დამატება

მერსედეს ტერელი / Mercedes Terrell (მოდელი)

19.02.2017 - 17:24
ბიოგაფია: მერსედეს ტერელი / Mercedes Terrell (მოდელი)

დაბადების სახელი:    მერსედეს ტერელი       
დაბადების თარიღი:  2 ივნისი, 1984 წელი
დაბადების ადგილი: აშშ, ორანჯ ქაუნტი
პროფესია: მოდელი
კარიერა: 2005 წლიდან
ზოდიაქო: მარჩვიბი
სიმაღლე: 168 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  მერსედეს ტერელი: სიცილიური, მექსიკური უელსური და გრმანული სისხლის სრულყოფილ კომბინაციას წარმოადგენს. "ჩემს ეთნიკურობას ადამიანები იმ ადგილით საზღვრავენ, სადაც მოცემულ დროში ვიმყოფები. თუკი, დასავლეთის სანაპიროებზე ვარ, ყველა ფიქრობს, რომ მექსიკელი ვარ, თუკი არმოსავლეთ სანაპიროზე ვარ მათ იტლიელი ვგონივარ. შუაგულ ამერიკასი, იაპონელად მთვლიან, რადგან მათ არასოდეს უნახავთ მექსიკურ-იტალიური ნაჯვარი. მე ნაწილობრივ ახლო აღმოსავლური იერიც მაქვს - მუქი ფერის კანი" - განაცხადა გოგონამ  მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება მოდელის სამსახურს, ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა: "არასოდეს მიფიქრია, რომ მოდელი გავმხდარიყავი, უბრალოდ ასე მოხდა. ბავშვობაში მხატვრობაზე ვოცნებობდი, ასევე მსურდა სამოსელის დიზაინერი გავმხდარიყავი. დღეს მე საღებავებით ვხატავ, ასევე ვქმნი საკუთარი სამოსოს ესკიზებს. ასე რომ, ბავშვობის სურვილი მგონი ავისრულე. მან ასევე დასძინა: "მე შემიძლია ვთქვა რომ - ჩემი ცხოვრება როკ-ვარსკვლავისას ჰგავს... რა თქმა უნდა, ნარკოტიკების გარეშე. მე მუდმივ მოგზაურობებსა და გასტროლებზე ვარ... მე ჩემი ცხოვრებით ვარ დაკავებული და ყველა ღონეს ვახმარობ, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცო ის, რომ ყველა ოცნების ახდენაა შესაძლებელი, თუკი - ამისთვის საკმაო ძალისხმევას გაიღებ ამისთვის".

მერსედესმა განაცხადა, რომ ხუთ დასთან ერთად აღიზარდა და არასოდეს უვლია სპორტულ სკოლაში. მან სწავლა მხატვრულ კლასში დაიწყო.

თუ რას ეძებს გოგონა მამაკაცში, მან განაცხადა: " იუმორის გრძნობა ... თუკი, ჩვენ ერთად სიცილი არ შეგვიძლია, ეს უკვე ყველაფრის დასასრულს ნიშნავს? რაც შეეხება სილამაზეს, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩემთვის პლიუსია, თუკი - თქვენ ზედმეტად მშვენიერად გამოიყურებით, შესაძლოა თქვენ უფრო მეტ დროს ატარებთ დილით სარკესთან. მე მიყვარს სხვა ადამიანებისგან სწავლა. ასე რომ, სასიამოვნოა, როცა ვაჟს კარგი თავი ადგას მხრებზე და ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი".

რაც შეეხება PlayBoy - სთვის პოზირებას, მერსედესმა აღნიშნა: " მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დადგება დრო, როცა კომფორტულად ვიგრძნობ თავს სამოსელის გარეშე. Bellator - თან ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს გაფურჩქვნის ხანაში მყოფი

ორგანიზაციაა თავისი საუკეთესო შემადგენლობით მსოფლიოში და არც ჩემი ყოველკვირეული  ფოტოსესია არა მგონია მათთვის საჭირო იყოს".

ვაჟა ჩომახიძე.


 

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.