ბიოგრაფია

ალმილა ადა / Almila Ada

21.10.2018 თურქი მსახიობები 183 0 0.0

Загрузка...

დაბადების  სახელი:   ალმილა ადა  ბაიაზითოღლუ / Almila Ada Bayazıtoğlu
დაბადების  თარიღი:  4 აგვისტო, 1994 წელი
დაბადების  ადგილი:  სტამბული
პროფესია:  მსახიობი, ფოტომოდელი
კარიერა: 2014 წლიდან
ზოდიაქო: ლომი
სიმაღლე:  174 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  თურქული კინემატოგრაფის ახალგაზრდა ვარსკვლავი, ალმილა ადა ბაიაზითოღლუ   1994 წლის 4 აგვისტოს დაიბადა სტამბულში. ადას მამა ჟურნალისტია, დედა კი - მოდელიორი და მასწავლებელი. გოგონამ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოავლინა ბალეტისადმი ინტერესი და კუთხით მომზადება დაიწყო. საბალეტო კარიერის ასაწყობად, დედის სურვილით, იგი გარკვეული დროით რუსეთში ცხოვრობდა. ადამ ბალეტი კარგად შეისწავლა და  სტამბოლის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო გაკვეთილებზეც დაიწყო სიარული. საბალეტო განხრით სწავლის გასაგრძელებლად მსახიობი ლონდონში წავიდა, სადაც (2011-2014) წლებში ლონდონის Tring Park - ის  ცეკვის სამფო აკადემიაში სწავლობდა.

სტამბოლის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო გაკვეთილებზე დადიოდა. ლონდოში გოგონა კინოთიც დაინტერესდა და მან მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ფილმსი "შურისმაძიებლები", სადაც როგორც ბალერინამ, სკარლეტ იოჰანსონის ბავშვობის  ხასიათი გამოავლინა. ამ როლის შესრულების შემდეგ, მისი ინტერესი კინოსადმი ერთიორად გაიზარდა.

გოგონას ლონდონში ყოფნისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. კერძოდ, თირკმელები დაუზიანდა, რასაც  ტრავმის შედეგად მიღებული ძვლის პრობლემაც დაემატა ზედ. ფიზიკური თერაპიის გასავლელად, მსახიობი თურქეთში დაბრუნდა.

2014 – 2015 წლებში ალმილა ადა,  სერიალში Kaderimin Yazıldığı Gün გადაიღეს, სადაც ნეჰირ იორუქჰანის
როლი შეასრულა. ამის შემდეგ, მან დიქციის დასახვეწი გაკვეთილები აიღო. ორი წლის შემდეგ ის ახალ
სერიალში „Cennet'in Gözyaslari“ მიიწვიეს მთავარ როლში, სადაც ჯენეთ ილმაზი განასახიერა. ამავე წელს
იგი სხვა სერიალშიც გადაიღეს.  წელს კი - atv - პროექტში „დელის ქარი“ მელიქე ჯანდანის მთავარ როლზე დაამტკიცეს .
ალმილას მწვანე ფერის თვალები აქვს, თმა კი - ყავისფერი. სარწმუნოებით მაჰმადიანია.

წყარო: AMBIONI.COM
ავტორი:  ვაჟა ჩომახიძე

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2014 - 2015 - Kaderimin Yazildigi Gün
2015 - 2018 - Kirgin Çiçekler
2017 - Adi Efsane
2017 - Cennet'in Gözyaslari
2018 - Bir Deli Rüzgar

მსახიობი, ada, biografia, Almila, ალმილა, ბიოგრაფია, ადა, მოდელი, თურქი
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...