დამატება

აიჩა აიშინ თურანი / Ayça Ayşin Turan

30.08.2016 - 13:11
ბიოგაფია: აიჩა აიშინ თურანი / Ayça Ayşin Turan

დაბადების სახელი: აიჩა აიშინ თურანი
დაბადების თარიღი: 1992 წლის 25 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2007 წლიდან
ზოდიაქო: მორიელი
სიმაღლე: 168 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: აიჩა დაიბადა და გაიზარდა სტამბოლში. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე, რაც აისრულა კიდეც. აიჩამ, ახალგაზრდა და ტალანტმა მსახიობმა თავისი გარეგნობით, მომხიბვლელობითა და ცისფერი თვალებით მოხიბლა თურქი მაყურებელი. სწავლის პერიოდში ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებებში  მონაწილეობდა, რამაც მის სამსახიობო გამოცდილებაზე დადებითად იმოქმედა და გოგონას შემდგომი ბედი განსაზღვრა. 
2007 წელს კი - აიჩა იმ პერიოდად მიიჩნევს, როდესაც მის სამსახიობო კარიერას საფუძველი ჩაეყარა. ეს გახლდათ პირველი ფილმი "ფანტაზია და ფაქტები", სადაც მსახიობს მცირე, მაგრამ მაინც სრულფასოვანი როლი მიანდეს, გოგონამ შეძლო რეინკარნაციის ნიჭი გამოეჩინა. 2008 წელს კი მან პირველად მიიღო მონაწილეობა მრავალსერიან პროექტში "შემოდგომა." 2011 წელს ამას სერიალი -  "მოუსმინეთ ძვირფასო" მოჰყვა.  2013 წელს კი - მან პოპულარულ სერიალში "შავი ვარდი", ადა შარვედის როლის სახასიათო სახე შექმნა, რის გამოც ის კიდევ უფრო ცნობილი და საყვარელი გახდა მაყურებლებისთვის. 

2016 წელს მსახიობი მთავარი როლით გადაიღეს სერიალში "საყვარელი და საშიში". 2017 წელს მან ასევე, მთავარი როლი შეასრულა ფილმში "მერიემი". სადაც მსახიობმა თავისი გმირის მდგომარეობის გადმოცემა კარგად მოახერხა - სიგიჟემდე შეუყვარებული გოგონა, რომელსაც ოცნებებს შესრულებაში  ხელს ვერაფერი შეუშლის.

2018 წელს ერთ-ერთი მსახიობი მაყურებლის წინაშე ყველაზე სერიოზული როლით წარსდგა სერიალში "დამცველი", სადაც კინოკომპანიამ მთავარი გმირის ლეილას, რთული ამპარტავანი ხასიათის გოგონას როლი შესთავაზა, რომელიც მზად არის ყველაფრს დამოუკიდებლად მიღწიოს. 2019 წელს იგი ამავე სერიალის გაგრძელებაში, სახელწოდებით "სტეპი. შეხედეთ ჩიტებს ”, ერთ – ერთ მთავარ პერსონაჟად მოგვევლინა.

პირადი: მსახიობი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც მას ხშირად უწევდა ფულის დაზოგვა, ამიტომ გოგონამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მოკრძალებული ცხოვრება და სახსრების ყაირათიანი გადანაწილება. აიჩე, ოჯახის მეშვიდე შვილი, რომელმაც განსაკუთრებული წარმატების გარეშე დაამთავრა სკოლა, ვერც კი წარმოიდგენდაა, რომ მსახიობის გზას არჩევდა და მას ასეთი ნათელი მომავალი ელოდა წინ. სამწუხაროდ, უფასო განათლება არ მატებდა "ბრწყინვალებას" გოგონას, მაგრამ მან დიდი შრომისმოყვარეობით შოუბიზნესის სამყაროში შესვლა შეძლო მას შემდეგ, რაც სატელევიზიო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

აიჩამ კარგად იცის, რომ  თუ არა თავისი მშობლები და მისთვის ძვირფასი ხალხი, ის ვერ გახდებოდა ისეთი პოპულარული და წარმატებული მსახიობი, როგორიც ახლა არის. ის, როცა გადაღებების გარეშეა, მთელ თავის დროს ოჯახს, მოგზაურობასა და ფოტოსესიებში მონაწილეობას უთმობს, რასაც მისთვის არამარტო ფული, არამედ სიამოვნებაც მოაქვს. მსახიობს ნამდვილად არ უყვარს კითხვებზე პასუხის გაცემა და კომენტარებში ძალიან მოკრძალებულად საუბრობს საკუთარ თავზე. იგი დიდი ხნის განმავლობაში მასზე 29 წლით უფროს მამაკაცს ხვდებოდა , მაგრამ მათ ოჯახურ და სერიოზულ ურთიერთობაში წარმატებას ვერ მიაღწიეს. ახლა აიჩა მარტოა და არ ჩქარობს ოჯახის და ბავშვების გაჩენას.

ვაჟა ჩომახიძე.

გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში:
2013 წელს - " შავი ვარდი", Karagül - ადა შანვერდის როლი
2011 წელს - "მოუსმინეთ ძვირფასო ", - Dinle Sevgili - გიულფელმის როლი
2008 წელს - "დაეცემა", Sonbahar - მერვე პეტეკის როლი
2007 - 2009 წლებში - "ასი", - Asi - ლეილას როლი
2007 წელს - " ფანტაზია და ფაქტები", - Hayal ve Gerçek - არზუს როლი
2007 წელს - "მიუტევებელი ", - Unforgiven, - დუიგუს როლი

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.