დამატება

აიდან შენერი / Aydan Şener

08.09.2016 - 11:35
ბიოგაფია: აიდან შენერი / Aydan Şener

დაბადების სახელი: აიდან შენერი
დაბადების თარიღი: 1963 წლის 1 მარტი
დაბადების ადგილი: ქილისი, გაზიანთეფი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1981 წლიდან
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 175 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: აიდან შენერი დაიბადა 1963 წლის 1 მარტს პატარა ქალაქ ქილისში გაზიანთეფში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მუსიკათმცოდნისა და დიასახლისის ოჯახში. მისი წინაპრები მამის ხაზით უაზანიდან იყვნენ. იმის გამო, რომ ქრისტიანობის მიღება არ სურდათ 1877 ემიგრაციაში თურქეთში წავიდნენ. მსახიობის დედა აიდანი ყირიმელი თათარია. აიდანი სულ პატარა იყო, როცა მისი ოჯახი ბურსუში გადასახლდა, სადაც გოგონამ სკოლა დაასრულა. მას მოგებული აქვს სილამაზის კონკურსი "მისს თურქეთი", 1981 წელს მონაწილეობდა "მისს მსოფლიოზე", სადაც მეორე ადგილი დაიკავა. მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ, გადაღებები დაიწყო თურქეთის ტელევიზიაში ტელესერიალებში. 

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მუსულმანურ კანონებს არ იცავს, ის მაინც ნამდვილ მუსულმანად თვლის საკუთარ თავს, რადგანაც მისთვის მთავარია ალაჰი სულით გწამდეს და არა ტრადიციებითა და რიტუალებით. მისი სხეულის სილამაზით კი - მთელს მსოფლიოს აქვს უფლება, რომ დატკბეს! კინოში სადებიუტო როლმაც დიდხანს არ დააყოვნა. ფერიდეს როლის შესრულებამ მას ფილმში " Calikusu "1986 წელს, მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამ ფილმის გაქირავებაში გამოსვლის შემდეგ, მსახიობი მილიონობით ადამიანის კუმირი შეიქნა.

 გოგონას მშობლები პროგრესული და თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანები იყვნენ და ყველანაირად მხარდაჭერას უცხადებდნენ შვილს, რომ რაც შეიძლება ფართო აღიარება მოეპოვებინა. თურქული საზოგადოებაც, მისი კონსერვატული ხასიათის მიუხედავად, მხარდაჭერას უცხადებდა მსახიობს. ამჟამად, ის იშვიათად მონაწილეობს გადაღებებში და მონაწილეობას ღებულობს მხოლოდ შოუებსა და გადაცემებში. მსახიობის პირადი ცხოვრება არ ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც კარიერა. 

1983 წელს ის ცოლად გაჰყვა თურქ ფეხბურთელს აიჰან აკბინს. 5 წლის შემდეგ, მათ გოგონა შეეძინათ. 1991 წელს ცოლქმარი გაიყარნენ. მსახიობი თვლის, რომ ქალი მამაკაცის თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. 

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
1983 წელს - «Küçük Ağa» — ემინეს როლი 
1986 წელს - « Calikusu » — ფერიდეს როლი 
1987 წელს - « Samanyolu » — ზიულიალის როლი 
1991 წელს - « Fatih-Harbiye » — 1991 
2000 წელს-« Yarin Gec Olmayacak» 
2001 წელს-« Oyun» 
2002 წელს -« Fatih-Harbiye 
2003 წელს -«Muhurlu Guller » 
2004 წელს -«Beni Bekledinse » 
2005 წელს -« Masum Degiliz» 
2007 წელს -«Evimin Erkegi » 
2008 წელს -«Surgun Hayatla » 
2011 წელს - «Yillar Sonra »

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.