთმა სექსუალურმა ფოტომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველა კომენტარში აღიარეს, რომ რუსი მოდელი უსაზღვროდ სექსუალურია, მაგრამ აქაც გამოჩნდა ერთ - ერთი თურქი გამომწერი, რომელიც მოუწოდებს მოდელს, დაფიქრდეს თავის ქალიშვილზე და იმაზე, თუ რა მაგალითი უნდა მისცეს მან შვილს.

ნამდვილი თაყვანისმცემლები კი - თავდაჯერებულები ამტკიცებენ შეიკის სილამაზეს და დარწმუნებულები არიან სუპერმოდელი ერთნაირად მიმზიდველი და ზესექსუალურია როგორც გახდილი, ასევე ჩაცმულიც.

ვაჟა ჩომახიძე.

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.