დამატება

ამინე გიულშე / Amine Gülşe

25.12.2016 - 16:07
ბიოგაფია: ამინე გიულშე / Amine Gülşe

დაბადების სახელი:   ამინე გიულშე         

დაბადების თარიღი: 30 აპრილი, 1993 წელი

დაბადების ადგილი: გიოტებორგი, შვედეთი

პროფესია: მსახიობი, მოდელი

კარიერა: 2015 წლიდან

ზოდიაქო: კურო

სიმაღლე: 178 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: 
გოგონას მამა წარმოშობით ერაყელია, ის არის მასწავლებელი სპორტის სახეობაში ბადროს სტყორცნა. ასევე ჰყავს ძმა. 
ამინე მშობლიურ ქალაქში გაიზარდა და დაამთავრა საშუალო სკოლა.
იგი მსახიობობაზე ბავშობიდანვე ოცნებობდა. 2013 წელს ამინე გადავიდა თურქეთის ქალაქ იზმირში. 2014 წელს ემინე ხდება გამარჯვებული სილამაზის კონკურსში „მის თურქეთი 2014“. 
ასევე 2014 წელს მას შესთავაზეს მთავარი როლის შესრულება - სერიალში "ცხოვრების გზები", (რაზეც დათანხმდა), სადაც მას პარტნიორობა გაუწია თოლგაჰან საიშმანმა. 

პ ი რ ა დ ი:  ამინეს ყავისფერი თმა და მწვანე ფერის თვალები აქვს. თურქეთის ავმა ენებმა და ჭარტალა პრესამ, მისი სილამაზის გამო, მსახიობს მრავალ პარტნიორ ვარსკვლავთან რომანი მიაწერეს, მათ შორის მოხვდა სერჰათ თეომანიც. 
თავად გოგონას არ მოსწონს თავის პირადზე საუბარი. თუმცა, ბოლო დროს დადიოდა ჭორები, რომ მსახიობი ცოლად მიჰყვებოდა ფეხბურთელ მესით იოზილს (კლუბ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი). 

თურქ მსახიობს ძალიან მოსწონს ბერგიუზალ ქორელის სამსახიობი ოსტატობა, ასევე ბუგრი გიულსოი და ქივანჩ თათლითუგი. ბევრი ამბობს, რომ ის ძალიან ჰგავს ირინა შეიკსა და ადრიანა ლიმას. მსახიობი ყველაზე საყვარელი ჰობია სურათების გადაღება. მომავლისთვის იგი მტკიცე და ერთგული ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და სურს ჰყავდეს ბევრი შვილი.

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2014 - Asla Vazgeçmem / "ცხოვრების გზები" 

 
კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.