ბიოგრაფია

ირინა შეიკის ცეცხლოვანმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა

12.03.2019 ტოპ მოდელები 39 0 0.0

Загрузка...

33 წლის სუპერმოდელი, ირინა შეიკი კიდევ ერთხელ გახდა ფანების აღფრთოვანების მიზეზი. ამჯერად, მან გადაწყვიტა ცეცხლოვანი ვიდეო გამოქვეყნებინა, რომელიც ფრანგი დიზაინერის, 70 წლის ტიერი მაგლერის პირველი სოლოგამოფენისთვის გამართული გადაღებიდან გახლდათ.

როგორც ვიდეოდან ჩანს, მოდელმა მაგლერის ვინტაჟური დიზაინი მოირგო და საკმაოდ სექსუალურადაც გამოიყურებოდა, რაც  რა თქმა უნდა არ გამორჩენიათ მის ფანებსაც, რომლებმაც შეიკს უამრავი სასიამოვნო კომენტარი მიუძღვნეს.

ირინამ ამ გამოფენაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვრის თვეში გაავრცელა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა.

მოგვიანებით კი, ფოტოსესიის სხვა კადრებიც გავრცელდა.

ირინასადმი სამადლობელი პოსტი თავად დიზაინერმაც გამოქვეყნა, "შენ ღვთაებრივი ურჩხული და არაჩვეულებრივი მსახიობი ხარ. ვაღმერთებ იმას, თუ როგორ ირგებ და ეთამაშები ჩემს ქმნილებებს" - დაწერა მაგლერმა.

რაც შეეხება გამოფენას, მონრეალში ის 2 მარტს გაიხსნა და მისი სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ავტორი: თამარ დევდარიანი

წყარო

საზოგადოება, ცეცხლოვანი ვიდეო, ირინა შეიკი
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...